მთავარი » 2017 » სექტემბერი » 27 » 10 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გატყუებს
რეკლამა
9:05 PM
10 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი გატყუებს

1. არ არის მზად მშობლებისა და მეგობრების გასაცნობად

თუ დიდიხანია ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ თქვენი პარტნიორი არ ჩქარობს გაგაცნოთ თავისი საუკეთესო მეგობრები ან მშობლები - ეს საბაბია, დაფიქრდეთ. თუ მას სერიოზული განზრახვა აქვს თქვენთან მიმართებაში, ის არ დაიწყებს დროის გაყვანას.

2. სერიოზული საუბრის დროს გადააქვს თემა

სამსახურის შემდეგ ან ძილის წინ - სერიოზული საუბრებისთვის საუკეთესო დრო არ არის. მაგრამ თუ თქვენი პარტნიორი შესაფერის მომენტშიც კი კატეგორიულად უარზეა ისაუბროს მნიშვნელოვან საკითხებზე, შესაძლებელია ის ცდილობს აიცილოს თავიდან ასეთი საუბრები.

3. აქვს განწყობის მკვეთრი ცვლილებები

ჩვენს ცხოვრებაში ყველა განვიცდით სტრესსა და დატვირთვებს. ამიტომ არავინ არ არის დაზღვეული განწყობის ცვლილებებისგან. მაგრამ თუ ეს ძალიან ხშირად ხდება და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქმე სამსახურეობრივ პრომლემებში სულაც არ არის, იქნენ აჯობოს ხშირად ესაუბროთ პარტნიორს გულახდილად, რათა გაიგოთ, რა ხდება.

4. უმიზეზოდ გჩუქნით საჩუქრებს

საჩუქრების მიღება ყველას სიამოვნებს, განსაკუთრებით ქალს. თუ საჩუქრები საეჭვოდ ბევრია და პარტნიორი გჩუქნით ჩვეულზე უფრო ხშირად? თავიდან თქვენ აღფრთოვანებული იქნებით, შემდეგ კი ეჭვი გაგიჩნდებათ: რატომ იქცევა ასე, ნუთუ ისეთი რამ გააკეთა, რის გამოც ახლა სცხვენია?

5. არ განიხილავთ ერთობლივი ცხოვრების გეგმებს

პარტნიორებს, განსაკუთრებით ურთიერთობების პირველ წლებში, უყვართ მომავლის ერთობლივი გეგმების დაწყობა. სად იცხოვრებენ, სად გაემგზავრებიან საქორწინო მოგზაურობაში. თუ დროთა განმავლობაში რომელიმე თქვენგანი არ ინტერესდება ერთობლივი მომავლით, ეცადეთ გაერკვიოთ რატომ.

6. დიდიხანია არ გაქვთ ინტიმური ცხოვრება

ინტიმური ცხოვრება მნიშვნელოვანია ჰარმონიული ურთიერთობებისთვის. და თუ დასაწყისში პარტნიორებს შორის დიდი ვნებაა, შემდგომ ის შეიძლება ჩაქრეს. ინტიმური ცხოვრების სრული არარსებობა - ეს საგანგაშო ზარია. იმისათვის რომ გადაარჩინოთ ურთიერთობები, დაელაპარაკეთ პარტნიორს, გაიგეთ რატომ გაცივდა თქვენს მიმართ.

7. გაღიზიანებულია ზედმეტი ყურადღებით და ზრუნვით

ხშირად ახლობლების მხრიდან გვაკლია გრძნობების გამოვლინება და სიყვარული. ადამიანებს უხარიათ, როცა ისინი გრძნობებს არ მალავენ, მაგრამ თუ პარტნიორი გაღიზიანებული ან უკმაყოფილოა, თქვენ კი ცდილობთ არ მოაკლოთ ყურადღება და ზრუნვა, გააკეთეთ პაუზა და გაარკვიეთ რა არის მისი გაუცხოვების მიზეზი.

8. უმიზეზოდ ეჭვიანობს

მცირე რაოდენობით ეჭვიანობა - შესანიშნავი გრძნობაა. ურთიერთობების დასაწყისში ეს სასიამოვნოც არის, ეს ხომ ნიშნავს, რომ უყვარხართ. მაგრამ თუ წლების შემდეგ თქვენი პარტნიორი უმიზეზოდ გიწყობთ ეჭვიანობის სცენებს, იქნებ თავად აქვს თქვენს წინაშე დანაშაული?

9. ხშირად იგვიანებს სამსახურიდან

ხანდახან სამსახურში ბევრი საქმე ნამდვილად შეიძლება იყოს დაგვიანების მიზეზი. ხანდახან კი - სამსახურეობრივი რომანის ბანალური შეფარვა ან უბრალოდ პარტნიორთან არყოფნის სურვილი.

10. ნერვიულობს, როდესაც იღებენ მის ტელეფონს

ყველას არ მოსწონს, როცა ეხებიან მათ პირად ნივთებს. მაგრამ თუ თქვენ შემთხვევით აიღეთ პარტნიორის ტელეფონი, მისი რეაქცია კი ნეგატიური აღმოჩნდა, იქნებ მას აქვს რაღაც დასამალი?

 

Dainteresdit.Ge

ნანახია: 477 | დაამატა: Admin | ტეგები: რომ მამაკაცი გატყუებს, 10 ნიშანი იმისა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close