მთავარი » 2017 » სექტემბერი » 8 » 5 ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი
რეკლამა
12:54 PM
5 ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი

1.კირჩხიბი-სხვა ნიშნებისგან ემოციურობით და ფანტაზიის დიდი უნარით  განსხვავდება. ეს თვისებები მათ ბუნებას მიმზიდველს და ღრმას ხდის . კირჩხიბების წყენინება ძალიან ადვილია , უვნებელმა სიტყვებმაც შეიძლება ძალიან იმოქმედონ მათზე.  ამიტომ სტრატეგიაც კი შეიმუშავეს , ნებისმიერ უცხო გარემოში ,თავი ცივ და უკარება ადამაინებად მოაქვთ, მაგრამ მათი გულის მოგება მეგობროული ურთიერთობით და იუმორით შეიძლება.

 

        2.თევზები- ისინი ძალიან მისტიური არსებები არიან და არსებულ გარემოს ძალიან დეტალურად შეიგრძნობენ  , მაგრამ ხშირად თავის თავში ჩაკეტილები არიან.  ძალიან გამგებიანები არიან და ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის . მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე და უხეშ სიტყვებზე , მაგრამ არ გამოხატავენ . ჯერ- ჯერობით ეს ნიშანი ამოცანად რჩება ყველასათვის.

 

        3.ლომი-ეს ნიშანი ნათელი , ამაყი და ხელოვანია . მათთვის სხვისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მხოლოდ კარგი სიტყვებით უნდა იყოს შემკობილი , სხვა რამ მათთვის წარმოუდგენელია, თავიანთი სიამაყის გამო.  წარუმატებლობის შემთხვევაში , ისინი ძალიან დიდ განცდებში ვარდებიან.

 

       4.სასწორი-ისწრაფვის ჰარმონიისკენ . კომუნიკაბელურები არაინ და ხალხსაც უყვართ ისინი . მათ ძალიან უჭირთ მარტო ყოფნა , წყალივით სჭირდებათ დადებითი მუხტი  საზოგადოებისგან. აქვთ პერიოდები , როდესაც სრული აპათია იპყრობთ და არაფრის სურვილი არ აქვთ . სასწორი ძალიან თავისუფალი და უდარდელი ადამიანი სჩანს , მაგრამ სულის სიღრმეში ემოციური და სენტიმენტალურია.

 

        5.მორიელი- ეს არის ღრმა ემოციების და ძლიერი გრძნობების მეპატრონე. არ უყვართ გრძნობების გამოხატვა , ამიტომ არიან ჩაკეტილები .  როცა მას აკრიტიკებენ ან ცდილობენ აწყენინო , ის თავის წყენას არ გამოხატავს , მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიაქვს. მორიელი ყველაფერს იმახსოვრებს , ადამიანი რომელიც მას აწყენინებს შავ სიაში მოხვდება .

ნანახია: 479 | დაამატა: Admin | ტეგები: 5 ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close