მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 23 » 23-29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
11:08 PM
23-29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ეს კვირა ბევრ ნიშანს მოუტანს წარმატებას. მთავარია, კეთილი საქმეები გულით აკეთოთ და არა - მოვალეობის მოხდის მიზნით...

 

ვერძი
ვერძები სახლის გარეთ ბევრ დროს გაატარებენ. არა მხოლოდ სამსახურის საქმეების კეთება, არამედ ახლობელი ადამიანის პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. შეიძლება, თქვენს ახლობელ ადამიანს კანონთან პრობლემები შეექმნას და იძულებული გახდეთ, ყველა საჭირო კონტაქტი თუ რესურსი გამოიყენოთ. ამ საკითხს წარმატებით დაასრულებთ, რისთვისაც მთელი ოჯახი მადლობას გადაგიხდით. ასევე, თქვენი მადლიერი იქნება ახალი კოლეგა, რომელსაც სამუშაო პროცესში საჭირო რეკომენდაციებს მისცემთ.

 

კურო
ამ კვირაში განსაკუთრებით იმპულსური იქნებით, რაც სამუშაო პროცესში ხელს შეგიშლით. არ დაგავიწყდეთ, რამდენად სახიფათოა წყობიდან გამოსვლა იმ მომენტში, როდესაც თქვენზე ბევრი პროექტია დამოკიდებული. საბოლოოდ, თქვენთვის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი დავალება საკუთარი ემოციების მუდმივი კონტროლი იქნება. თუკი ამას შეძლებთ, მომდევნო კვირა წარმატებით ჩაივლის. კვირის ბოლოს დიდი სიხარული გელოდებათ - დიდი ხნის უნახავ ბავშვობის მეგობარს შეხვდებით.

 

ტყუპები
თქვენთვის ეს კვირა ჰარმონიულად ჩაივლის. პრობლემები ცხოვრების არცერთ სფეროში არ გელოდებათ, წვრილმან სირთულეებს ღიმილით გაუმკლავდებით. სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები შეინიშნება, თუკი ახალი სასიყვარულო რომანის დაწყებას ფიქრობთ, უმჯობესია, რამდენიმე ხნით გადადოთ, რადგან თქვენი სიმპათია სერიოზული ურთიერთობებისთვის ამ ეტაპზე მზად არის. ის კონცენტრირებული იქნება მხოლოდ კარიერულ საქმეებზე და საჭირო დროს ვერ დაგითმობთ.

 

კირჩხიბი
კარიერაში უდიდესი წარმატება გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ენთუზიაზმით შეუდგეთ სამუშაოს. თქვენს ბოსს დასჭირდება რესპექტაბელური თანამშრომელი, რათა პოტენციურ პარტნიორთან საკუთარი ინტერესები წარმოაჩინოს. ყველანაირი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ ამ პრესტიჟულ როლს მოერგოთ, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა. თუკი მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებთ, სამსახურში დაგაწინაურებენ.

 

ლომი
კარგი იქნება, თუკი მომდევნო კვირის განმავლობაში სიზარმაცესა და ცნობისმოყვარეობას თავს დააღწევთ. ეს თვისებები სამსახურშიც ხელს შეგიშლით და ოჯახურ ურთიერთობებშიც ზიანს მოგიტანთ. როგორც კი კვლავ მოისურვებთ თავზე გვირგვინის დადგმას, დაფიქრდით, რამდენად სასიამოვნოა თქვენი ახლობლებისთვის მეფესთან (დედოფალთან) ურთიერთობა. ამიტომ, შეეცადეთ, საკუთარი ბრწყინვალების დემონსტრირება არ მოახდინოთ. მით უმეტეს, რომ ამ კვირაში ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით სირთულეები გელოდებათ და იმ ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ, რომელთაც მსახურებივით ეპყრობოდით.

 

ქალწული
მომდევნო კვირაში მოულოდნელობები არ გელოდებათ. ოჯახში საკუთარი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ განაგრძობთ ან ახალი რომანის ძიებას შეუდგებით (თუკი სულ ახლახან თქვით უარი მარტოობაზე). ყველაზე შთამბეჭდავი თქვენთვის ახალი თანამშრომლის გაცნობა იქნება. ეს სიცოცხლით სავსე ადამიანი არა მხოლოდ თავისი ცოდნით მოგხიბლავთ, არამედ თავისი პიროვნებითაც. არ გამოირიცხება, რომ მასთან დრო სამსახურის შემდგომაც გაატაროთ.

