მთავარი » 2018 » ივნისი » 19 » აირჩიეთ ფერების კომბინაცია და ნახეთ, როგორი ხართ სხვისი თვალით
რეკლამა
8:18 PM
აირჩიეთ ფერების კომბინაცია და ნახეთ, როგორი ხართ სხვისი თვალით

საკუთარ თავში ხშირად ვერ ვამჩნევთ გარკვეულ თვისებებს, რომლებიც თურმე ჭარბად გვაქვს, მაგრამ ამას კარგად ამჩნევენ სხვები...

 

კომბინაცია #1

იისფერი ემოციური უსაფრთხოების შექმნას და ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სულიერში, სრულყოფილებას გთავაზობთ. თქვენ მგრძნობიარე, გულმოწყალე ბრძანდებით და სხვათა დახმარება გიყვართ.

ღია ცისფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარი სიბრძნისა და შემოქმედების დემონსტრირება გსურთ. ეს ფერი თქვენს შემოქმედებასა და სიმშვიდეს განასახიერებს.

 

კომბინაცია #2

თეთრი ნიშნავს, რომ ცხოვრებაში სიმარტივეს აფასებთ. დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი ბრძანდებით, ამასთანავე - შორსმჭვრეტელი ოპტიმისტი. თვითკონტროლი გახასიათებთ და იმპულსურად არასდროს იქცევით.

ყვითელი თქვენში მხიარულ ადამიანს აჩენს. კრეატიული, მაგრამ იმავდროულად კრიტიკის მოყვარულიც ხართ. ერთი საქმიანობიდან მეორეზე ხშირად გადაერთვებით

 

კომბინაცია #3

ფირუზისფერი თქვენს მეგობრულობაზე მიგვითითებს. გულმოწყალე და მზრუნველი ადამიანი ხართ. განვითარებული ინტუიცია და სულიერი განვითარებისკენ მიდრეკილება გახასიათებთ. ამასთანავე, მაღალი თვითშეფასების უნარი გაქვთ და გადაწყვეტილებებს წარმატებით იღებთ.

ვარდისფერის არჩევა თქვენში მოყვარულ, კეთილ და მგრძნობიარე ადამიანს წარმოაჩენს. დედობრივი ინსტინქტი გაქვთ და სხვა ადამიანებზე ზრუნვა გსიამოვნებთ. რომანტიკული და მგრძნობიარე ბრძანდებით.

 

კომბინაცია #4

საიმედო ადამიანი ხართ და თქვენი ნდობა შეიძლება. იმპულსურობა არ გახასიათებთ. ლაპარაკის წინ დაფიქრება გჩვევიათ. პასუხისმგებელი ხართ. თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიასა და მშვიდობას აფასებთ.

წითელი ფერი თქვენს თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმზე მიუთითებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ. თქვენ ბევრ ენერგიას ასხივებთ. ამბიციური და კონკურენტუნარიანი ხართ. საკუთარი ოცნებების ასრულების კი არასდროს გეშინიათ.

 

წყარო

ნანახია: 204 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ ფერების კომბინაცია და ნახეთ, როგორი ხართ სხვისი თვალით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close