მთავარი » 2018 » ივნისი » 21 » 6 ცნობილი ფილმი, რომლებმაც კინოსტუდიები გააკოტრა
რეკლამა
9:38 AM
6 ცნობილი ფილმი, რომლებმაც კინოსტუდიები გააკოტრა

ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ თავის დროზე ამ ფილმებმა ფიასკო განიცადა... წლების შემდეგ მოსული აღიარება კი კინოსტუდიას ვერ აუნაზღაურებს წარსულში მიღებულ ზარალს.

 

1. „კლეოპატრა“, 1963

 

 

1963 წელს გამოსული „კლეოპატრა“, ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით, დღეს უკვე კლასიკად მიიჩნევა, მაგრამ პრემიერის დროს ფილმმა სტუდია „ფოქსი“ ლამის გააკოტრა. თავიდან ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ გადაღებები ისე გაიწელა, რომ, საბოლოო ჯამში, 44 მილიონამდე ავიდა (დღევანდელი კურსის გათვალისწინებით ეს დაახლოებით 300 მილიონი დოლარია). პროდიუსერებს ისე ძალიან სურდათ ეგვიპტელი დედოფლის როლში ელიზაბეტ ტეილორის ხილვა, რომ მის მოთხოვნაზე უკან არ დაიხიეს და ჰონორარად მილიონი დოლარი გადაუხადეს. ასე რომ, „კლეოპატრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია კინოს ისტორიაში. 
„კლეოპატრამ“ 9 ნომინაციიდან 4 „ოსკარი“ აიღო, სტუდია „ფოქსს“ კი 300 აკრი მიწის გაყიდვა დასჭირდა, კრედიტორები რომ გაესტუმრებინა და არ ჩაძირულიყო.

 

2. „შესაფერისი რაღაცები“, 1983

 

 

ადამ ლენდომ-უმცროსის ლეგენდარული კინოსტუდია, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო „ვარსკვლავურ ომებს“, არასოდეს ამბობდა უარს ამბიციურ პროექტებზე. ასეთი იყო, მაგალითად, ტომ ვულფის წიგნის ეკრანიზაცია ამერიკული ასტრონავტიკის პირველ ნაბიჯებზე - „შესაფერისი რაღაცები“. მართალია, ფილმმა 4 „ოსკარი“ აიღო, მაგრამ კინოგაქირავებაში ჩაფლავდა. ხოლო კიდევ ერთი ფილმის „ორჯერ მრავალი წლის წინათ“ ფინანსური წარუმატებლობის შემდეგ კომპანია იძულებული გახდა, დახურულიყო.

 

3. „თავზეხელაღებულთა კუნძული“, 1995

 

 

1994 წელს სტუდია Carolco, რომელსაც ეკუთვნის წარმატებული ფილმები „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“ და „ძირითადი ინსტინქტი“, პოლ ვერჰოვენის ძვირად ღირებულ პროექტს „შოუგოგონას“ შეეჭიდა. პარალელურად კი, გადაწყვიტა, თანხა ჩაედო სათავგადასავლო ფილმში პირატებზე, რომელიც კომპანიისთვის ან ბედნიერი ბილეთი აღმოჩნდებოდა, ან პირიქით, ჩაძირავდა. სამწუხაროდ, სწორედ მეორე მოხდა.
ძვირად ღირებულმა გადაღებებმა მალტაზე, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის საკვებით ხშირად მოწამვლამ, გაჭიანურებულმა გადაღებებმა და აბსოლუტურად უსარგებლო სარეკლამო კამპანიამ ფილმს კოლოსალური დანაკარგები მოუტანა. $120 000 000-იანი ბიუჯეტის ფონზე ფილმმა დაახლოებით $10 000 000 მოაგროვა. კინოსტუდია იძულებული გახდა, თავი ბანკროტად გამოეცხადებინა და არსებობა შეეწყვიტა.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გმირის პისტოლეტმა „სიცოცხლე გააგრძელა“ და პირატებზე გადაღებულ ყველაზე პოპულარულ ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ გამოჩნდა. იქ მას თქვენ კაპიტან ბარბაროსას ხელში იხილავთ.

