მთავარი » 2017 » სექტემბერი » 20 » 5 ზოდიაქალური წყვილი, რომელთაც დაშორება გარანტირებული აქვთ
რეკლამა
8:21 PM
5 ზოდიაქალური წყვილი, რომელთაც დაშორება გარანტირებული აქვთ

ალბათ, ყველა თქვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, შეცდა თუ არა მეწყვილის არევაში. ამ საკითხში ასტროლოგთა რჩევა სულაც არაა უადგილო. დაგეხმარებით გაარკვიოთ ის, აქვს თუ არა თქვენს წყვილს მომავალი. ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე ცუდ, შეუთავსებელ წყვილებს, რომელთა ერთად ყოფნაც კარგად არ დასრულდება; 


1. ვერძი და ლომი - ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე ლომი ვერ გახდება შესაფერისი პარტნიორი ექსცენტრიული ვერძისათვის. ორივე ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ნათელი პიროვნულობით გამოირჩევიან, წყვილში ყოფნისას კი ერთმანეთზე ზეწოლას ახდენენ. ხშირია მათ შორის კონფლიქტი და იშვიათად თუ არიან ერთსა და იმავე აზრზე. ორივე პირველობისაკენ ისწრაფვის, ამიტომ ერთად მათი ყოფნა წარმოუდგენელია. 

 

delibal gif-ის სურათის შედეგი
 

2. თხის რქა და თევზები - ემოციური და ამოუცნობი თევზები ვერ შეძლებენ აქტიურ ქარიზმატულ თხის რქის გაძლებას. თხის რქა არის ამტანი, მომთმენი, მომთხოვნი, თევზი კი-ემოციური, ფრთხილი, მეოცნებე, ის ზედმეტად არაპრაქტიკული პიროვნებაა, რაც ძალიან აღიზიანებს თხის რქას. თევზებს კი პირიქით, თხის რქის სერიოზულობა და პრაქტიკულობა არ მოსწონს. მათ შეუძლიათ მეგობრები იყვნენ, მაგრამ მეტზე წასვლა არ ღირს. 


3. მშვილდოსანი და მერწყული - მერწყულს ზოგადად ძალიან უჭირს პარტნიორის პოვნა. არც-ისე კონტაქტურია და ხასიათი ხშირად ეცვლება. ხშირადაა მელანქოლიურ განწყობაზე, თავსუფლების მოყვარე ნიშანია, ჯიუტიცაა. მშვილდოსანი კი დიდ ყურადღებას ითხოვს, უყვარს კონტაქტი, კომუნიკაია და არასოდეს ერიდება გულწრფელობას.ასე რომ, ორივე ნისანი სხვადასხვა მიზნისათვის იბრძვის ურთიერთობაში. 

 

delibal gif-ის სურათის შედეგი
 

4. კურო და ტყუპები - სიცოცხლით სავსე ტყუპების წარმომადგენელი ხელოვანი ნატურაა. მათ უყვართ სიახლეები და ცხოვრების ახალი , ნათელი მომენტებით გამრავალფეროვნება. ისინი ძალიან განსხვავდებიან კუროებისგან, რომელთაც ერთფეროვნება არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, მათთვის მტავარია სახლში სიმშვიდე ჰქონდეთ. კურო ეძებს ისეთ საყვარელ ადამიანს, ვისთანაც ოჯახს შექმნის, ტყუპებს კი ერთგულება ნაკლებად იზიდავთ. 


5. მორიელი და კირხიბი - მორიელი მუდამ საიდუმლოებებითაა მოცული, მისი ბუნების გაგება ყველას არ შეუძლია. კირჩხიბი არის მშვილი, აუღელვებელი. მისთვის მიუღებელი და გაუგებარია მორიელის მომთხოვნი ბუნება, ის თავისუფლებას უზღუდავს და სიმშვიდეს ურღვევს. თავის მხრივ არც მორიელს მოსწონს მისი ასეთი დამოკიდებულება.

 

delibal gif-ის სურათის შედეგი

 

Pomada.Ge

ნანახია: 414 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელთაც დაშორება გარანტირებული აქვ, 5 ზოდიაქალური წყვილი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close