 

სასწორი
სასწორები ამ კვირას შემოქმედებითი პროექტით დაკავდებიან. თუკი შვილი უკვე გყავთ, მასთან ერთად დავალებებს შეასრულებთ ფერწერაში, მუსიკაში ან ლიტერატურაში, თან გაიხსენებთ, რომ ბავშვობაში სწორედ ამ პროფესიებზე ოცნებობდით. თქვენს ბავშვურ ოცნებას გააცოცხლებთ კიდეც და თავისუფალ დროს დაუთმობთ. სხვა საქმე უახლოეს დღეებში დაგავიწყდებათ, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ეს პრობლემებს ოდნავადაც არ შეგიქმნით.

 

მორიელი
მორიელებო, მომდევნო კვირაში საკუთარი ღირებულებების გადაფასება მოგიწევთ. მოულოდნელად იმედი ხელიდან გამოგეცლებათ, რომელიც რაღაც ნივთის შეძენას ან სხვა მატერიალურ ინტერესს უკავშირდება. შესაძლოა, განიცადოთ, თუმცა მალევე აღიარებთ, რომ მატერიალური ღირებულებები ცხოვრებაში მთავარი არ არის. ამ ახალი ფილოსოფიით პესიმისტურ განწყობას მალევე მოერევით.

 

მშვილდოსანი
კვირის დღეებს მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადებას დაუთმობთ. თქვენ არა მხოლოდ შესაფერისი ტანისამოსის, არამედ საჩუქრის შერჩევაც მოგიწევთ იმ ადამიანისთვის, ვინც ამ მდიდრულ წვეულებას აწყობს. პარალელურად, პროფესიული მოვალეობის შესრულებას განაგრძობთ და კვირის ბოლოს ხელმძღვანელობისგან შექებას დაიმსახურებთ. კვირის ბოლოს წვეულებაზე გატარებული დრო თქვენთვის ერთდროულად სასიამოვნოც იქნება და დამღლელიც. ღონისძიება გაგახალისებთ, მაგრამ დამსწრე საზოგადოების ზედმეტი ყურადღება მომაბეზრებელი აღმოჩნდება.

 

თხის რქა
თხის რქებისთვის ეს პერიოდი საოცრად წარმატებულია კარიერული წინსვლის თვალსაზრისით. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ სანაცვლოდ თანამშრომლებთან დაპირისპირება მოგიწევთ, რასაც კოლეგები არ გაპატიებენ და მათთან ურთიერთობა საკმაოდ დაგეძაბებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ კოლეგების უმეტესობა ზურგსუკან არაპროფესიონალიზმში დაგადანაშაულებთ და ეს ამბავი ხელმძღვანელობამდე მივა. ნუ აჰყვებით ჭორებს, უმჯობესია, არ შეიმჩნიოთ.

 

მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ პრობლემებს, რომლებიც საყვარელ ადამიანთან წარმოგექმნებათ. თუკი მოულოდნელად შენიშნავთ, რომ თქვენი პარტნიორი ზედმეტად ჩაფიქრებულია, შეეცადეთ, გაიგოთ, რა აწუხებს მას. დიდი ალბათობით, ამ პრობლემების გადასალახად უახლოესი გეგმების კარდინალურად შეცვლა მოგიწევთ. ამ სიკეთეს კი თქვენი რჩეული არასდროს დაგივიწყებთ.

 

თევზები
მთელ კვირას ამაღლებული გაწყობით გაატარებთ. შესაძლოა, პატარა ბავშვს დაემსგავსოთ, რომელსაც ყველაფერი უხარია, რაც გარშემო ხდება და პრობლემებზე არ ფიქრობს. სხვათა შორის, თქვენი პრობლემების ნაწილი თავისთავად მოგვარდება. ასეთი აღტყინების მიუხედავად, სამსახურებრივ საქმეებს არ დაივიწყებთ და მათ იდეალურად შეასრულებთ. ერთადერთი, რასაც თქვენი „სიგიჟეები“ დააზარალებს, თქვენის სასიყვარულო ურთიერთობებია. თქვენს მეორე ნახევარს თქვენი კეკლუცობა არ მოეწონება.

 

FunTime.Ge

ნანახია: 463 | დაამატა: Admin | ტეგები: 23-29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close