მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა
რეკლამა
4:45 PM
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა

1. ვერძი

 

ვერძი, როგორც ყოველთვის, მოძრაობაშია, ფიზიკური დატვირთვა კი ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში განწყობას აუმჯობესებს. ის ასევე არ წუხს წვრილმანებზე ისეთ ვითარებაში, როცა არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ვერძი მომხდარს ძალიან ახლოს არ იღებს და რაიმე ცუდი თუ მაინც ხდება, ის მასზე არ იციკლება. ვერძი უშვებს შეცდომას, აკეთებს დასკვნებს და აგრძელებს გზას.

 

2. ტყუპები

 

ტყუპები რასაც გრძნობენ, ყველაფერს გამოხატავენ. თუკი გაბრაზებულები ანდა უკმაყოფილოები არიან, ამაზე აუცილებლად განაცხადებენ. ტყუპებს უყვართ გართობა და ისინი ნებისმიერი წვეულების სული და გული არიან. მათი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ამიტომაც იშვიათად ჩამოსტირით ცხვირ-პირი.

 

3. ლომი

 

ლომი ყოველთვის გრძნობს მადლიერებას და იცის, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. მას ჰყავს მეგობრები, ოჯახი და თავისი "ამალა", რომლებიც მხარში უდგანან და სიყვარულს ეფიცებიან. ლომი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერს დაუმეგობრდება. ის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სინათლეს ასხივებს და ამით გარშემო საზოგადოებას იკრებს. ლომი მუდმივად იღიმება და, როგორც ჩანს, არასდროს არ გრძნობს თავს მოწყენილად და ცუდ ხასიათზე.

 

4. სასწორი

 

კარგი გუნება-განწყობა - ეს სასწორების გათვითცნობიერებული არჩევანია. მათ არ უყვართ ნეგატიურ გარემოში ყოფნა და თავიანთ სამყაროში ცუდ ემოციებს არ უშვებენ. სასწორები კონცენტრაციას მცირე საგნებზე აკეთებენ, რასაც მათთვის ბედნიერება მოაქვს. თუკი მაინც მოიწყენენ, მაშინვე გამოსავლის ძიებას იწყებენ, რათა ემოციურად გამხნევდნენ.

 

5. მშვილდოსანი

 

მშვილდოსანმა თავისთვის დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ ჯობს, სპონტანური და შესაძლებლობებისთვის გახსნილი იყოს. როცა მუდამ წინ იყურებით, ადვილია ოპტიმისტური განწყობა და ბედნიერება. როცა კი მშვილდოსანი თავს დათრგუნულად იგრძნობს, მუდამ რაიმე ახალს ცდის ანდა ახალ ადამიანებს გაეცნობა.თუკი მას თავისი მსოფლმხედველობის შეცვლა მოუნდება, მაშინვე სამოგზაუროდ მიდის ანდა იმას აკეთებს, რაც მანამდე არ გაუკეთები.

ნანახია: 415 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა, 5 ზოდიაქოს ნიშანი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close