მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » 7 რამ, რაც უზმოზე დაუშვებელია (7 ფოტო)
რეკლამა
9:41 PM
7 რამ, რაც უზმოზე დაუშვებელია (7 ფოტო)

ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულწილად დამოკიდებული ყოფილა იმაზე, რას ვაკეთებთ დილაობით, მშიერ კუჭზე.

  • ტკივილგამაყუჩებელი

    ხშირად ფილმებში გვინახავს, როგორ სვამენ გმირები ახლად გაღვიძებულზე ტკივილგამაყუჩებლებს, რათა თავის ტკივილი ჩაიწყნარონ. თუკი ამ სულელურ ჩვევას თქვენც იმეორებთ, დროა, შეწყვიტოთ. უმჯობესია, წამლის მიღებამდე თუნდაც ჭიქა რძე დალიოთ, რაც შესაძლო ნეგატიურ შედეგებს მინიმუმამდე დაიყვანს.


  • ყავა

    შესაძლოა, ბევრი თქვენგანი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ უზმოზე ყავის დალევა კუჭის პრობლემებს წარმოქმნის. ექიმების თქმით, თუკი თქვენი საუზმე მხოლოდ ყავაა, ეს ორგანიზმში სეროტონინის რაოდენობას შეამცირებს და დღის მანძილზე ცუდ განწყობას შეგიქმნით. თუკი ყავაზე უარის თქმა გიჭირთ, მიირთვით ის რძესთან ერთად, ოღონდ საუზმიდან, დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ.


  • ალკოჰოლური სასმელი

    თუკი ალკოჰოლს უზმოზე მიირთმევთ, მას სისხლი ორმაგი სიძლიერით შეიწოვს, რაც ნეგატიურად აისახება ღვიძლზე, გულსა და თირკმელებზე. ხოლო თუკი ექიმების გჯერათ, ალკოჰოლი სამუდამოდ წაშალეთ თქვენი ცხოვრებიდან.


  • საღეჭი რეზინი

    საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰიდროქლორინის მჟავა, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ უმჯობესია, ამ ჩვევაზეც უარი თქვათ.


  • ფიზიკური ვარჯიში

    არსებობს მოსაზრება, რომ, თუკი ადამიანი ვარჯიშს უზმოზე იწყებს, უფრო მეტ კალორიებს წვავს, მაგრამ სინამდვილეში, ამგვარად მხოლოდ კუნთოვან მასას კარგავთ. 


  • მაღაზიები

    აღმოჩნდა, რომ, თუკი მაღაზიაში უზმოზე წახვალთ, შესაძლოა, უამრავი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. ამიტომ შოპინგზე წასვლამდე აუცილებლად ისაუზმეთ, შეადგინეთ საყიდლების სია და თან იქონიეთ ნაღდი ფული. კვლევების თანახმად, ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ მაშინ, თუკი ნაღდი ფულით იხდიან და არა ბარათით.


  • ციტრუსის წვენი

    მშიერ კუჭს ციტრუსებში შემავალი მჟავა აღიზიანებს, რაც განსაკუთრებით საშიშია გასტრიტის დროს. ციტრუსის წვენი სასურველია, წყალში გახსნათ და საუზმის შემდეგ მიირთვათ.


წყარო: fabiosa.com

ნანახია: 863 | დაამატა: Admin | ტეგები: 7 რამ, რაც უზმოზე დაუშვებელია (7 ფოტო) | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close