მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » აირჩიეთ ფინჯანი და გაიგეთ, რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში
რეკლამა
9:34 AM
აირჩიეთ ფინჯანი და გაიგეთ, რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში

თუ ერთზე ვერ ჩამოყალიბდით, აირჩიეთ ორი ფინჯანი, რომლებიდანაც უფრო მეტად გესიამოვნებათ ჩაის ანდა ყავის დალევა...

 

№1 
თქვენ ექსტრავაგანტური, პოზიტიური და გულითადი ხასიათი გაქვთ. ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავთ და ეს თქვენზეც დადებითად მოქმედებს. სამსახურის შემდეგ გიყვართ ფილმების ყურება და მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა, თუმცა კარგი იქნება, პირად ცხოვრებასა და რომანტიკულ თავგადასავლებსაც დაუთმოთ დრო.

 

№2
თქვენ ხარისხს ამჯობინებთ რაოდენობას და ყველაფერში კლასიკას აფასებთ. დელიკატური ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს ტრადიციიდან გადახვევა. გონების ანალიზით გიყვართ ყველაფრის კონტროლი. ფრთხილად იყავით, ვინაიდან ზოგჯერ იმათ ენდობით, ვინც თქვენს ნდობას არ იმსახურებს. 

 

№3
გსიამოვნებთ, როცა ვინმესთვის სასარგებლო ხართ. სამუშაოზე წარმატებებს აღწევთ, სახლში კი ყველაფერი პირიქითაა. პირად ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლი გსურთ, მაგრამ წონასწორობის მოძებნა გიჭირთ და ამიტომ ხშირად ნერვიულობთ. საკუთარ ქმედებებზე დაფიქრება და მეტი მოთმინების გამოჩენა გმართებთ.

 

№4
თქვენ ყოველთვის სადღაც გეჩქარებათ. თქვენთვის დღე-ღამეში 24 საათი საკმარისი არაა. საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა არ გიყვართ. ამიტომ ცდილობთ, საკუთარ თავს რაიმე საქმე გამოუძებნოთ. თქვენ დისციპლინირებული ხართ, მაგრამ დაფიქრდით, სინამდვილეში რა გსურთ ცხოვრებისგან. ხშირად ეკონტაქტეთ ადამიანებს, ეს თქვენ შთაგონებას შეგძენთ. ცოტა ხნით შეჩერდით და დატკბით სამყაროთი.

 

№5
თქვენ ჩაფიქრებული და კეთილი ხართ, მაგრამ ცხოვრებაში ემოციები არ გყოფნით. არ იცით, რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სარგებლობის მოტანა გსურთ. უნდა გაერკვეთ, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება.
თქვენთვის მთავარია ადამიანები და განსაკუთრებით ცხოველები. გიყვართ სიცოცხლე და აფასებთ დასვენებას, მაგრამ კარგი იქნება, თუ სამუშაოსაც შეიყვარებთ. თავი აუცილებლად საჭიროდ და დაფასებულად უნდა იგრძნოთ.

 

№6
თქვენ შრომისმოყვარე და ცვალებადი ადამიანი ხართ და საკუთარი გრძნობების გამოვლენა არ გიყვართ. გჯერათ, რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ. თქვენთან ურთიერთობისას ბევრს თქვენი უბრალოება მოსწონს.
ცხოვრების აზრს ნაღველში ეძებთ და მას მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ. სინამდვილეში კი დეპრესია თქვენს ცხოვრებას არ აღრმავებს, ამიტომაც მათზე სჯობს, უარი თქვათ.

 

№7 
თქვენ ხშირად ნერვიულობთ, ცდილობთ, ყოველთვის შორს გაიხედოთ, სიურპრიზები თავიდან აირიდოთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. სერიოზული ურთიერთობები გაშინებთ. ნუ გეშინიათ ოცნებების, იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იპოვეთ ის, რაც მართლა გახარებთ. 

 

№8
ამოუცნობი ადამიანი ხართ, ნოვატორული იდეებით სავსე. საქმის ერთგული ხართ და არც ინტელექტი გაკლიათ - ერთია, საკუთარი ინტუიციის ნდობა უნდა ისწავლოთ და საკუთარ ცხოვრებაში სიახლეები თამამად  შეიტანოთ. 

 

№9 
მოგწონთ, როცა ადამიანებს უყვარხართ და გაღმერთებენ. ყოველთვის ზრდილობიანი ხართ, რაც განსაკუთრებულ ძალას გმატებთ. თუმცა ზოგჯერ ეგოისტური მოქმედებები გახასიათებთ, რაც თქვენს იმიჯს ზიანს აყენებს. საკუთარი თავის სიყვარული კარგია, მაგრამ არა - სხვების ხარჯზე. გარშემო მიმოიხედეთ და დაინახეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ არსებობს.

 

№10
დროს ფუჭად არასდროს ხარჯავთ და სიახლეებისთვის მზად ხართ. თანმიმდევრული და გულმოდგინე მუშაობა შეგიძლიათ. არც განათლება გაკლიათ და ლაპარაკიც გეხერხებათ, მაგრამ ახალი საქმისთვის ხელის მოკიდება გაშინებთ. გახსოვდეთ, რომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია.

 

№11
მხიარული და გონებამახვილი ხართ. ხშირად ეჭიდებით მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ შუა გზაზე ტოვებთ, რადგან გულის სიღრმეში საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ და ყველაფერში მხარდაჭერას ეძებთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და მოვლენებს უფრო მარტივად შეხედოთ. ყველაფერი გამოგივათ.

 

№12 
თქვენ მხიარული ხართ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებთ. ადამიანებს უყვარხართ და თქვენს სიახლოვეს ყოფნაც სიამოვნებთ. ბედნიერი ხართ, როცა სხვებს აბედნიერებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ! ზოგჯერ დეპრესია გიტევთ და ამის მიზეზი ის არის, რომ ხმაურიანი კამპანიების მიუხედავად, რეალურად ხშირად ხართ მარტო.

 


№13
თქვენ ხშირად ნერვიულობთ სხვა ადამიანების ბედზე, მაგრამ ყოველთვის არ იცით, როგორ დაეხმაროთ. ზოგჯერ ახალი გარემო გაშინებთ. ხშირად იხედებით უკან და წარსულში დაბრუნებაზე ოცნებობთ. საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს სდებთ ბრალს, მაგრამ გახსოვდეთ: საკუთარი ბედის მჭედელი თავად ხართ.

 


№14 
კარგად ცხოვრება გიყვართ, გიყვართ მეგობრები, ახლობლები, მათთან ერთად გართობა. ცხოვრებისგან ბევრის მიღება უკვე დღეს გსურთ, თუმცა მოულოდნელად, სიურპრიზად. ვერ წარმოგიდგენიათ, რომ თავად შეძლებთ იმის გაკეთებას, რაზეც ოცნებობთ. აუცილებლად უნდა დაიჯეროთ, რომ ხვალინდელი დღის ბატონ-პატრონი თავად ხართ და სხვის დახმარებას არ უნდა ელოდოთ. 

№15
ენერგიით სავსე ხართ. ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანების გართობა გიყვართ. ცდილობთ, შანსი არ გაუშვათ ხელიდან და თავგადასავლების გმირი იყოთ. თქვენ კეთილი ხართ, მაგრამ სხვა ადამიანების სიკეთეს ძნელად ენდობით. ეცადეთ, ემოციები არ დაფაროთ და ზოგჯერ მაინც პირდაპირ თქვათ სათქმელი.

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 841 | დაამატა: Admin | ტეგები: რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში, აირჩიეთ ფინჯანი და გაიგეთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close