მთავარი » 2018 » ივლისი » 14 » 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
8:29 PM
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ამ დღეს თქვენთვის დამახასიათებელი იქნება სტაბილურობა, დისციპლინა და ემოციების კონტროლი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში ნათესავებთან სკანდალებსა და უთანხმოებას აგაცილებთ თავიდან. ოჯახური ჰარმონია თქვენს ხელშია, მთავარია მისი პირობები და თქვენი უზადო ქცევა.

 

კურო
მარტოხელა კუროები ახალ ურთიერთობას დაიწყებენ. სასიყვარულო რომანები არა მხოლოდ გრძნობების მორევში ჩაფლობას, არამედ, საბოლოოდ, ოჯახის შექმნას გულისხმობს. არ გაუშვათ ხელსაყრელი შანსი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან საცხოვრებლად გადახვიდეთ და მასთან ოჯახი შექმნათ.

 

ტყუპები
ეს დღე სიკეთესთან, გულისხმიერებასთან და დახმარებასთან ასოცირდება. ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად დახარჯოთ ფული, ისე, რომ არ ინანოთ. მიუხედავად სირთულეებისა, ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ ახლობელი ადამიანის დასახმარებლად.

 

კირჩხიბი
ამ დღეს კამათი მოგიწევთ და ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ. მშვიდი პერიოდი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გექნებათ. ხმაური და ეჭვიანობის სცენები თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ გონიერება და ყველაფერს იუმორით შეხედეთ.

 

ლომი
უძრავ ქონებასთან ან ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. სამაგიეროდ, ახალი გეგმები გაგიჩნდებათ, რომლებიც სასარგებლო საქმიან კონტაქტებს მოგიტანთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ პირად ცხოვრებაში გაგაღიზიანებთ პარტნიორის კაპრიზები, რომელიც ქედმაღლობაში დაგადანაშაულებთ. მასთან მოლაპარაკებას შეძლებთ, თუკი ჯანსაღ მსჯელობასა და ლოგიკას მიმართავთ.

 

ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახულობით არ გამოირჩევით, ცხოვრებაში შესაძლოა, ახალი გეგმები დასახოთ და წარმატებას მიაღწიოთ. საკუთარ ვალდებულებებს მარტივად გაუმკლავდებით. თანდათანობით, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევთ კარიერულ საფეხურზე. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოცდილება და ცოდნა დაიგროვოთ, შემდეგ კი გრანდიოზული გეგმების შედგენას შეუდგეთ.

 

სასწორი
ინტრიგები, შური, მოულოდნელი დაბრკოლებები თქვენს გეგმებს აბსოლუტურად შეცვლის. აუცილებლად დაგჭირდებათ მეგობრებისა და გავლენიანი ადამიანების დახმარება. გაატარეთ დღის გარკვეული ნაწილი ბუნებაში, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბნელ აზრებს და ცუდ ამინდს. დაწექით დასაძინებლად შედარებით ადრე, რათა კარგად გამოიძინოთ.

 

მორიელი
ამ დღეს გულუბრყვილობით გამოირჩევით და ადვილად შეძლებენ თქვენს მოტყუებას. ეს შეგრძნება არ გამოირიცხება პირად გრძნობებშიც. მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება თქვენთვის თხის რქებთან ურთიერთობა, რაც სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

 

მშვილდოსანი
პრობლემები, რომლებიც შესაძლოა, ამ დღეს წარმოგექმნათ, თქვენგან გაძლიერებულ თვითკონტროლს მოითხოვს. ძალიან მოუთმენელი ხართ და შედეგებს დაუყოვნებლივ ელოდებით. წარმატების მისაღწევად და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მოიმარაგეთ მოთმინება და შეზღუდეთ საკუთარი თავი სიამოვნების მიღებაში.

 

თხის რქა
არ გამოირიცხება, ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ჯერ აქტიური მოქმედებებისკენ გიბიძგოთ, შემდეგ კი სრულიად მოგადუნოთ. თუკი ინიციატივას გაუშვებთ ხელიდან, შესაძლოა, სხვისი წნეხის ქვეშ აღმოჩნდეთ.

 

მერწყული
თქვენი ავტორიტეტი პირდაპირ კავშირშია თქვენს განათლებასთან. ნაკლებად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწავლის პროცესში ხართ და სანაცნობო წრე ხშირად გეცვლებათ. შეეცადეთ, მუდმივად შეინარჩუნოთ მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები, მაგრამ კარიერული განვითარებისთვის ძირითადი აქცენტი მაღალი რანგის პარტნიორებზე გადაიტანეთ.

 

თევზები
ფიზიკურ აქტივობასა და ფსიქიკურ ენერგიაში სრული აფეთქება გელოდებათ. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, გადაღლილობაა. ეს დღე შესანიშნავია მშვიდ და ოჯახურ გარემოში სამუშაოდ. აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობას და ჩაიტარეთ გამოკვლევა პროფილაქტიკის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუჭის მდგომარეობას.

 

წყარო

ნანახია: 217 | დაამატა: Admin | ტეგები: 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close