მთავარი » 2018 » ივლისი » 15 » 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
8:18 PM
16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ვერძების უმეტესობა შინაგანი კონცენტრირებულობით გამოირჩევა. ამ დღეს ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, სამართლიანი და განსაკუთრებულად ლამაზი იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, გამონახოთ დრო და მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას. თუკი რომელიმე ორგანო შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

კურო
ოჯახურ ურთიერთობებში ვარსკვლავები მხარდაჭერას გპირდებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა, უკეთესობა იგრძნოთ. იყავით თავშეკავებული - გრძნობების ზედმეტად გამოხატვის მანერა თქვენს რჩეულს დააფრთხობს.

 

ტყუპები
ოჯახურ ურთიერთობებში კონფლიქტი გელოდებათ. ახლობლები მზადყოფნაში იქნებიან, რადგან მათ შესანიშნავად იციან თქვენი მძიმე ხასიათი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ურთიერთგაგება ოჯახში პირველ რიგში თქვენზეა დამოკიდებული.

 

კირჩხიბი
ამ დღეს გეგმების, იდეების შეცვლა მოგიწევთ. არ გამოირიცხება სამუშაო საქმეების რეორგანიზაცია. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მოგიწევთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი იმისთვის, რომ ვარჯიშის დახმარებით კუნთები გაიძლიეროთ. თუკი თავიდან თავს უცნაურად იგრძნობთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თქვენი ძალისხმევის შედეგი აუცილებლად გაგაკვირვებთ.

 

ლომი
ეს დღე არ არის შესაფერისი გეგმების სწრაფად და ეფექტურად შესრულებისთვის. დიდია კონფლიქტების, გაუგებრობისა და უთანხმოების ალბათობა მეორე ნახევართან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან. ეს ცუდი პერიოდია საღამოს სეირნობისთვის და ნებისმიერი მოგზაურობისთვის. ვარსკვლავები თავშეკავებისა და სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ.

 

სასწორი
სამსახურში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, ნებისმიერ სიტუაციაში მოერიდოთ საფრთხეებს: ჭრილობებს, ტრავმებსა და მოულოდნელ აგრესიებს.

 

მორიელი
მეუღლესთან ურთიერთობა ჩიხში შევა. გაგიჭირდებათ მისი გაგება. მზად ხართ, დაკარგოთ ინტერესი წესრიგისა და საოჯახო საქმეების მიმართ. თუმცა, თქვენს ურთიერთობაში რკინის ფაქტორად რჩებოდა და დარჩება საერთო ინტერესები, რომლებსაც ეფუძნება თქვენი სიყვარული. რაც ნიშნავს, რომ ყველა სირთულეს გადალახავთ.

 

მშვილდოსანი
თქვენს მეორე ნახევარს მარტოობაში მოუწევს საოჯახო და ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება. ასევე, ნათესავებთან საქმეების მოგვარება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიუშვათ საქმეები თვითნებაზე.

 

თხის რქა
ნებისმიერი ფინანსური მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდება. უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე შეიძენთ. ყველაზე კარგია, შეხედოთ ჰორიზონტს და დაწეროთ პროგრამა მაქსიმუმი.

 

მერწყული
ადამიანებზე და სოციალურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენთ. საგარეო საქმეებში წარმატება გელოდებათ. მიიღეთ შეთავაზება მივლინებისა და მოგზაურობის შესახებ. შეგიძლიათ საოჯახო დასვენებაც დაგეგმოთ.

 

თევზები
ამ დღეს ცვალებადი ხასიათით გამოირჩევით. საკუთარ საქმიანობაში ორიენტირებას დაკარგავთ. უმჯობესია, ფინანსური საკითხების გადაწყვეტაზე უარი თქვათ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას და შეეცადეთ, ადრე დაწვეთ დასაძინებლად. გამოიჩინეთ სიფრთხილე ცივი წყლისა და გამაგრილებელი სასმელების მიღების დროს.

 

წყარო

ნანახია: 231 | დაამატა: Admin | ტეგები: 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close