მთავარი » 2018 » ივლისი » 16 » 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
10:53 PM
17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
თავს უცნაურად იგრძნობთ. შესაძლოა, შექმნილმა სიტუაციებმა დაგაბნიოთ და გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლოთ. იძულებული იქნებით, უინტერესო საუბრები წარმართოთ და თქვენთვის არასაჭირო ადამიანებთან იურთიერთოთ. ბევრის მოთმენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიპლომატიას მიმართოთ და ტაქტიანად მოიქცეთ.

 

კურო
სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზი მოგიმზადოთ და შედეგმა გაგაოცოთ. დროთა განმავლობაში ამ საჩუქარს დააფასებთ. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საყვარელი ადამიანის მზრუნველობას თქვენ მიმართ.

 

ტყუპები
გარეგნული ეფექტებითა და ლამაზი საუბრით მარტივად მოიხიბლებით. სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანი იმედებს გაგიცრუებთ. შესაძლოა, თქვენი მისამართით პრეტენზიებიც კი მოისმინოთ და აგრესია იგრძნოთ. თქვენ არ გყოფნით სტაბილურობა და მზად ხართ, უარი თქვათ სიყვარულზე (თქვენი ურთიერთობების განვითარების სტადიის მიუხედავად) სხვა რამის გამო.

 

კირჩხიბი
ამ პერიოდში, უდავოდ, გელოდებათ კეთილდღეობა. პირად ცხოვრებაში, ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. მთავარია, სწორად ჩამოყალიბდეთ და ბედისწერისგან ბოძებული შანსით ისარგებლოთ.

 

ლომი
ამ დღეს ბედისწერა ისეთ ადამიანებს შეგახვედრებთ, რომლებიც ძალიან გაგაღიზიანებენ. დღის ბოლოს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. ურთიერთობისა და გართობის სურვილი გაგიჩნდებათ. თუკი ვინმეს უმოქმედობა და რუტინა გაგაღიზიანებთ, გამონახეთ ადგილი განმარტოებისთვის და პირადი საქმეებით დაკავდით.

 

ქალწული
გადაწყვეტილებებს ადვილად მიიღებთ და ემოციურადაც გაძლიერდებით. თუკი ჯანმრთელობის მხრივ რამე გაწუხებთ, ამ დღეს თავს უკეთ იგრძნობთ. თქვენი საქმეები გამოსწორებისკენ მიდის. ისარგებლეთ ამ შანსით, მიხედეთ ჯანმრთელობას და ნაკლებად იწუწუნეთ. ოპტიმისტები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე პესიმისტები.

 

სასწორი

სამსახურში დატვირთული დღე გელოდებათ. ძალების უკმარისობას იგრძნობთ. საქმეების შესრულებაში სიზარმაცეც შეგიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არ გამოირიცხება თქვენთვის ძვირფასი ნივთი დაკარგოთ, რაც ძალიან გაგანაწყენებთ. ნუ აყვებით საკუთარ სურვილებს და მოერიდეთ აზარტულ თამაშებში მონაწილეობას.

 

მორიელი
ამ დღეს სხვადასხვა ტიპის მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩნდებით - დაწყებული კონფლიქტებით დასრულებული სრული აფეთქებით. ვარსკვლავები გირჩევენ, დაოჯახებაზე ჯერ არ იფიქროთ. და არც დაორსულებისთვისაა შესაფერისი ეს პერიოდი.

 

მშვილდოსანი
თქვენს ნათელ და კაშკაშა გრძნობებს ამ დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო გაახალისებს. შესაძლოა, საოცნებო პოზიციაზე აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო თავდაჯერებული, რათა დამოუკიდებლობას მიაღწიოთ. სითამამეში არის რაღაც მაგიური. დაიწყეთ მოქმედება დაუყოვნებლივ.

 

თხის რქა
ამ დღეს, შესაძლოა, წნევამ შეგაწუხოთ. წარმატებას მხოლოდ წარსულში მიღებულ მიღწევებს თუ მიაწერთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი მონდომებით შეეცადოთ და კოლექტივსა და საზოგადოებაში ავტორიტეტი აიმაღლოთ.

 

მერწყული
ეს დღე ფულის ხარჯვასა და შინაგან აგრესიას უკავშირდება. გაუფრთხილებლობის გამო, შესაძლოა, ნეგატიური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში (მეტრო, მიწისქვეშა გადასასვლელი). გაუფრთხილდით ჩანთას, საფულესა და დოკუმენტებს. საღამოს საათებში კი სახლიდან გასვლას მოერიდეთ.

 

თევზები
თევზებსა და მის რჩეულს შორის გაჩენილი ემოცია მათ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ვარსკვლავები გირჩევენ, პირველ რიგში, საკუთარი თავით იყოთ კმაყოფილი. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ბევრის გაღება.

 

წყარო

ნანახია: 191 | დაამატა: Admin | ტეგები: 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close