მთავარი » 2018 » ივნისი » 16 » 5 პროდუქტი, რომლებიც სექსის წინ არ უნდა მიიღოთ! (5 ფოტო)
რეკლამა
9:42 PM
5 პროდუქტი, რომლებიც სექსის წინ არ უნდა მიიღოთ! (5 ფოტო)

მათ მეცნიერები „ლიბიდოს მკვლელებს“ უწოდებენ, ხოლო ის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, პაემნის წინ არასდროს მიირთმევს. არა, ნიორზე არ ვსაუბრობთ!

 

რა თქმა უნდა, სექსის წინ ნივრის მიღებაც არ არის სასურველი, მაგრამ ამ სიაში სხვა პროდუქტებია:

კარტოფილი ფრი

შემწვარი კარტოფილი ტრანსცხიმებს შეიცავს და სისხლში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს (ეს კი სწორედ ის არის, რაც ერექციისთვის გჭირდებათ). გარდა ამისა, კარტოფილი ფრი, ჩვეულებრივ, შეზავებულია მარილით, რაც უარყოფითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

 

ჰოთ-დოგი

ჰოთ-დოგი შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს. ისეთ საპასუხისმგებლო საქმემდე, როგორიცაა სექსი, უმჯობესია, ნებისმიერი სახის ცხიმის მიღებაზე უარი თქვათ, მით უმეტეს, გაჯერებულ ცხიმებზე, რადგან ეს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს იწვევს, ხოლო სექსის დროს აუცილებელია სისხლი ყველა ორგანოს თანაბრად მიეწოდებოდეს. საბოლოოდ, სასურველია, სექსამდე სწრაფი კვების პროდუქტებზე უარი თქვათ, თუ არ გინდათ სექსის შემდეგ მოდუნებული და მივარდნილი გამოიყურებოდეთ.

ყველი

ყველს ზოგჯერ ლიბიდოს მკვლელს უწოდებენ. ყველის მიღებამ შესაძლოა, სპერმის სიბლანტე გამოიწვიოს. თანაც ადამიანების უმეტესობაში სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. სექსამდე კი ყველანაირი დისკომფორტი უნდა მოიშოროთ.

ენერგეტიკული სასმელი

ფიქრობთ, რომ ენერგეტიკული სასმელი თქვენს სექსს უფრო გაახანგრძლივებს? ცდებით! ძალიან მალე ენერგიულობას დაღლილობა, მოთენთილობა და ნერვული გაღიზიანება ჩაანაცვლებს. ხოლო თუკი შემთხვევით ძალიან ბევრი ენერგეტიკული სასმელი მიიღეთ, დაელოდეთ ზედოზირებას: მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა და „მგონი, გოგო სადღაც წავიდა“.

ღვინო

ვხედავ, თქვენს გაკვირვებულ სახეს და მეც თქვენსავით გაოგნებული ვარ, რადგან ინტიმურ კავშირამდე ერთი-ორი ბოკალი (და არა ბოთლი) ღვინო სექსუალურ ატმოსფეროს, განწყობას ქმნის. ღვინო ათავისუფლებს, ხსნის კომპლექსებს, დიახ, ასეა! თუმცა, რაც შეეხება სექსის სხვა ასპექტებს, აღმოჩნდა, რომ სექსუალურ ურთიერთობამდე ღვინის მიღებას სასურველია, მოვერიდოთ. ალკოჰოლი ამცირებს შეხების დროს მგრძნობელობას. თან, ალბათ, თავადაც მშვენივრად იცით, რომ რამდენიმე ბოკალი ღვინის მიღების შემდეგ ერექციის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში.

 

წყარო

ნანახია: 412 | დაამატა: Admin | ტეგები: sexistvis cudi sakvebi, რომლებიც სექსის წინ არ უნდა მიიღოთ!, seqsi, sexamde ar misagebi sachmeli, 5 პროდუქტი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close