მთავარი » 2018 » მარტი » 13 » აირჩიეთ რუნა და მიიღეთ მნიშვნელოვანი შეტყობინება!
რეკლამა
9:30 PM
აირჩიეთ რუნა და მიიღეთ მნიშვნელოვანი შეტყობინება!

რუნები ძველი გერმანული დამწერლობის ნიშნებია, რომლებსაც მისტიკური შინაარსი აქვს. აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს.

 

1 - EHWAZ: ეს რუნა მოძრაობის სიმბოლოა და მიგვითითებს იმაზე, რომ უკვე დროა, ნაბიჯი წინ გადავდგათ. შესაძლოა, ნაკლები ფიქრი და მეტი მოძრაობა იყოს საჭირო.

 

2 - OTHALA: ეს რუნა საოჯახო კავშირების განმტკიცების სიმბოლოა. შესაძლოა, თქვენი ოჯახი ფართოვდება ან ურთიერთობას გაჯანსაღება ესაჭიროება.

 

3 - URUZ: ეს რუნა ძალის სიმბოლოა და მოგვიწოდებს, საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საკუთარ ხელში ავიღოთ. ის, ასევე, ნაყოფიერებისა და სექსუალური ენერგიის ზრდის სიმბოლოცაა.

 

4 - GEBO: ეს რუნა კეთილდღეობის სიმბოლოა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოულოდნელი ბედნიერება გეწვევათ! ეს ერთ-ერთი იღბლიანი სიმბოლოა და სამყაროს სიუხვეზე მიგვითითებს.

 

5 - HAGALAZ: ეს რუნა ქარიშხლის სიმბოლოა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილება ხდება. დადგა დრო, კვლავ შეიყვაროთ საკუთარი თავი.

 

6 - ALGIZ: ეს რუნა დაცვის სიმბოლოა და თქვენ მიმართ ღვთიურ ხელმძღვანელობასა და დაცვაზე მიუთითებს. ასევე, საკუთარ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოთ.

 

7 - RAIDHO: ეს რუნა მოგზაურობის სიმბოლოა. თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, ეს მოგზაურობა შემეცნებითად ძალიან საინტერესო იქნება.

 

8 - BERKANA: ეს რუნა განკურნების სიმბოლოა და ახალი ცხოვრების დაწყებისკენ მოგიწოდებთ. წარსული წარსულში უნდა დატოვოთ და საკუთარი სიძლიერე ახლიდან უნდა ააგოთ.

 

9 - TEIWAZ: ეს რუნა დისციპლინის სიმბოლოა. დადგა დრო, დეტალებს ჩაუღრმავდეთ და გადაწყვეტილებები სპონტანურად არ მიიღოთ.

 

10 - Mannaz: ეს რუნა პრობლემებზე მიუთითებს. ცხოვრებაში ზოგიერთ ურთიერთობას აუცილებლად უნდა გადახედოთ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 316 | დაამატა: Admin | ტეგები: airchiet runa, miiget shetyobineba, აირჩიეთ რუნა და მიიღეთ მნიშვნელოვან | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close