მთავარი » 2018 » ივნისი » 20 » 69 წლის ინვალიდმა ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო
რეკლამა
9:10 PM
69 წლის ინვალიდმა ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო

მიზანსწრაფული ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია, რასაც 69 წლის ჩინელი ალპინისტის სია ბოიუს (Xia Boyu) საოცარი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა ბოიუს ცხოვრების მთავარი მიზანი გახლდათ. 
1975 წელს ალპინისტს ევერესტზე ასვლის პირველი მცდელობა ჰქონდა. 
იმ დღეს ქარბუქი ამოვარდა და ევერესტისკენ მიმავალ ბოიუს და მასთან ერთად მყოფი ალპინისტების ჯგუფს გზა ჩაუკეტა. 
ალპინისტები სამი დღის განმავლობაში ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე აგებულ კარავში ცხოვრობდნენ. ბოიუმ თავისი საძილე ტომარა მეგობარს დაუთმო, რის შედეგადაც ქვედა კიდურების სერიოზული მოყინვა მიიღო. როცა ჯგუფმა, ბოლოს და ბოლოს, სამედიცინო ნაწილამდე მისვლა შეძლო, ალპინისტს მუხლის ქვემოთ ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 
ყველაფრის მიუხედავად, ბოიუმ დაიფიცა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებდა ევერესტზე ასასვლელად. 

1996 წელს დაინვალიდებულ ალპინისტს ექიმებმა ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ქვედა კიდურები ამჯერად მუხლს ზემოთ მოჰკვეთეს. 
ამით ალპინისტის ოცნებას თითქოს საბოლოო წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ ბოიუსთვის ევერესტი ცხოვრების მთავარი გამოცდა იყო, ამიტომ 2014-დან 2016 წლამდე მწვერვალზე ასვლის არაერთი მცდელობა ჰქონდა. 
2018 წლის 14 მაისს 69 წლის სიუ ბოიუმ ცხოვრების მთავარი ოცნება აიხდინა და დაიპყრო მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, რომელმაც სხვადასხვა დროს 300 ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.

 

წყარო

ნანახია: 182 | დაამატა: Admin | ტეგები: 69 წლის ინვალიდმა ალპინისტმა ევერეს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close