მთავარი » 2018 » ივლისი » 11 » 27 აგვისტომდე რეტროგრადული მარსი იქნება - რას უნდა ველოდოთ?
რეკლამა

11:19 PM
27 აგვისტომდე რეტროგრადული მარსი იქნება - რას უნდა ველოდოთ?

მარსი ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლანეტაა, რომელიც ენერგიას, ძალას, მისწრაფებას, ინიციატივას იძლევა. ის 2018 წლის 26 ივნისიდან 27 აგვისტომდე რეტროგრადული იქნება. რას ნიშნავს ეს და რა ხდება ამ დროს?

 

 

რა არის პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა?

 

ეს დედამიწის მიმართ მისი უკუსვლაა. ეს ეფექტი იმის გამო ხდება, რომ დედამიწასთან მიმართებით სიჩქარის სხვადასხვაობის გამო პლანეტა მიმართულებას იცვლის. ანუ დედამიწიდან თუ შევხედავთ, მარსი უკან იმოძრავებს და დედამიწა, რაღაც გაგებით, მას გადაასწრებს.

 

რა ხდება რეტროგრადული მარსის დროს?

 

ამ პერიოდში ძნელი იქნება რაიმეს მიღწევა, აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, ენერგიის ნაკლებობის გამო წინსვლა გაგვიჭირდება. მარსის რეტროგრადულობის დროს ჩვენი ძალა და ენერგია შიგნით იქნება მიმართული. ეს ჩვენს ცხოვრებას შეანელებს და რაიმე ახლის დაწყება ძნელი იქნება.

 

26 ივნისიდან მთელი 5 პლანეტა იქნება რეტროგრადული: სატურნი, ნეპტუნი, იუპიტერი, პლუტონი და მარსი. ხოლო 26 ივნისიდან 19 აგვისტომდე რეტროგრადული გახდება, ასევე, მერკური. ამას გარდა, ამ ზაფხულს 3 მნიშვნელოვანი დაბნელება გველოდება.

 

რეტროგრადული მარსის გავლენა განსაკუთრებით ვერძებზე, მორიელებზე, მერწყულებსა და თხის რქებზე იმოქმედებს. თუმცა ცვლილებები ზოდიაქოს სხვა ნიშნებსაც მეტ-ნაკლებად შეეხებათ.

 

ეს საკმაოდ დაძაბული პერიოდი იქნება, რომლის დროსაც ძველი გადაუჭრელი პრობლემები შემოგიბრუნდებათ, იქნება დაყოვნებები, ჩიხები, კონფლიქტები.

 

რისი გაკეთება არ შეიძლება რეტროგრადული მარსის დროს?

 


  • არ შეიძლება ინიციატივის აღება, ახალი საქმეების დაწყება, ფირმის რეგისტრირება, რაიმეს ორგანიზება.

  • არაა რეკომენდებული ოპერაციების გაკეთება, იარაღის ხმარება, რისკის გაწევა და შეჯიბრების მოწყობა.

  • არ ღირს მოძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ხელსაწყოებისა და ა.შ  შეძენა.

  • არ შეიძლება კამათში, დებატებში ჩაბმა, სარჩელის შეტანა.

  • არაა რეკომენდებული სამუშაოს შეცვლა, მშენებლობის, რემონტის დაწყება და შორეული მგზავრობა.

  • არ შეიძლება გარისკვა.

  • ცუდი დროა, პირველი სექსუალური მცდელობისა და არშიყობისთვის.


  •  

 

რეტროგრადული მარსის პერიოდის ადვილად გადატანა

 


  • მთავარია, შევანელოთ ქმედებები და არ გამოვიჩინოთ ინიციატივა. ამ პერიოდში უფრო გაწონასწორებული, მშვიდი და ყურადღებიანი უნდა ვიყოთ.

  • უნდა მოვთოკოთ მრისხანება და უარყოფითი გრძნობები, ვინაიდან ბევრი პრობლემისა და სიძნელის გამო ისინი აუცილებლად წარმოიქმნება.

  • უნდა ყველანაირად ვერიდოთ კონფლიქტებსა და კამათს, ვინაიდან ისინი ძლიერ მწვავე და ხანგრძლივი იქნება.

  • განსაკუთრებით ინიციატივიანი და შემოქმედებითი ბუნების ადამიანებს გაუჭირდებათ.

  • ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დიდი დატვირთვების აცილება და სპორტის სახიფათო სახეობებით ნაკლებად გატაცება. რეტროგრადული მარსის დროს ხშირია ტრავმები, ავარიები და ნერვული აშლილობები. უნდა გავუფრთხილდეთ როგორც სხეულს, ისე ფსიქიკას, არსად არ უნდა ვიჩქაროთ, არ ავიღოთ დიდი დატვირთვები.


  •  

 

რას გვაძლევს რეტრო მარსის პერიოდი?

 


  • ამ დროს შეგვიძლია გადადებულ საქმეებს დავუბრუნდეთ, შევეცადოთ, კვლავ ავამოქმედოთ მოკლევადიანი  პატარა პროექტები, რომლებიც ადრე არ გამოგვდიოდა და უკვე დაწყებული საქმეებით დავკავდეთ.

  • რეტრო მარსი ჩვენს ყურადღებას წარსულზე გადაიტანს. წარსულიდან ხალხი დაბრუნდება, ძველი წინადადებები, მომხიბლავი იდეები. მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მარსის დირექტიული პერიოდისთვის გადავდოთ. ახლა მოტყუების დიდი რისკია.

  • შეგვიძლია დიდი ხნის წინათ არჩეული მიზნებისკენ სიარული, საქმეების დასრულება და უკვე დაწყებული საკითხების დახურვა.

  • შეიძლება სპორტის მშვიდი სახეობებით დაკავება: სიარული, ცურვა, იოგა. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და შინაგან სიმშვიდეს. უნდა დავაწყნაროთ და შევანელოთ ჩვენი რიტმი. ეს პასიური პერიოდი უნდა მივიღოთ, როგორც გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

  •  მეტი დაისვენეთ, საქმეები აკეთეთ ნელა, რაციონალურად გამოიყენეთ ენერგია.

  •  უნდა ვისწავლოთ მოცდა, ვეძებოთ შთაგონება, ვიყოთ ჰარმონიაში, შევიგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე და რაც მთავარია, ვენდოთ საკუთარ ცხოვრებას.

 

წყარო

ნანახია: 34 | დაამატა: Admin | ტეგები: 27 აგვისტომდე რეტროგრადული მარსი იქ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close