მთავარი » 2018 » ივლისი » 3 » 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
8:03 AM
2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სტრესი, ნერვიულობა და განუწყვეტელი მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ შეეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მაქსიმალურად იზრუნოთ საკუთარ თავზე.

 

კურო
შესაძლოა, საქმეში სერიოზული ფულის დაბანდება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და თითოეული საკუთარი ნაბიჯი აკონტროლეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტად არ ენდოთ პარტნიორს, რადგან ღალატი გამორიცხული არაა.

 

ტყუპები
ნებისმიერმა სტრესმა და გადაღლამ შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. ამ დღეს სამთავრობო უწყებებთან კონტაქტი სასიკეთოს ვერაფერს მოგიტანთ. არასასურველია ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით საცხოვრებელი ადგილის. საერთოდ, ამ პერიოდში სახლიდან შორს წასვლას ვარსკვლავები არ გირჩევენ.

 

კირჩხიბი
ამ დღეს მეუღლესთან ურთიერთობაში კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. თქვენ და მას ერთმანეთის აღარ გესმით და სახლში დაძაბული სიტუაცია შეგექმნებათ. ვითარებას საერთო მეგობრების სტუმრობა გაახალისებს, რადგან ძალაუნებურად მოგიწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა. თავადაც ვერ შენიშნავთ, ისე შერიგდებით და დღე პოზიტიურად დასრულდება.

 

ლომი
ლომებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაეძაბებათ. საამისოდ, სერიოზული მიზეზი არსებობს, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მძიმე საუბარი სამომავლოდ გადადოთ. იდეალური იქნება, თუ საკუთარი საქმით დაკავდებით და არ ეცდებით, რომ უფროსობასა და კოლეგებს რამე დაუმტკიცოთ. ამით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ განწყობას გაიფუჭებთ.

 

ქალწული
მაღაზიაში შესული უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. რაღაც, უზომოდ ძვირად ღირებული ნივთი ისე მოგხიბლავთ, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და შეიძენთ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ ის არაფერში გჭირდებათ. გადაყრილ ფულს უკან ვეღარ დაიბრუნებთ და ჩადენილ საქციელს ინანებთ.

 

სასწორი
სამსახურებრივი საქმეების შესრულებას წარმატებით გაართმევთ თავს და სახლის საქმეების გაკეთებაც არ დაგავიწყდებათ. ეს დღე შესანიშნავია საპასუხისმგებლო დავალებების შესასრულებლად, რომლებიც მოთმინებას, აკურატულობასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

 

მორიელი
ზედმეტი ეგოისტობის გამო შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. თავისუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლის დროს, შეეცადეთ, ოჯახის წევრებთან ჰარმონიულობა და დადებითი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს გარშემომყოფებისგან ფიზიკურ მხარდაჭერას იგრძნობთ. სამსახურში შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა, სტრესულ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებთ, ამიტომ ახალ მოვლენებს უნდა შეეგუოთ.

 

თხის რქა
პროექტი, რომელზეც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ, წარმატებით გაგრძელდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი დრო დაუთმოთ ურთიერთობებს. დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ, არჩევანი გააკეთოთ მიმდინარე მიზნებსა და უფრო მასშტაბურ დავალებებს შორის.

 

მერწყული
ეცადეთ, საღამოს საკუთარ თავთან განმარტოვდეთ და ძალები მოიკრიბოთ. კარგი დღეა სერიოზული საკითხების გადასაჭრელად. ვიღაცის ისტორია ძალიან დაგამწუხრებთ, მაგრამ მისი ასე ახლოს მოშვება არ ღირს.

 

თევზები
ეს დღე შესანიშნავია თქვენი მომავლის დასაგეგმად. ჩამოწერეთ სურვილები უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის. ეს დღე სიურპრიზებით დაგამახსოვრდებათ. თუკი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, უმჯობესია, ცოტა მოიცადოთ.

 

წყარო

ნანახია: 208 | დაამატა: Admin | ტეგები: 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close