მთავარი » 2018 » ივნისი » 18 » 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
8:16 PM
19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ამ დღეს სასურველია, გარემო შეიცვალოთ. გართობა და დამშვიდება თქვენს ფანტაზიას კიდევ უფრო განავითარებს. ახალი მეგობრები დაგეხმარებიან ახალი პერსპექტივებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

 

კურო
პროფესიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს და დოკუმენტებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. სიფრთხილე ყოველ ნაბიჯზე გმართებთ, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.

 

ტყუპები
ამ დღეს გეგმებს დაისახავთ. მომავლის გეგმების შედგენით საკუთარ ოჯახური ბედნიერებას საძირკველს უქმნით. მოგზაურობა, ნიშნობა, პირადი კონტაქტები, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები და თანამშრომლებთან ერთად დასვენება კმაყოფილების გრძნობით აგავსებთ.

 

კირჩხიბი
საინტერესო ნაცნობობა გელით. რომანი სწრაფად განვითარდება, თუმცა, სამწუხაროდ, სწრაფადვე დასრულდება. თუ დღეს ერთმანეთს სიყვარულსა და ალერსს ჩუქნით, ხვალ წყენა და იმედგაცრუება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთოკოთ და აკონტროლოთ საკუთარი ემოციები.

 

ლომი 
განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ, რომ იოცნებოთ და იფიქროთ, ღირს თუ არა ცხოვრების ამ ეტაპის დასრულება. ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ. თუკი დღის პირველ ნახევარში სახლში იქნებით, ეცადეთ, საღამოს სასიამოვნო ადგილები მოინახულოთ.

 

ქალწული
ვარსკვლავები არ გირჩევენ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას. ეცადეთ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები არ გაასაჯაროოთ. საერთოდ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. ეს პროცესი თქვენს ორგანიზმს ფაქიზი ენერგიით აავსებს.

 

სასწორი
თუკი არ გსურთ, ინფექციური დაავადებები დაგემუქროთ, მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები არ გამოირიცხება. ცხოვრების სხვა სფეროებში ცვლილებები არ შეინიშნება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდეთ და ნაკლებად იაქტიუროთ.

 

მორიელი
ამ დღეს რომანტიკული განწყობა შეგექმნებათ. მოუწყვეთ თქვენს რჩეულს დაუვიწყარი საღამო უგემრიელესი ვახშმით სურნელოვანი სანთლების ფონზე და არ დაიშუროთ მისთვის თბილი სიტყვები. მისი გაოგნებული რეაქცია დიდხანს არ დაგავიწყდებათ და ეს საღამო თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

 

მშვილდოსანი
გაღვიძებისთანავე არ დაგავიწყდეთ დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება - ეს პროცედურები სიფხიზლის შენარჩუნებაში და კარგი განწყობის მიღებაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა, ბუნებაში დასვენება, ახალი ნაცნობობა და შთაბეჭდილებები - ეს ყველაფერი დადებითად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.

 

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდი ყურადღება დაუთმოთ, თუმცა დაავადებებზე ზედმეტი ფიქრი და ემოციების აყოლა საჭირო არ არის. შეატყობინეთ ექიმს, რა გაწუხებთ და არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ მკურნალობის ხალხურ მეთოდებს.

 

მერწყული
სამწუხაროდ, ამ დღეს თქვენი რომანტიკული ცხოვრება არცთუ ისე მდიდარი იქნება თავგადასავლებითა და მოულოდნელი შეხვედრებით. ახალი ნაცნობობა აღგაფრთოვანებთ, თუმცა, მიხვდებით, რომ რომანტიკულ ურთიერთობამდე ჯერ ბევრი ეტაპი გაქვთ გასავლელი.

 

თევზები
თუკი მფარველის, სპონსორის ან დამცველის ძიებაში ხართ, ასეთ ადამიანს ნამდვილად შეხვდებით. შესაძლოა, წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწიოთ, თუმცა, იმდენად სასიამოვნო შედეგი გელოდებათ, რომ ამ დაბრკოლებებს ძალიან მალე დაივიწყებთ.

 

წყარო

ნანახია: 261 | დაამატა: Admin | ტეგები: astrologia, zodiaqo, 19 ivnisis astrologiuri prognozi, 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close