მთავარი » 2019 » იანვარი » 15 » 15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
2:26 PM
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად, ინფორმაციის მისაღებად და გადასამუშავებლად. საკუთარი შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ ავტორიტეტის ამაღლებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

კურო
შესანიშნავი დღეა სტუმრების მიღებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ - გაისეირნეთ პარკში ან საკუთარ აგარაკზე. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს: შესაძლოა, მათ ისეთი პრობლემები გაუჩნდეთ, რომლებიც თქვენს ჩარევას საჭიროებს.

 

ტყუპები
ერთგვარი ქაოსი და გაურკვევლობა თქვენგან მეტ მობილიზაციასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეცადეთ, ეჭვები მოიცილოთ და უფრო თავდაჯერებული გახდეთ. ერთი სიტყვით, მიზნისკენ იარეთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მათთან ერთად ცირკში ან თეატრში წახვიდეთ. სასიცოცხლო პოტენციალი საკმაოდ ამაღლებულია, თუმცა თქვენი ემოციურობა შეიძლება სამწუხარო გაუგებრობისა და ახლობელ ადამიანთან დაშორების მიზეზი გახდეს.

 

კირჩხიბი
უკიდურესად დაძაბული დღეა. მოსალოდნელია ცუდი ინფორმაცია, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ნებისმიერი უსიამოვნება მშვიდად მიიღოთ, რადგან მალე ყველაფერი შეიცვლება და თქვენი ცხოვრება კვლავ მშვიდი და უღრუბლო გახდება.

 

ლომი
ამ დღეს შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მარტო სეირნობას და შორ გზაზე მგზავრობას, რადგან მოსალოდნელია მტრობა, აგრესია და დევნა. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და კამათს, თუნდაც მეგობრებთან. ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოგიტანოთ.

 

ქალწული
სახელოვნებო პროფესიის ქალწულებს წარმატება ელით. კარგი დღეა უფროსის, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვისთვის. თქვენი აქტიურობა და კომუნიკაბელურობა მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. გამოიჩინეთ ინიციატივა და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ. ხელსაყრელი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის.

 

სასწორი
გამოღვიძებისა და გარდასახვის დღეა, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებისა და ახალი საქმის დაწყებისთვის უნდა გამოიყენოთ. თქვენი მომატებული სასიცოცხლო პოტენციალი გარშემომყოფებზე სასიკეთოდ აისახება. გირჩევთ, მიზნისკენ თამამად იაროთ. დღის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გელით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, წაიყვანეთ ცირკში ან თეატრში, ან უბრალოდ, ბუნებაში გაასეირნეთ.

 

მორიელი
შესაფერისი დღეა მოწყალების გამოჩენისა და მზრუნველობისთვის. ამ დღეს თქვენი დახმარება უამრავ ადამიანს სჭირდება: კოლეგებს, მეგობრებსა და ახლობლებს. სასარგებლოა გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ან ინტენსიური თერაპიის დაწყება. რეკომენდებულია, ლოცვები და მედიტაცია.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. გამორიცხული არაა, რომ ეს დღე მთლიანად პარტნიორს ან ოჯახს მიუძღვნათ. ჯანმრთელობის მხრივ, რთული და სახიფათო დღეა. შესაძლოა, გარემოებათა არასასურველი განვითარება თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახოს.

 

თხის რქა
სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ ნიშნულზეა, თუმცა უსიამოვნო ცნობა ან ჯანმრთელობის პრობლემები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან პრობლემები. ნუ აჩქარდებით, ცხოვრება თავად გიკარნახებთ სიტუაციიდან გამოსავალს. ერიდეთ ცხოველური წარმოშობის საკვებს. იყავით მშვიდად და წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

 

მერწყული
შესანიშნავი დღეა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მაღლდება. მოსალოდნელია წარმატება და გარშემომყოფთა კეთილგანწყობა. საყვარელი საქმე სიამოვნებასა და მოგებას მოგიტანთ.

 

თევზები
ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, თუმცა მაშინვე ნუ დასთანხმდებით, რადგან საბოლოოდ, ის მოგებას ვერ მოგიტანთ. კარგი იქნება თუ ამ დღეს სახლის გარეთ, წყლის სიახლოვეს გაატარებთ. საკუთარ სტიქიასთან სიახლოვე უდიდეს შვებას მოგიტანთ.

 

წყარო

ნანახია: 70 | დაამატა: Admin | ტეგები: 15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close