მთავარი » 2017 » სექტემბერი » 17 » 5 აუხსნელი ისტორიული ფაქტი - მისტიკა თუ უბრალო დამთხვევა?
რეკლამა
8:04 PM
5 აუხსნელი ისტორიული ფაქტი - მისტიკა თუ უბრალო დამთხვევა?

არავინ იცის, მისტიკაა თუ უბრალო დამთხვევა, როცა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორი ავტორი, ორი პრეზიდენტი და უახლოესი მეგობარი სიცოცხლეს ამერიკის დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავზე ეთხოვება, თუმცა ისტორიას უამრავი მსგავსი მაგალითი ახსოვს, რომელთაგან რამდენიმეს ქვემოთ შემოგთავაზებთ:

 

1. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები თომას ჯეფერსონი და ჯონ ადამსი, სამ სხვასთან ერთად, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. ადამსის პრეზიდენტობის დროს, ჯეფერსონს პრეზიდენტის მრჩევლისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯეფერსონმა ადამსი შეცვალა, მეგობრებს შორის კავშირი გაწყდა. 1812 წლამდე ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ, შემდეგ კი მათ შორის, ხშირი მიმოწერა გაჩაღდა. 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი, 90 წლის ჯონ ადამსი სიკვდილს ებრძოდა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე მივდივარ, მაგრამ თომას ჯეფერსონი რჩება“. ადამსმა არ იცოდა, რომ ამ დროს მისი ძველი მეგობარი და გზის გამგრძელებელი თომას ჯეფერსონი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ორის გარდა, 4 ივლისი ამერიკის კიდევ სამი პრეზიდენტისთვის გახდა საბედისწერო დღე.

2. აშშ-ის ისტორიაში, 1840 წლიდან მოყოლებული, ყოველ მეოცე წელს, არჩეული პრეზიდენტები პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ასრულებდნენ სიცოცხლეს. ასე მოხდა ჰარისონის, ლინკოლნის, ჰარფილდის, მაკინლისა და რუზველტის შემთხვევაში.პირველი იყო ლინკოლნი. ერთი წლით ადრე, სანამ ცნობილი მსახიობი და „სამხრეთელთა“ მომხრე ჯონ უილკს ბუტი ფორდის თეატრში აბრაამ ლინკოლნის მიმართულებით სასიკვდილო გასროლას განახორციელებდა, მისმა ძმამ ედვინ ბუტმა პრეზიდენტის უფროსი შვილი რობერტ ლინკოლნი სიკვდილს გადაარჩინა. ედვინი პრეზიდენტის შვილს ნიუ-ჯერსის რკინიგზის სადგურზე შემთხვევით შეხვდა. რობერტ ლინკოლნი მატარებელზე ზურგით იყო მიყრდნობილი და ვაგონიდან გამოსულ მგზავრებს გზას უთმობდა. შემადგენლობა მოულოდნელად დაიძრა და ახალგაზრდა კაცი, რომელმაც წონასწორობა დაკარგა  მატარებლის რელსებში ჩავარდა. შემთხვევითმა გამვლელმა, რომელიც ჯონ ბუტი აღმოჩნდა, რობერტს საყელოში ხელი სტაცა, ბაქანზე ამოათრია და გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ერთი წლის შემდეგ კი მისმა ძმამ რობერტ ლინკოლნის მამა და ქვეყნის მე-16 პრეზიდენტი მოკლა.

 


3. რობერტ ლინკოლნის თემას გავაგრძელებთ და აღვნიშნავთ, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების მანძილზე სამი პრეზიდენტის მკვლელობა იხილა. მამის აბრაამ ლინკოლნის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ რობერტი დედასთან ერთად საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა, სადაც დაოჯახდა და წარმატებული ადვოკატის კარიერა ააწყო. ამის მიუხედავად, რობერტ ლინკოლნი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1881 წელს, ჰარფილდის პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო მდივნის პოსტიც ეკავა. სწორედ რობერტ ლინკოლნისა და ჰარფილდის ნიუ-ჯერსიში ვიზიტის დროს მოხდა პრეზიდენტზე თავდასხმა, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა. 1901 წელს ამერიკის პრეზიდენტმა უილიამ მაკინლიმ რობერტ ლინკოლნი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაზე მიიწვია. პრაქტიკულად, მისი ჩასვლისთანავე, ანარქისტმა ლეონ ფრანკ ჩოლგოშმა პრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ დაჭრა. ამბობენ, რომ ამის შემდეგ, რობერტ ლინკოლნი პრეზიდენტების გვერდით ყოფნას ერიდებოდა.

 

 

 

4. 1861-1865 წლებში ამერიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რომელიც ცნობილია, როგორც ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. 1861 წლის ზაფხულში ბიზნესმენისა და ფერმერის უილმერ მაკლინის ოჯახი ვირჯინიის შტატის ქალაქ მანასასში ცხოვრობდა. გენერალმა ბორეგარმა ბიზნესმენს მოთხოვა სახლი კონფედერატების არმიის შტაბის მოსაწყობად დაეთმო. პრაქტიკულად, ჩრდილოეთისა და სამხრეთის არმიების პირველი შეტაკება მაკლინის სახლის ეზოში შედგა. 1863 წელს მაკლინმა ოჯახი აპომატოქსში მდებარე პატარა სახლში გადაიყვანა. ბედის ირონიით, სწორედ მაკლინის ახალ სახლში 1865 წლის 9 აპრილს მოხდა გენერალი ლისა და მისი მოწინააღმდეგის ულის გრანტის შეხვედრა და კონფედერატებმა კაპიტულაციის დოკუმენტებს ხელი მოაწერეს. 

5. კომეტა გალეა დედამიწაზე 75 წელიწადში ერთხელ ჩნდება. 1835 წლის 30 ნოემბერს მისი გამოჩენა მარკ ტვენის დაბადებას დაემთხვა. ამ მომენტიდან 74 წლის შემდეგ, 1909 წელს მარკ ტვენმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ქვეყნად მოვლინების მსგავსად, ამ ქვეყნიდანაც იმავე ციური სხეულის გამოჩენისას დატოვებდა. სწორედ ისე მოხდა, როგორც მწერალმა ისურვა. ცნობილი მწერალი კომეტა გალეის გამოჩენის მეორე დღეს - 1910 ლის 21 აპრილს გარდაიცვალა.

წყარო: fb.ru

ნანახია: 307 | დაამატა: Admin | ტეგები: 5 აუხსნელი ისტორიული ფაქტი - მისტიკ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close