მთავარი » 2017 » ნოემბერი » 5 » 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა
10:03 AM
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
შესაძლოა, ხვალ თქვენს ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობას საფრთხე დაემუქროს და ამაში დამნაშავე თავად იქნებით. რომელიღაც გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას, სიმპათიური ახალგაზრდას შენიშნავთ და მასთან ფლირტს გააბამთ, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან განარისხებს. ხვდებით, რომ სახლში მისულს დიდი სკანდალი გელით, თუმცა შეჩერებას ვერ ახერხებთ. ამ დღის შედეგი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად მოახერხებთ ვნებების დაოკებას.

 

კურო
თუ გრძნობთ, რომ თქვენი იმიჯი მოძველდა, „გაცვდა“ და წარმატება აღარ მოაქვს, გირჩევთ, ახალი იმიჯის შექმნაზე იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ თქვენს გარეგნობაზე სტილისტ-ვიზაჟისტი იმუშავებს (ეს გაცილებით გაზრდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან თქვენი წარმატების შანსებს). ნუ დაიშურებთ ფულს ახალი გარდერობისთვის და გახსოვდეთ, რომ  ბედნიერება ფულით არ იზომება.

 

ტყუპები
ხვალ დაუფარავად გამოხატავთ საკუთარ სიმპათიებსა და ანტიპათიებს, არადა, კარგი იქნება, რომ თავი შეიკავოთ, რადგან ადამიანი, რომლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ, ამას არასოდეს გაპატიებთ და საშიშ მტრად გექცევათ. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები აკრიტიკოთ, უმჯობესია, მიმდინარე პრობლემებით დაკავდეთ. არც ის იქნება ურიგო, რომ მეორე ნახევარს ძველი თუ ახალი „ცოდვებისთვის“ მოუბოდიშოთ.

 

კირჩხიბი
ხვალ ნუ იქნებით ოჯახის წევრების მიმართ მეტისმეტად მკაცრი და მათი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ. გაითვალისწინეთ, რომ, სანამ რაღაც პროექტით თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხართ დაკავებული, მათ ბევრი და ძალიან დამღლელი საქმეების კეთება უწევთ (მათ შორის, ოჯახური წვეულებისთვის საფუძვლიანად მზადება), თქვენ კი სახლში დაბრუნებისთანავე, ამ მასშტაბურ სამზადისს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებთ. გაითვალისწინეთ, ოჯახის წევრებისკენ მიმართული მრისხანება დროულად თუ არ შეაჩერეთ,  ზეიმს აუცილებლად გააფუჭებთ.

 

ლომი 
ხვალ რომელიღაც გასართობი ღონისძიების სულისჩამდგმელი გახდებით. გარშემომყოფთა ყურადღება მხოლოდ თქვენკენ იქნება მომართული, რაც, ცოტა არ იყოს, დაგღლით. მით უმეტეს, რომ ამ წვეულებაზე მხოლოდ ერთი ადამიანი გაინტერესებთ და სხვა არაფერი. გამორიცხული არაა, რომ მასთან ერთად, ხმაურს გაერიდოთ და სადმე განმარტოვდეთ, რაც დიდი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისად იქცევა.

 

ქალწული
ამ დღეს მთლიანად ბავშვებს მიუძღვნით. მათთან ერთად, ახვალთ გასართობ ცენტრში, უამრავ სათამაშოს შეიძენთ და დღის ბოლოს, სახლში გასართობ საღამოს მოაწყობთ ტორტით და უამრავი ბუშტით. თქვენი მონდომებით ბავშვებიც და მეუღლეც (რომელიც სამსახურებრივი საქმეების გამო, სახლში არ იმყოფება) ძალიან კმაყოფილები დარჩებიან.

 

სასწორი
ხვალ გარშემომყოფებისგან წამოსულ ნეგატიურ განწყობას მკვეთრად იგრძნობთ. ახლო წრეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც პირში შეგაქებთ, თუმცა ზურგს უკან თქვენზე ჭორაობას დაიწყებს. ვარსკვლავები გირჩევენ, მისგან თავი შორს დაიჭიროთ. როგორც კი პრობლემა მოგვარდება, ნუ გადაუხდით მას სამაგიეროს.

 

მორიელი
ხვალ ისეთ ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა, რომლებსაც მზაკვრული მიზნები აქვთ. რომელიღაც მათგანი თქვენი დახმარებით შეეცდება, კარიერულ წარმატებას მიაღწიოს, ზოგიერთი კი შეეცდება, თქვენი მეორე ნახევრის პოზიცია დაიკავოს. გამოსავალი ასეთია - თუკი არ გსიამოვნებთ ბევრ ხალხში ყოფნა, შეგიძლიათ, მათი რიცხვი შეამციროთ. იმისთვის, რომ მათზე ზედმეტად თავაზიანი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვოთ, ისაუბრეთ მათთან ამინდზე ან პოლიტიკაზე.

 

მშვილდოსანი
ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი დასვენების დღეებმა სრულ კომფორტსა და ჰარმონიაში ჩაიაროს. საკუთარ მორალსა და პრინციპებს გადააბიჯებთ და მეორე ნახევართან შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს თქვენ გადადგამთ. თქვენი ქორწინება ნამდვილად გადარჩება, თუმცა, თქვენი პრობლემები საბოლოოდ არ მოგვარდება. დაძინებამდე კიდევ ერთხელ გააანალიზებთ, რა მოხდა უახლოეს პერიოდში და გააცნობიერებთ, რომ თქვენს პარტნიორზე კვლავ ძალიან ხართ ნაწყენი.

 

თხის რქა
ნუ იქნებით გულგრილი სამსახურის მიმართ. თუკი ნორმალურად მუშაობას არ დაიწყებთ, თქვენი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში თქვენი შემცვლელი მოძებნოს. თქვენ შეგიძლიათ, დიამეტრულად შეცვალოთ სიტუაცია, რისთვისაც მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომა და ხელმძღვანელობასთან დამეგობრება დაგჭირდებათ. უთხარით თქვენს ბოსს რაიმე კომპლიმენტი და შეეცადეთ, მასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

 

მერწყული
ხვალ დიდი ხნის ჩვევებზე იტყვით უარს. გადაწყვეტთ, სრულიად შეზღუდოთ თქვენი რაციონი და სამსახურიდან სახლში მოსულს მაგიდაზე არ დაგხვდებათ საყვარელი გემრიელობები, რომელთა მეშვეობით წონაში იმატებდით. როგორც კი მსუბუქ და სასარგებლო კვებას მიეჩვევით, ბევრად უფრო ხალისიანად და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.

 

თევზები
ხვალ სხვების მაგალითი თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. შენიშნავთ, როგორ გახდა და გალამაზდა თქვენი კოლეგა და გადაწყვეტთ, მას მიბაძოთ. თუმცა, ნუ დაელოდებით, რომ თქვენი კოლეგა თავისი სილამაზის საიდუმლოს გაგიმხელთ. ამიტომ იმოქმედეთ დამოუკიდებლად და მოტივატორად აირჩიეთ კოლეგა და არა დიეტოლოგი.

 

FunTime.Ge

ნანახია: 318 | დაამატა: Admin | ტეგები: 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close