მთავარი » 2017 » სექტემბერი » 26 » აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ, რა გაკლიათ ცხოვრების ამ ეტაპზე? (ტესტი)
რეკლამა
8:53 PM
აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ, რა გაკლიათ ცხოვრების ამ ეტაპზე? (ტესტი)

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამა თუ იმ ფერის არჩევისას, გარკვეული გრძნობებისა თუ მდგომარეობის უკმარისობის კომპენსირებას ვცდილობთ. ეს მარტივი ტესტი ამ უკმარისობასაც გაჩვენებთ და ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნაშიც დაგეხმარებათ.

 

მაშ ასე, აირჩიეთ სანთლის ფერი და გაეცანით მის მნიშვნელობას:

 

1. შავი სანთელი
ბევრი ფიქრობს, რომ შავი ბოროტებისა და უბედურების ფერია, მაგრამ სინამდვილეში ეს ფერი ხშირად ამ სამყაროდან წასულ ადამიანებთან ასოცირდება. ამიტომ, თუკი შავი სანთელი აირჩიეთ, ცხოვრებაში დაკარგული ადამიანების დანაკლისს განიცდით.

 

2. იასამნისფერი სანთელი
ეს შეფერილობა შინაგანი ენერგიის მომატებასა და სულიერ სიმშვიდეს უწყობს ხელს. ამ ფერის სანთელს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც თავდაჯერებულობა აკლიათ და მუდმივ დაღლას გრძნობენ. იასამნისფერი დაგეხმარებათ ამ შეგრძნების ოდნავ შემსუბუქებასა და თვითშეფასების ამაღლებაში.

 

3. თეთრი სანთელი
ეს სულიერი სიწმინდის სიმბოლოა. ასუფთავებს გონებას და იძლევა მკვეთრ წარმოდგენას ცხოვრებისეულ მიზნებზე. ფსიქოლოგები გირჩევენ, თეთრი ფერის სანთელი იმ დროს აანთოთ, როდესაც თვითანალიზით ხართ დაკავებული. მისი დახმარებით სიტუაციაში მარტივად გაერკვევით და პროცესიც მეტად პროდუქტიული იქნება.

 

4. ცისფერი სანთელი
ეს ფერი ფიზიკურ შესაძლებლობებთან ასოცირდება. ის, ასევე, აძლიერებს თქვენ გარშემო დადებითი ვიბრაციის დონეს და აუმჯობესებს განწყობას. თუკი თავს მორალურად სუსტად გრძნობთ, აუცილებლად აანთეთ ცისფერი სანთელი და შეიქმენით სამკურნალო ატმოსფერო.

 

5. მწვანე სანთელი
ინდურ მედიცინაში მწვანე ფერი გულის ჩაკრას წარმოადგენს. ეს ფერი გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი სამყაროდან თავს გარიყულად გრძნობს.

 

6. ყვითელი სანთელი
ყვითელი კომუნიკაბელურობასა და გონიერებასთან ასოცირდება. მას ტვინზე უდიდესი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია. თუკი სწავლით ან თვითგანვითარებით ხართ დაკავებული, აუცილებლად აანთეთ ყვითელი სანთელი.

 

7. წითელი სანთელი
გახსოვთ ფრენკ ბაუმის ლეგენდარული ზღაპრიდან „ოზის ჯადოქრიდან“ ლომი, რომელსაც სითამამე არ ჰყოფნიდა? სიმამაცის სასმელი, რომელიც მას შესთავაზეს, წითელი ფერის იყო. გარდა ნეგატიური დანიშნულებისა (სიბრაზე, საფრთხე, ბოროტება), წითელი პოზიტიურ დანიშნულებასაც ატარებს. ცეცხლი არა მხოლოდ გამოგცდით, არამედ გაგათბობთ კიდეც.

წყარო: marketium.ru

ნანახია: 613 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ სანთელი და გაიგეთ, რა გაკლიათ ცხოვრების ამ ეტაპზე? (ტე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close