მთავარი » 2017 » სექტემბერი » 3 » 9 მთავარი რამ, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, როდესაც უფასო Wi-Fi–ს ჩართავთ! (9 ფოტო)
რეკლამა
9:27 AM
9 მთავარი რამ, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, როდესაც უფასო Wi-Fi–ს ჩართავთ! (9 ფოტო)

უფასო Wi-Fi თავისთავად ნამდვილად კარგი რამაა, თუმცა საზოგადოებრივი ქსელები მნიშვნელოვან საფრთხეებსაც შეიცავს, მათ შორის რისკს იმისა, რომ თქვენს საბანკო ანგარიშებს სხვა დაეპატრონოს. ამიტომ, თუ უფასო Wi-Fi ქსელით გიწევთ სარგებლობა, აუცილებელია იცოდეთ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ ინტერნეტის მოხმარება უსაფრთხო გახადოთ.

არ გამოიყენოთ ინტერნეტ ბანკინგი და არ შეიყვანოთ საბარათე მონაცემები



საბარათე მონაცემების მოპარვისგან თავდაცვის ერთადერთი 100%-იანი საიმედო ხერხი არის ონლაინ შესყიდვებისა თუ ინტერნეტ ბანკინგის მოხმარებისას მობილური ინტერნეტის გამოყენება. ეს სულ რამდენიმე მეგაბაიტს წაგართმევთ, სამაგიეროდ საბანკო ანგარიშის უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ.




გამორთეთ Wi-Fi



Wi-Fi-ს გამორთვით ერთდროულად სამ პრობლემას აირიდებთ თავიდან: აკუმულატორის სწრაფად დაცლას, თაღლითურ ქსელში ავტომატურად ჩართვას და მომაბეზრებელ სარეკლამო შეტყობინებებს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ბრაუზერში დააყენოთ გაფართოება სახელწოდებით DoNotTrackMe, რომელიც არ იძლევა მოწყობილობის მფლობელის გადაადგილებაზე თვალთვალის საშუალებას.




გამოიყენეთ VPN





VPN, ანუ ვირტუალური დახურული ქსელი ინტერნეტში ანონიმურად ჩართვის საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ საიტი, რომელზეც შეხვალთ, დაინახავს არა თქვენს IP-ს, არამედ ვირტუალური ქსელის IP-ს.
თუმცა მსგავს ქსელებს თავისი მინუსებიც აქვს: კავშირის სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალია და მსგავსი ქსელების უმეტესობა მართალია იაფი, მაგრამ მაინც ფასიანია.





არ დაამახსოვრებინოთ მოწყობილობას ქსელი



მოწყობილობათა დიდი ნაწილი (სმარტფონი იქნება თუ პლანშეტი), იმახსოვრებს იმ ქსელის სახელწოდებას, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც დაკავშირებიხართ, და პირველივე შესაძლებლობისთანავე ავტომატურად ერთვება მასში. თაღლითებს, ცხადია ადვილად შეუძლიათ იგივე სახელწოდებით საკუთარი ქსელის შექმნა. ამ ხერხით ბოროტმოქმედები იღებენ წვდომას როგორც თქვენს პირად, ასევე ფინანსურ ინფორმაციაზე.




ყურადღება მიაქციეთ ქსელის სახელწოდებას



უმეტესად, თაღლითები ქმნიან ქსელებს, რომელთა სახელწოდებები ძალიან ჰგავს უკვე არსებული ქსელების სახელებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ორიგინალ ქსელთან წვდომა ფასიანია ან ავტორიზაციას მოითხოვს, ყალბთან კი - სრულიად თავისუფალია. ამიტომ, სანამ უფასო ქსელში შეხვალთ, დააზუსტეთ ქსელის სახელწოდება ის მფლობელთან.




დააყენეთ კარგი ანტივირუსი



ყოველთვს გამოიყენეთ ანტივირუსის უახლესი ვერსია. ჰაკერები გამუდმებით ახალ ხერხებს იგონებენ მოწყობილობებში შესაღწევად, ამიტომ ანტივირუსიც ახალი უნდა იყოს. ამას გარდა, ანტივირუსული პროგრამები, როგორც წესი, გაფრთხილებენ, როცა ყალბ ქსელში ერთვებით.




გამოიყენეთ ორეტაპიანი ავტორიზაციის მქონე ქსელები



ქსელი, რომელში შესვლაც არ მოითხოვს არანაირ დამატებით ქმედებას, მეტი შანსია, რომ თაღლითური იყოს. უსაფრთხოებისათვის, უმჯობესია აირჩიოთ ქსელი, რომელში შესვლისათვის საჭიროა გარკვეული პაროლის და კოდის შეყვანა, მაგალითად კოდისა, რომელსაც ტელეფონზე მიიღებთ.




პაროლები ყოველთვის დაშიფრული სახით შეინახეთ



თაღლითებს განსაკუთრებით გაუადვილებთ მიზნის მიღწევას თუ სხვადასხვა სერვისებისა თუ საიტების პაროლებს პლანშეტსა თუ სმარტფონში შეინახავთ. ამიტომ, თუ ამგვარი ინფორმაციის შენახვა მაინც მოწყობილობაზე გსურთ, უმჯობესია გამოიყენოთ პაროლების მენეჯერები, რომლებიც ინფორმაციას დაშიფრული სახით ინახავს.



გამოიყენეთ დაცული კავშირი




გაგება იმისა, იყენებს თუ არა ესა თუ ის საიტი დაცულ კავშირს, ადვილია: მისამართის ველში ჩვეული http://-ს ნაცვლად ეწერება https://. ზოგიერთი საიტი, მაგალითად იგივე Google, ყოველთვის იყენებს მონაცემთა გადაცემისთვის დაცულ კავშირს.
იმისათვის, რომ ყველა საიტი მუშაობდეს უსაფრთხო რეჟიმში, უნდა დაყენდეს გაფართოება სახელწოდებით HTTPS Everywhere, რომელიც თავსებადია ყველა პოპულარულ ბრაუზერთან.

 

წყარო: Dainteresdit.Ge

ნანახია: 517 | დაამატა: Admin | ტეგები: როდესაც უფასო Wi-Fi–ს ჩართავთ! (9 ფ, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, 9 მთავარი რამ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close