მთავარი » 2017 » სექტემბერი » 17 » 27 წლის ამერიკელმა კომპიუტერული თამაშის გამო თირკმელი გაყიდა
რეკლამა
8:07 PM
27 წლის ამერიკელმა კომპიუტერული თამაშის გამო თირკმელი გაყიდა

სამწუხაროდ, მსოფლიო უკვე იცნობს რამდენიმე ისეთ ფაქტს, როცა ეს, ერთი შეხედვით, უვნებელი გართობა გონიერების საზღვრებს გასცდა... 

 

27 წლის ამერიკელი საიმონ დარნისი (simon darnis) პოპულარულ ონლაინთამაშის world of waecraft-ის ფანია. 
საიმონი მთელ ხელფასს თამაშის აქსესუარების შეძენაზე ხარჯავდა. 
ამ პროცესმა იმდენად ჩაითრია, რომ სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. 

ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდა მთელ დღესა და ღამეს ვირტუალურ სამყაროში ატარებდა. 
ამ ხნის მანძილზე, ონლაინთამაშში უამრავი მეგობარი შეიძინა. მათ შორის ზოგიერთები ხუმრობით სთავაზობდნენ, პერსონაჟის გასაძლიერებლად რომელიმე ორგანო გაეყიდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გეიმერი ამას სერიოზულად აღიქვამდა.  

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ საიმონ დარნისმა თირკმელი გაყიდა და ფულის უდიდესი ნაწილი ისევ თამაშისთვის საჭირო ნივთების შესაძენად დახარჯა. 
„არ ვაპირებ, უარი ვთქვა ჩემს გატაცებაზე. მე ძალიან მომწონს world of warcraft და არაფრის გულისთვის არ დავთმობ“, - განაცხადა საიმონმა. 
თირკმელის გარეშე დარჩენილი მოთამაშე თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს და სათამაშო მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს.

სამწუხაროდ, მსოფლიო უკვე იცნობს რამდენიმე ისეთ ფაქტს, როცა კომპიუტერული თამაშებით გატაცება გონიერების საზღვრებს გასცდა... 
2012 წელს სანკტ-პეტერბურგში მოზარდმა დედას, რომელიც კომპიუტერული თამაშის შეწყვეტას სთხოვდა, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და სიცოცხლეს გამოასალმა. თავად კი კომპიუტერული თამაში განაგრძო. 
2014 წელს, ქალაქ ტუაფსეში 14 წლის მოზარდმა თავში ჩაქუჩის დარტყმით მოკლა მამა, რომელმაც კომპიუტერის კლავიატურა დაუმალა.

წყარო: i-fakt.ru

ნანახია: 357 | დაამატა: Admin | ტეგები: 27 წლის ამერიკელმა კომპიუტერული თამ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close