მთავარი » 2017 » სექტემბერი » 14 » 7 რჩევა წარმატებული ადამიანებისგან, თუ როგორ გამოვიყენოთ სხეულის ენა
რეკლამა
11:44 AM
7 რჩევა წარმატებული ადამიანებისგან, თუ როგორ გამოვიყენოთ სხეულის ენა

ამბობენ, რომ ჩვენს სხეულს საკუთარი ენა აქვს და ხანდახან ის უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე სიტყვები. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ეფექტურად იყენებენ არავერბალურ სიგნალებს დგანან ემოციური ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე. ჩვენ გადავწყვიტეთ გიამბოთ წარმატებული ადამიანების გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

1. დაჯექით სწორად

სურათზე ნაჩვენებ პოზაში ყოფნა მიუთითებს ყველანაირ უპატივცემულობაზე. მათ იციან, რომ საერთოდ არ გაინტერესებს რასაც ისმენ. ხოლო პირიქით, თუ თქვენ გასწორდებით და მიეყუდებით საზურგეს, ასე უფრო თავდაჯერებული გამოჩნდებით — ეს არის ძალაუფლების პოზიცია. გახსოვდეთ: რაც უფრო მეტ ადგილს დაიკავებს თქვენი სხეული, მით უფრო წარმატებული გამოჩნდებით. არასოდეს მოიხაროთ: ეს გაძლევთ უფრო დაბალ შესახედაობას და ნაკლებ ძალაუფლებას.

2. სწორად გამოიყენე ჟესტები

არაბუნებრივად ჟესტების გამოყენება ხალხს აფიქრებინებს, რომ იტყუებით, ან რაღაცას მალავთ. მეორე მხრივ, ღია ჟესტები, როგორიცაა გვერდზე დაშვებული მკლავები, აჩვენებს, რომ არაფერი გაქვთ დასამალი.

3. ღია მკლავები

როდესაც ხელებს აჯვარედინებთ აგზავნით ერთ მკაფიო სიგნალს: ”მე არ ვარ დამთმობი და შენ ნათქვამს არ ვეთანხმები”. მაშინაც კი, თუ იღიმით, გადაჯვარედინებული მკლავები და ფეხები არ არის სხეულის ენისთვის კარგი პოზიცია.

4. არ შეეხოთ თმებს

თუ თქვენ ხართ ერთ ერთი ადამიანი, ვინც მუდმივად ეხება საკუთარ თმებს, როდესაც სხვები გელაპარაკებიან, მაშინ მალე მოიშორეთ ეს ჩვევა. ეს მხოლოდ თქვენს არასაიმედოობას და უყურადღებობას აჩვენებს. შეწყვიტეთ თმებზე შეხება და შეეცადეთ ფოკუსირდეთ ბუნებრივ კომუნიკაციაზე.

5. გაიღიმეთ

იდეა, რომ მტკიცე ხასიათი და ღიმილი სხვადასხვა ცნებებია მთლად ზუსტიც არაა. სწორ ადგილას და სწორს დროს გაღიმება აჩვენებს, რომ გარშემო არსებულ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ვინარჩუნებთ სიმშვიდეს სტრესული გარემოებების მიუხედავად.

6. მზერითი კონტაქტი

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიაა სხეულის ენაში. ძალიან ინტენსიურმა მზერითმა კონტაქტმა შეიძლება შეაშინოს თქვენი თანამოსაუბრე, რადგან ეს ისე ჩანს თითქოს უნდობლობის გამო თქვენ ცდილობთ მისი ყველა ჟესტიკულაციის და სიტყვის დაჭერას. თუმცა, თუ საერთოდ თავს აარიდებთ მზერით კონტაქტს ეს მესიჯს გააგზავნის: თქვენ რაღაცას მალავთ. შეეცადეთ ასეთი კონტაქტი ჩანდეს ბუნებრივი და გამოიყენეთ პაუზები სწორი მესიჯის მისაწოდებლად.

7.  ხელის ძლიერად ჩამორთმევა

არასოდეს ჩამოართვად სუსტად ხელი. ეს არ ნიშნავს, რომ ხელის თითოეული ძვალი უნდა ჩაუმტვრიოთ, მაგრამ როდესაც ვინმე ხელს გამოგიწვდით აუცილებლად ძლიერად ჩამოართვით. ძლიერი ჩამორთმევა ასევე პირდაპირ მიუთითებს თქვენს თავდაჯერებულობასა და თავდაცვაზე.

 

Simp.Ge

ნანახია: 310 | დაამატა: Admin | ტეგები: თუ როგორ გამოვიყენოთ სხეულის ენა, 7 რჩევა წარმატებული ადამიანებისგან | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close