მთავარი » 2017 » სექტემბერი » 7 » აირჩიეთ 16 ბაყაყიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, რა გაგამდიდრებთ...
რეკლამა
9:40 PM
აირჩიეთ 16 ბაყაყიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, რა გაგამდიდრებთ...

ძველ ჩინეთში ბაყაყი სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, სიბრძნე კი ამბობდა, რომ გასამდიდრებლად ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს... განწყობის მიხედვით აირჩიეთ 16  ბაყაყიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, რა საქმიანობა გაგამდიდრებთ.

 

თუ თქვენ 1-ელ ბაყაყზე შეაჩერეთ არჩევანი...
თქვენი  გამდიდრების წყარო პროფესიულ საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. საჯარო სამსახური და  სარეკლამო სფერო დიდებას მოგიტანთ. აქ თქვენი  იდეები ეფექტურად იმუშავებს.  არ არის გამორიცხული, თქვენი გამდიდრება  ჟურნალისტიკაში საქმიანობამ, სილამაზის სალონის გახსნამ ან მოდის ბიზნესმა მოგიტანოთ. თუ ნიჭი გაქვთ,  შემოქმედებითი კარიერა სიმღერაშიც სცადეთ.

 

თუ თქვენ მე-2 ბაყაყი აირჩიეთ...
თქვენი  იდეები, აზრები, ლოგიკა  ახლებურად მომართეთ. თქვენთვის გამდიდრების და წარმატებული საქმიანობის სფერო რაციონალური სამსახურია - ფინანსების და სამართლის მიმართულებით. თქვენ კარგად მსჯელობთ და თავისუფლად ფიქრობთ. ნუ მოგერიდებათ, ეს ხმამაღლა აღიაროთ! 

 

თუ თქვენ მე-3 ბაყაყი მოგეწონათ...
თქვენთვის სიმდიდრის მომტანი რწმენაა - გულწრფელი, ღრმა და ძლიერი. არ არის აუცილებელი, რწმენა რელიგიასთან კავშირში იყოს. მთავარია, რომ თქვენ გჯერათ თქვენი ოცნების და ძალის.  გაუზიარეთ ეს სხვებსაც. შეგიძლიათ მოერგოთ ნებისმიერი საქმიანობას, რაც ხალხის დახმარებასთანაა კავშირში. კარგად გამოგივათ პედაგოგობა, ექიმობა და მღვდლობა.

 

თუ თქვენ მე-4 ბაყაყი აირჩიეთ...
თქვენი გამდიდრების შანსი გუნდური მუშაობაა. შეგიძლიათ იმუშაოთ ოფისში, საქმე აკეთოთ სახლიდან გაუსვლელად ან უხელმძღვანელოთ საკუთარ ბიზნესს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეთ რამდენიმე მოაზროვნე ადამიანი - ბავშვობის მეგობარი, მეუღლე ან პარტნიორი. მოკლედ, საიმედო ხალხი, ვინც მხარს უჭერს თქვენს იდეებს.  

 

თუ თქვენ მე-5 ბაყაყზე შეჩერდით...
თქვენი ჰობია მრავალფეროვანი კერძების კეთება, რემონტი, მებაღეობა. შეგიძლიათ გახდეთ ლამაზი მაღაზიის ან კაფის მფლობელი, ჩაერთოთ საფეიქრო წარმოებაში, იზრუნოთ მცენარეთა მოვლაზე. ერთი სიტყვით, საყოფაცხოვრებო საქმით დაკავდით.

 

თუ თქვენ მე-6 ბაყაყი მოგეწონათ...
თქვენი დევიზია „ცხოვრება მოძრაობაშია“ , ამიტომაც თუ გამდიდრება გსურთ, თქვენი პროფესია აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მოგზაურობისთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დაუთმოთ დრო სპორტს. თუ ეს თქვენი მოწოდება არ არის, მაშინ აირჩიეთ მსგავსი ჰობი. კარგია, სამომავლოდ სამოგზაურო აგენტობაზეც თუ იფიქრებთ.

 

თუ თქვენ მე-7 ბაყაყზე შეჩერდით...
მთელით ცხოვრება დადებით ემოციას ეძებთ. იმისათვის, რომ გული დაუდოთ სამუშაოს, ის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული უნდა იყოს სიამოვნებასთან. გასართობი სფეროთი ან რესტორნების ბიზნესით თუ დაკავდებით, წარმატებული იქნებით და ეს სიმდიდრესაც მოგიტანთ.

