მთავარი » 2018 » ივლისი » 17 » 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
9:23 PM
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ეს დღე სიფრთხილესთან, დათმობასთან და სიმხდალესთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით საკმაოდ თავდაჯერებული და ძლიერი ხართ, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომელშიც სიმხდალეს გამოიჩენთ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში და ნუ იწუწუნებთ გარშემომყოფებთან ნებისმიერ ტკივილსა თუ უსიამოვნებაზე.

კურო
ამ დღეს თქვენს სახლში ჰარმონია და სითბო გამეფდება. თუმცა, შინაგანად, შესაძლოა, მაინც აგრესიულად იგრძნოთ თავი. მთელი ძალით შეეცადეთ, იყოთ თავშეკავებული და დაივიწყოთ მცირედი წყენა. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ სტრესებს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფების გამაღიზიანებელ ქმედებებს. მოდუნდით და კარგად გამოიძინეთ.

ტყუპები
მგზნებარე ვნებები მოგაწვებათ. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები: გაჩნდება ახალი გატაცება და არ გამოირიცხება ძველი კავშირების რეანიმაცია. პირად ცხოვრებაში დროა, განსაზღვროთ საკუთარი როლი და მოვალეობები. გადააფასეთ ღირებულებები.

კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ძველ კავშირებსა და ურთიერთობას აზრი არ აქვს. გაიჩენთ ახალ ნაცნობებსა და ნათესავებს. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ ძალისხმევა ოჯახური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

ლომი
ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით, რადგან სასიამოვნო საქმეებზე მუშაობის ნაცვლად, იძულებული იქნებით, ოჯახში დაკისრებული მოვალეობები შეასრულოთ. გარდა ამისა, გარკვეული შეზღუდვების გამო ოპტიმისტური განწყობა ვერ გექნებათ. დაფიქრდით, როგორ გააუმჯობესოთ სიტუაცია. თუკი თავში არანაირი აზრი არ მოგდით, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ჰკითხეთ ნაცნობებს და ნათესავებს, როგორ მოიქცეთ.

ქალწული
ამ დღეს საკუთარ დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმსა და ნიჭს საუკეთესოდ წარმოაჩენთ. კაშკაშა შთაბეჭდილებების ძიებაში არ დაივიწყოთ მეგობრები და ახლობელი ადამიანები. აიყოლიეთ ისინიც საინტერესო მოვლენების გზაზე. ეს სიახლეების შეცნობაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ელოდეთ ტყუილს, ილუზიასა და იმედგაცრუებას. შესაძლოა, პრობლემებიდან გაქცევა სცადოთ. თუკი მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, არ ინერვიულოთ. შეეცადეთ, არავისთან იკამათოთ, განსაკუთრებით კი ქალებთან.

მორიელი
ზღვარის გადალახვის მცდელობა თქვენს ოჯახურ ურთიერთობას კატასტროფულ შედეგს მოუტანს. მათ, ვინც არ ეჯაჭვება ადამიანებს და მუდმივად მზად არის ექსპერიმენტებისთვის, ვარსკვლავები ურჩევენ: ცხოვრებაში არსებობს ხელშეუხებელი თემები და, სხვათა შორის, მოვლენებიც.

მშვილდოსანი
პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობები წარსულს ჩაბარდება. თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს, რაც გაასუფთავებს თქვენს აურას. მოერიდეთ ახალი პრობლემების შექმნას. ეს პერიოდი პასუხისმგებლობით და გააზრებულად უნდა გაატაროთ.

თხის რქა
ეს დღე ვნებათაღელვას უკავშირდება. გონიერ თხის რქებს მუცელში „პეპლები აუთამაშდებათ“ და მათი გული ყვავილივით გაიშლება. საპასუხოდაც სიყვარულის მისაღებად მზად ხართ, ყველაფერზე წახვიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გასცდეთ ჩარჩოებს და არ მისცეთ ვნებებს იმის დამსხვრევის საშუალება, რაც უკვე შექმენით.

მერწყული
თქვენი სახლი სითბოთი და სიყვარულით აივსება. ასევე, გელოდებათ ცვლილებები, რომელთა ინიციატორი თქვენ იქნებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ისრები მეუღლისკენ იქნება მიმართული. ისე როგორც არასდროს დაინტერესდებით მისი პატივისცემითა და მხარდაჭერით. ახლობელი ადამიანების კეთილდღეობისთვის მზად ხართ, ნებისმიერი რამ შეასრულოთ, ყველაზე რთული დავალებაც კი. საპასუხოდ მეუღლეც თქვენდამი წარმოუდგენელ გულისხმიერებას გამოიჩენს და თქვენს ნებისმიერ კაპრიზს შეასრულებს.

თევზები
ეს დღე არ არის მიზანშეწონილი საპასუხისმგებლო საქმეების დასაგეგმად. არ გამოირიცხება კონფლიქტები შემთხვევით ნაცნობებთან ან უცხოელ პარტნიორებთან. ეს ნერვიულობა კი შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობასა და ფინანსებზე აისახოს. ვარსკვლავები გირჩევენ, უსიამოვნებებს მოერიდოთ.

 

წყარო

ნანახია: 168 | დაამატა: Admin | ტეგები: 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close