მთავარი » 2018 » ივნისი » 21 » 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
3:46 PM
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ამ დღეს იგრძნობთ, რომ ბედნიერება ძალიან ახლოს დგას თქვენთან. ვარსკვლავები ბევრ კონტაქტს, ინფორმაციის დაგროვებასა და ვაჭრობას გირჩევენ. ვერძების უმეტესობის მიზანი იქნება, სხვებისთვის სამაგალითოები გახდნენ. მოუსმინეთ მუსიკას, ისეირნეთ ბუნებაში და იოცნებეთ. იმოგზაურეთ, შეიცანით სამყარო. თქვენთვის აუცილებელია საკუთარი დანაპირების შესრულება.

 

კურო
მზად იყავით ეჭვიანობისთვის და ურთიერთობის ზედმეტად ემოციურად გარკვევისთვის. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან სერიოზული უთანხმოება გელოდებათ. ნუ მიაქცევთ სერიოზულ ყურადღებას მის გამონათქვამებს - ის ძალიან მალე ინანებს თავის საქციელს და თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდება.

 

ტყუპები
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო დასვენებისთვის შედგენილ გეგმებს ახალი იდეებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაამყარებთ. რატომაც არ უნდა დაისვენოთ? ვარსკვლავები გირჩევენ, იმოგზაუროთ ან თუნდაც შემეცნებით ექსკურსიაზე წახვიდეთ.

 

კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებს, რომლებიც მეორე ნახევრის ძიებაში არიან, რადგან რამდენიმე ხნის წინ დაასრულეს შეყვარებულთან ურთიერთობა, ვარსკვლავები კარგ დღეს უწინასწარმეტყველებენ: მენდელსონის მარში, რომელიც თქვენთვის შესრულდება, ხანგრძლივ ქორწინებას გპირდებათ. ის, ვინც საკუთარ თავსა და საკუთარ არჩევანში დარწმუნებული არ არის, ვარსკვლავები ურჩევენ, გრძნობები გადაამოწმონ.

 

ლომი
ეს დღე შესანიშნავია გულწრფელი და გულახდილი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ბავშვებთან. აღზრდის საკითხში შექმნილი პრობლემები სამუდამოდ გაქრება. იამაყებთ თქვენი ოჯახით, ხოლო თქვენი შვილები გაგიფრთხილდებიან. სასიყვარულო ურთიერთობები პირად ცხოვრებაში მრავალფეროვნებას მოგიტანთ. გქონდეთ მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი ნებისმიერ რთულ სიტუაციაში.

 

ქალწული
ამ დღეს ჯიუტი იქნებით და ცოტა გამაღიზიანებელიც, მაგრამ მზად იქნებით, უანგაროდ ემსახუროთ სხვებს და დახმარება გაუწიოთ. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გარშემომყოფების მიმართ. საქმეში გაურკვევლობის შემთხვევაში, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

 

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია, ნდობა და კეთილგანწყობა დადებითად აისახება თქვენს სულიერ კომფორტზე. თუკი გსურთ, საკუთარ თავსა და სხვებს სიხარული მიანიჭოთ, შეეცადეთ, მეტი გასცეთ, ვიდრე იღებთ.

 

მორიელი
თქვენ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება მავნე ჩვევები, რომლებიც, თქვენი აზრით, პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სხვა, უფრო ძლიერი იარაღიც გაქვთ - იუმორის გრძნობა. არ დაკარგოთ ის ნებისმიერ რთულ სიტუაციაში და იყავით ჯანმრთელი!

 

მშვილდოსანი
ძველი მეგობრები და ძველი სიყვარული მოულოდნელად დაგიბრუნდებათ და კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. სასიყვარულო გატაცების დროს მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობაზე ორიენტირდით.

 

თხის რქა
ამ დღეს ფინანსური საკითხებისა და უძრავი ქონების მოგვარებით დაკავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე უამრავ საქმეს. თავს გაუფრთხილდით.

 

მერწყული
ეს დღე შესანიშნავია საოჯახო ნივთების შესაძენად და ოჯახის წევრებთან საურთიერთოდ. სამსახურში მეგობრები თითქმის თქვენი ოჯახის წევრები არიან. ასე რომ, შეგიძლიათ, მათთანაც გულახდილი და თავისუფალი იყო. გააღეთ სახლის კარი ნებისმიერი სტუმრისთვის, რადგან ეს პერიოდი არ არის შესაბამისი განმარტოებისა და მშვიდი დასვენებისთვის.

 

თევზები
ამ დღეს გამოყოფთ ენერგიას და მაგნიტურ ძალას დაეუფლებით. ინტიმური შეხვედრა არ აღგაფრთოვანებთ. გაცნობიერებულად უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგალითად, თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას, შეცვალოთ სამსახურის მიმართ და კონკრეტული ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები. სურვილის შემთხვევაში მოსაწყენი კავშირების გაწყვეტასაც შეძლებთ.

 

წყარო

ნანახია: 323 | დაამატა: Admin | ტეგები: 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close