მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 30 » 4 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრი წყალი (4 ფოტო)
რეკლამა
12:00 PM
4 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრი წყალი (4 ფოტო)

ფიტნეს-ბლოგერები და დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა გველის... მაინც, რატომ არის აუცილებელი?

 

რა მოხდება ჩვენს ორგანიზმში, თუკი ყოველდღიურად ორ ლიტრ წყალს მივიღებთ.

  • ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება

    როდესაც ორგანიზმი დღეში 500 მლ სითხეს იღებს, ნივთიერებათა ცვლა 30%-ით უმჯობესდება. ასევე, უფრო კარგად მუშაობს საჭმლის მომნელებელი სისტემა და შესაბამისად, წონაც რეგულირდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ წყლის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორგანიზმში აქტიურდება ფერმენტი ლიპაზა, რომელიც ზედმეტ ცხიმს ეფექტურად წვავს.


  • ვარჯიშის ეფექტი ორმაგდება

    ინტენსიური ვარჯიშის დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რის გამოც იღლებით და ერთი სული გაქვთ, სახლამდე მიაღწიოთ. ამიტომ, ვარჯიშამდე აუცილებლად მიიღეთ ჭიქა წყალი, ხოლო ვარჯიშის დროს პერიოდულად პირში  გამოივლეთ ან პატარა ყლუპებით სვით.


  • თვალის გარშემო შეშუპება ქრება

    თუკი ხშირი უძილობის გამო თვალები გიშუპდებათ, მიირთვით ბევრი წყალი. განსაკუთრებით - თუკი მარილიან კერძებს მიირთმევთ. წყალი არეგულირებს წყლისა და მარილის ბალანსს და ეხმარება კანის უჯრედებს საკვები ნივთიერების მიღებაში. თუმცა, გადაჭარბება მაინც არ ღირს, რადგან შესაძლოა, უპეების შეშუპება დიდი რაოდენობით წყლის მიღებამაც გამოიწვიოს.


  • მადის მოწესრიგება

    თუკი წახემსების შემდეგ კვლავ გშიათ, სცადეთ ჭიქა წყლის მიღება. წყურვილი ძალიან ჰგავს შიმშილს და სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზმი, უბრალოდ, წყლის ნაკლებობას განიცდიდეს. თუკი მიღებული ჭიქა წყლის შემდეგ შიმშილის შეგრძნება გაგიქრებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ სპეციალისტები არ ტყუიან.


წყარო: snatchnews.com

ნანახია: 339 | დაამატა: Admin | ტეგები: otxi mizezi, რატომ უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრი წყა, 4 მიზეზი, rchevebi, dgeshi ori litri wyali | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close