მთავარი » 2018 » მარტი » 8 » აირჩიეთ ერთი სიმბოლო - ის თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე გიპასუხებთ
რეკლამა
8:09 PM
აირჩიეთ ერთი სიმბოლო - ის თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე გიპასუხებთ

სიმბოლო №1
შეწყვიტეთ ძველი პროექტის მუდმივად შემდეგისთვის გადადება. მუშაობის დრო დადგა! ყურადღება მიზნის მიღწევის გზებზე შეაჩერეთ და თქვენი პროექტი და ჩანაფიქრი რაც შეიძლება ნათლად წარმოადგინეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მის რეალობად ქცევას!
...

სიმბოლო №2
კარგა ხანია, ორი გზის გასაყართან იმყოფებით და ამის მიზეზი ერთია: თქვენზე ძლიერი გავლენა ხორციელდება. ეს გარეშე ენერგია გაიძულებთ იმის კეთებას, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ! ჯობია, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ შედეგებზე. თქვენ დაინახავთ, რომ, როგორც კი საღი გონებით და სუფთა გულით გადადგამთ ნაბიჯს, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალს იპოვით!


სიმბოლო №3
გიგრძნიათ, რომ თქვენს თავს რაღაც „ჯადოსნური“ ხდება? ნუ შიშობთ, ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ, ისწავლეთ მომენტით ტკბობა. მოიშორეთ შიშები და გაეშურეთ იმ შესაძლებლობების შესახვედრად, რომელთაც ბედი გიძღვნით.


სიმბოლო №4
გაგჩენიათ კითხვა: ვცხოვრობ თუ არა ისე, როგორც მსურს? თუკი პასუხი უარყოფითია, მაშინ დროა, შემოქმედებითი ცვლილებები დაიწყოთ! თქვენ ერთადერთი რამ გჭირდებათ - საკუთარი ინტუიციისთვის ყურის დაგდება. მალე ბევრი კარგი ამბავი გელით!


სიმბოლო №5
როცა სასურველს მიიღებთ, არ დაგავიწყდეთ სამყაროსთვის მადლობის გადახდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე დაგაკლდათ. ზოგჯერ მოგვიანებით ვხვდებით, რომ ის, რაც ასე ძალიან გვსურდა, სულაც არ ყოფილა საჭირო!

 

funtime.ge

ნანახია: 293 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ ერთი სიმბოლო - ის თქვენთვის | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close