მთავარი » 2017 » ნოემბერი » 4 » აირჩიეთ მისტიკური ცხოველი
რეკლამა
9:14 PM
აირჩიეთ მისტიკური ცხოველი

თითოეულ ცხოველს კარგად დააკვირდით, შემდეგ კი აირჩიეთ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო მიგიზიდავთ. თქვენი არჩევანის მიხედვით ნახავთ, როგორ გრძნობთ თავს სამსახურის გარემოცვაში და რა დაგეხმარებათ რთული ვითარებიდან გამოსვლაში.

 

მაშ ასე:

 

კატა
კატები დამოუკიდებელი ცხოველები არიან, მათ სიცრუის მიღმა ჭეშმარიტების დანახვა შეუძლიათ. კატა მზადაა, სახიფათო ვითარებაში დახმარება გაგიწიოთ, როცა გარემოცვისგან ტყუილის მეტს ვერაფერს ელით. ამ დროს კატა თვალებს აგიხელთ და გაუბათილებელ ფაქტებს დაგანახვებთ. თქვენ ზოგი რამის დაფარვა მოგიწევთ, ვინაიდან ისედაც ბევრი მოშურნე გახვევიათ.

ზებრა
ეს ცხოველი ძლიერ დამოუკიდებელია, თუმცა კი ჯოგური ცხოვრებით ცხოვრობს. ამის მიუხედავად, ის მოშინაურებას არ ექვემდებარება. მას ურჩევნია, საკუთარი უნიკალურობა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯოგში მისნაირად შეფერილი ბევრია. შესაძლოა, დადგა დრო, რათა თანამოაზრეები მოძებნოთ. გეყოფათ მოშორებით ყოფნა! დროა, ჩრდილიდან გამოხვიდეთ და შექმნათ თქვენი საახლობლო წრე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

 

ბუ
ბუს იდეალური წინათგრძნობა აქვს. მას შეუძლია, დაინახოს ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. დღის განმავლობაში ინტუიციით ნაკარნახები მინიშნებების გასააზრებლად დრო გამონახეთ. შესაძლოა, უძილობა გაწუხებდეთ, მაგრამ ეცადეთ, ამაშიც გამორჩენა ნახოთ. გააანალიზეთ ის, რაც არ გაძლევთ მოსვენებისა და ძილის საშუალებას. უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და შექმნილი ვითარებიდან ყოველთვის ადვილად მოძებნით გამოსავალს.

წყარო: brainum.ru

ნანახია: 391 | დაამატა: Admin | ტეგები: airchiet mistiuri cxoveli, აირჩიეთ მისტიკური ცხოველი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close