მთავარი » 2017 » სექტემბერი » 3 » აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ რა გაკლიათ ცხოვრებაში?
რეკლამა
9:25 AM
აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ რა გაკლიათ ცხოვრებაში?

ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას გრძნობთ ამ ეტაპზე და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრებაში, რათა პროპბლემები ადვილად დაძლიოთ. 

1. შავი სანთელი- ბევრი ადამიანი შავს ბოროტებისა და უბედურების ფერად მიიჩნევს, მაგრამ ამ შემთხვევაში შავი სანთელი ადამიანის სიძლიერეს გამოხატავს, რომელსაც ვერასოდეს დაძლევს რაიმე ნეგატიური ან ბოროტი ძალა. სწორედ ამიტომ, თუკი ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი გიდგათ, უკან დახევას არ გირჩევთ, პირიქით მთელი ძალებით შეეჭიდეთ სირთულეებს და შედეგიც არ დააყოვნებს! 

2. იასამნისფერი სანთელი-ეს ფერი ხელს უწყობს შინაგანი ენერეგიის გაზრდასა და სულის გაძლიერებას, ამ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, აშინებთ სამყარო. საჭიროა საკუთარ თავთან მეტი მუშაობა და პიროვნული აღქმის ამაღლება. 

3.თეთრი სანთელი- თეთრი ფერი არის სულიერი სიწმინდის სიმბოლო, ის წმენდს აზრებს და ცხოვრების მიზანს ნათელს ხდის, თუკი თეთრი ფერის სანთელი აირჩიეთ, გირჩევთ თქვენ საქმიანობაში(რასაც არ უნდა აკეთებდეთ), იყოთ ღია და პატიოსანი, ეს წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ. 

4.ლურჯი სანთელი-ლურჯი ფერი ფიზიკური შესაძლებლობების სიმბოლოა, ის პოზოტიურ განწყობას ზრდის და ვიბრაციის მსგავსად გადადის გარშემომყოფებზე. ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას. თუკი თქვენ მორალურ დაღლას გრძნობთ, ეს ფერი სიმშვიდისა და კოფორტის მოპოვებაში დაგეხმარებათ. 

5.მწვანე სანთელი-ინდურ მედიცინაში მწვანე ფერი წარმოადგენს გულის ჩაკრას. ეს ფერი გამოხატავს სამყაროს და ბუნების დაბადების პერიოდს. 

6.ყვითელი სანთელი-ყვითელი ფერი ასოცირდება კომუნიკაციათან და სიზუსტესთან. 
ამ ფერს ყველაზე მეტად დადებითი გავლენა აქვს ტვინის იმ წერტილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ზემოთ ნახსენებ თვისებებზე. 

7.წითელი სანთელი-წითელი ფერი ასოცირდება გამბედაობასთან, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა აგრესიასაც გამოხატავდეს, მაგრამ მასში იგულისხმება მუხტი და ენერგია, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

 

წყარო: Dainteresdit.Ge

ნანახია: 1849 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ რა გაკლია | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close