 

4. „ტიტანი: დედამიწის განადგურების შემდეგ“, 2000

 

 

1990-იან წლებში Disney-მ თავის „მეფე ლომითა და „ქალთევზათი“ დაამტკიცა, რომ სრულმეტრაჟიანი ანიმაცია სავსებით მომგებიანი პროდუქტია. 1994-ში სტუდია Fox-მა გადაწყვიტა, ეს წარმატება გაემეორებინა. Fox Animation-ის პირველი პროექტი „ანასტასია“, რომელზეც მცირე თანხა დაიხარჯა, მაყურებელმა კარგად მიიღო. ამის შემდეგ წარმოებაში ჩაუშვეს ამბიციური პროექტი „ტიტანი: დედამიწის განადგურების შემდეგ“. მისი შემქმნელები იყენებდნენ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ისე იმ დროისთვის უახლეს კომპიუტერულ გრაფიკას. ფილმს ახმოვანებდნენ ცნობილი კინოვარსკვლავები: მეთ დეიმონი, დრიუ ბერიმორი და სხვები. ხარჯებმა $75 000 000-ს მიაღწია. იგეგმებოდა ვიდეოთამაშის Playstation-ის გამოშვებაც, მაგრამ ფილმმა გამოსვლიდან პირველ უქმეებზე, სულ რაღაც, $9 400 000 მოაგროვა, რაც შემდეგ $22 000 000-მდე გაიზარდა და მორჩა. ასე რომ, აღარც ვიდეოთამაში გამოვიდა და სტუდიაც დაიხურა.

 

5. „ოქროს კომპასი“, 2007

 

 

New Line Cinema-ს არასოდეს მიიჩნევდნენ სტუდიად, რომელიც უსაფუძვლოდ რისკავს. სწორედ მათ ეკუთვნით პიტერ ჯეკსონის $200 000 000-ბიუჯეტიანი „ბეჭდების მბრძანებელი“. შესაძლოა, ამის გამოც დაკარგეს მათ სიფრთხილის გრძნობა და პროექტ „ოქროს კომპასს“ შეეჭიდნენ. მისი პირველი ნაწილის (საბოლოოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა) ღირებულება $180 000 000 გახლდათ. საბოლოოდ ამერიკულ ბაზარზე ფილმმა $70 000 000 მოაგროვა, საერთაშორისოზე კი - $260 000 000. მაგრამ სტუდიას ამან მაინც ვერ უშველა, რადგანაც საზღვარგარეთ ჩვენება სხვა კომპანიაზე იყო გაყიდული. საბოლოოდ სტუდია გაკოტრდა და ის Warners Bros-მა გადაყლაპა.
ფილმმა „ოსკარიც“ მიიღო „საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის“. გავრცელებული ხმებით, კომპანია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სერიალის გადაღების უფლების მოსაპოვებლად.

 

6. „ეს მშვენიერი ცხოვრება“, 1946

 

 

„ეს მშვენიერი ცხოვრება“ ამერიკელი საზოგადოების საკულტო ფილმად იქცა და მას, ტრადიციულად, ყოველ შობას აჩვენებენ. თუმცა ფილმის გამოსვლისას საშინელი იმედგაცრუება განიცადეს მისმა შემქმნელებმა - რეჟისორმა ფრენკ კაპრმა და მისმა მეგობრებმა, რომლებმაც ის იყო დამოუკიდებელი კინოსტუდია The Liberty გახსნეს. ფილმის ჩავარდნის შემდეგ მათ სტუდიის დახურვა მოუწიათ.

 

წყარო

ნანახია: 271 | დაამატა: Admin | ტეგები: რომლებმაც კინოსტუდიები გააკოტრა, 6 ცნობილი ფილმი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close