მთავარი » 2017 » სექტემბერი » 22 » აირჩიე ლანდშაფტი – პასუხები
რეკლამა
8:57 AM
აირჩიე ლანდშაფტი – პასუხები

  1. თოვლიანი პეიზაჟი

თუკი თქვენ თოვლიანი პეიზაჟი აირჩიეთ რთული იდეების, ტექსტების, სიტუაციების გაშიფრვის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ. ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებებს იღებთ. გაქვთ კარგი ინტუიცია და ბუნებით მეოცნებე ადამიანი ბრძანდებით.

  1. ლურჯი ზღვის პეიზაჟი

თუკი თქვენ ლურჯი პეიზაჟი აირჩიეთ, შესანიშნავი კომუნიკაციის ნიჭი გაქვთ. ძლიერი ინტერპერსონალური უნარების წყალობით ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეგიძლიათ. ადამიანები თქვენ გვერდით უკეთესები ხდებიან. მოკლედ, მრჩევლად და მშვიდობის ელჩად ხართ დაბადებული.

  1. მწვანე მთების პეიზაჟი

თქვენ თვითგამოხატვის ნიჭი გაქვთ. რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებთ რომ მოძებნოთ სიტყვები იმის გამოსათქმელად რასაც გრძნობთ და რასაც ფიქრობთ. ეს ადამიანებს თქვენთან ურთიერთობას უადვილებს, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეთ. თქვენ ბუნებით არტისტი ხართ.

  1. ყვითელი ყვავილების პეიზაჟი

თუკი თქვენ ყვითელი ლანდშაფტი აირჩიეთ, ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ გონებაში უზარმაზარი ინფორმაციის დატევის უნარი ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე. სწორედ ამის წყალობით უამრავი იდეა და ულიმიტო კრეატივი გაქვთ. ბუნებით ფილოსოფოსი ბრძანდებით.

 

Mental.Ge

ნანახია: 372 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიე ლანდშაფტი – პასუხები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close