მთავარი » 2017 » ნოემბერი » 3 » ადოლფ ჰიტლერი ცოცხალია - "სი აი ეი"-ის არქივიდან საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა
რეკლამა
10:03 AM
ადოლფ ჰიტლერი ცოცხალია - "სი აი ეი"-ის არქივიდან საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა

ოფიციალური ვერსიის თანახმად, 1945 წლის 30 აპრილს ადოლფ ჰიტლერმა თავი დაიხვრიტა, რის შემდეგ მისი ცხედარი დაწვეს. საბჭოთა ისტორიკოსები კი, თვლიდნენ, რომ ჰიტლერმა თავი ციანიდის კაფსულის მიღებით მოიკლა. ახლახან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, ჰიტლერი გადარჩა და ომის შემდეგ დაახლოებით 10 წელი იცოცხლა.




საიდუმლო მასალაში CIA-ს კარაკასის ოფისის უფროსის მოხსენებაა წარმოდგენილი, რომელიც 1955 წლის 3 ოქტომბრითაა დათარიღებული. წყაროს თანახმად, ცნობები ჰიტლერის შესახებ სააგენტოს ოპერატიულმა გამომძიებელმა ფსევდონიმით Cimelody-3-მ მიაწოდა. მას ფიურერზე მეგობარმა აცნობა, რომლის მტკიცებით, 1955 წლის სექტემბრის ბოლოს ჰიტლერს ნაცისტური პარტიის ყოფილი ჯარისკაცი, ფილიპ სიტროენი კოლუმბიაში შეხვდა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ფოტოც არსებობს.



„1955 წლის იანვარში ჰიტლერი ვენესუელიდან არგენტინაში გაემგზავრა. ციტროანის თქმით, ფიურერს იმედი ჰქონდა, რომ ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ მასზე ძებნა შეწყდებოდა“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

 

mediamall.ge

ნანახია: 291 | დაამატა: Admin | ტეგები: ადოლფ ჰიტლერი ცოცხალია - სი აი ეი-ი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close