 

თუ თქვენ მე-8 ბაყაყზე შეაჩერეთ არჩევანი...
თქვენი სიმდიდრის წყარო დღესასწაულები და ფესტივალებია. შეგიძლიათ, იმუშაოთ ფოტოგრაფად, კარგად გამოგივათ გრაფიკული დიზაინი და ფლორისტობა. თქვენ არ შეგიძლიათ სუნთქვა ერთფეროვანად, ყოველდღიურობა მალე გბეზრდებათ და საინტერესო ცხოვრებას ეძებთ.

 

თუ თქვენ მე-9 სურათი მოგწონთ...
თქვენი სიმდიდრის წყარო თანაგრძნობაა. შეგიძლიათ დადგეთ კარგი ფსიქოლოგი. ამ შემთხვევაში მოთოკეთ თქვენი ემოციები. თქვენთვის ჰარმონიული იქნება ნებისმიერი შემოქმედებითი საქმე. ძალიან მოწყალე ხართ და ყოველთვის თანაგრძნობით ავსებთ ცხოვრებისგან განაწყენებულ ადამიანებს.

 

თუ თქვენ მე-10 სურათზე გამოსახული ბაყაყი აირჩიეთ...
ძალიან მომთხოვნი ხართ და ამისთვის მიზეზი არასდროს გელევათ. თუმცა, კეთილი გული გაქვთ და ამის დამალვას ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობთ. თქვენი მოწოდება საპოლიციო და სამხედრო საქმიანობაა. ასევე, ნებისმიერი სფერო, სადაც სიმკაცრეა საჭირო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ სიმკაცრის გამოჩენისას კონსტრუქციული იყოთ.

 

თუ თქვენ მე-11 სურათი მოგწონთ...
სიმდიდრეს საკუთარი ბიზნესი მოგიტანთ. თქვენ გაქვთ უნარი, მუდმივად შექმნათ რაღაც ახალი და სურვილი, შექმნათ ისეთი რამ, რაც წლების მანძილზე სიკეთეს მოუტანს ხალხს. თქვენ თვითკრიტიკულობით და პასუხისმგებელობის მაღალი გრძნობით გამოირჩევით.

 

თუ თქვენ მე-12 ბაყაყმა მოგხიბლათ...
თქვენი გამდიდრების წყაროა ყველაფერი ის, რაც ლითონს და სიჩქარეს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული საავტომობილო თუ საავიაციო ინდუსტრიასთან. თქვენთვის სისწრაფე, ხარისხი და საიმედოობა მნიშვნელოვანია. თუ ზოგჯერ ეჭვი გიჩნდებათ, რომ ბოლომდე ამოწურეთ თქვენი შესაძლებლობები, ასეთ დროს აუცილებლად უნდა დაისვენოთ.

 

თუ  თქვენ მე-13 ბაყაყზე შეაჩერეთ არჩევანი ...
თქვენთვის სიმდიდრე კეთიშობილური ზრახვებია. თქვენი ამოცანაა პოზიტიური აურის შექმნა. რასაც აკეთებთ, ყველაფერში მაქსიმალურ სითბოს და სიყვარულს დებთ. კმაყოფილდებით იმითაც კი, რომ ბევრს გასცემთ და ცოტას იღებთ.  

 

თუ თქვენ მე-14 ბაყაყი აირჩიეთ...
თქვენი სიმდიდრის წყარო იუმორის გრძნობაა. იუმორის წყალობით, უბრალოდ, შეუცვლელი ხართ. ყველა სამსახურში ბევრ მეგობარს იძენთ, რაც შემდეგ კარიერულ წინსვლაში  გეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ  წარმატების მიღწევისას ხელს შეგიშლით „შავი იუმორი“.

 

თუ თქვენ მე-15 სურათზე გამოსახული ბაყაყი მოგწონთ..
თქვენთვის სიმდიდრე მოაქვს იმ ნებისმიერ საქმიანობას, რაც მორალთან არის კავშირში. შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული ექიმი. თქვენი სინდისი სუფთაა, ვერ იტანთ ტყუილს და უზნეო საქციელს, ეს ყველაფერი მაშინვე აისახება ხოლმე თქვენს შინაგან განწყობაზე.   

 

თუ თქვენ მე-16 ბაყაყი აირჩიეთ...
თქვენი სიმდიდრის წყარო ზღვის მიღმა, შორეულ ქვეყანაშია. სხვათა შორის, თქვენს ცხოვრებაში ზღვა ყოველთვის დიდ როლს ითამაშებს. უმჯობესია, თქვენი სამუშაო ან ჰობი დაკავშირებული იყოს წყალთან. არ არის აუცილებელი, გახდეთ მეთევზე ან მეზღვაური. შეგიძლიათ, უბრალოდ, ყვინთვის გაკვეთილებით დაკავდეთ ან სახლში აკვარიუმი დაიდგათ. ეს დადებით მუხტს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 461 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ 16 ბაყაყიდან ერთ-ერთი და გა, რა გაგამდიდრებთ... | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close