მთავარი » 2017 » სექტემბერი » 4 » აირჩიეთ სავარძელი (ფსიქოლოგიური ტესტი)
რეკლამა
11:25 PM
აირჩიეთ სავარძელი (ფსიქოლოგიური ტესტი)

მაშ ასე:

1. პირველი სავარძელი ბიზნესმენის სავარძელია. თქვენ ძლიერი, შრომისმოყვარე, რაციონალური და ანგარიშიანი ადამიანი ხართ, რომელმაც თუკი იცის, „რატომ“, აუცილებლად ეცოდინება „როგორ“. გაქვთ კარგი ნებისყოფა. დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერაც არ უნდა დაეცეთ, იმდენჯერ წამოდგებით! სწორედ ამ დაჟინებულობის გამო უამრავ წარმატებას მიაღწევთ, თუ უკვე მიჩვეული არ ხართ! რასაც არ უნდა ამბობდნენ გარშემომყოფები, თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და ოპტიმიზმს ასხივებთ. სხვა ადამიანებისთვის აუცილებლად იქცევით წარმატების ისტორიად და მოტივაციად. 

2. ეს მენტორის სავარძელია, გურუს, სულიერი მასწავლებლის. თქვენ გაქვთ უნარი, საკუთარი ორატორული ნიჭის წყალობით გზაზე დააყენოთ ადამიანები. ძალიან დიდ სულიერ მარაგს ფლობთ და თქვენი მსმენელები ნამდვილად მოიგებენ. თქვენი ხასიათის ყველაზე ძლიერი მხარე სულიერი წონასწორობის შენარჩუნების უნარია. მშვიდი, კეთილი და მგრძნობიარე ხართ. გესმით ადამიანების და დამამშვიდებლად მოქმედებთ მათზე. წყობილებიდან გამოსული ნებისმიერი ადამიანის დაწყნარება შეგიძლიათ. სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობთ და საკუთარი თავითაც ნამდვილად არ ბრძანდებით უკმაყოფილო. 

 


3. ეს გამომგონებელი ადამიანის სავარძელია. თქვენ კრეატიული, ენერგიული ადამიანი ხართ და კარიერასაც თუ ისეთს აირჩევთ, სადაც თქვენი გენიალური იდეების გამოყენების საშუალება გექნებათ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. თქვენ შემოქმედი ხართ, უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ შექმნის პროცესი. თქვენ გიჟდებით ექსპერიმენტებსა და ახალ-ახალი გამოცდილებების მიღებაზე. 

4. ეს კრიტიკოსის სავარძელია. თქვენ კარგად აღზრდილი ადამიანი ხართ. შეგიძლიათ, საინტერესო ადამიანებთან მთელი დღე იმსჯელოთ, ისაუბროთ, იხუმროთ… აფასებთ კარგ მანერებსა და ჩაცმულობის დახვეწილ სტილს. გიყვართ სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენა და მაქსიმალურად ცდილობთ, ყველა მოხიბლოთ, რათა კარგ ტიპად მიგიღონ. ერთი შეხედვით, შეიძლება, მაღალი წრის სნობის შთაბეჭდილებასაც ტოვებთ. ვაღიაროთ - თქვენ ხომ ყოველთვის ყველაფერი უმაღლესი ხარისხის გსურთ! ეგებ მოგწონთ კიდეც ეს სტატუსი.

5. ეს ფსიქოლოგის სავარძელია. უფრო მეტად მოსმენა, კითხვების დასმა და ფიქრი გიყვართ, ვიდრე ლაპარაკი, ამიტომ კარგად ერკვევით ადამიანებში. ძალიან ცნობისმოყვარე და ინიციატივიანი ხართ. გიჟდებით ცხოვრებისეულ ისტორიებზე. შეგიძლიათ, მთელი დღე „იბაროთ“ აღსარებები და გაფაციცებულმა ისმინოთ სხვების ცხოვრების ამბები. არა, თქვენ არ ჭორაობთ, უბრალოდ, ცხოვრება გაინტერესებთ და ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა ცხოვრებაში და, ზოგადად, ადამიანებში გასარკვევად. ერთი შეხედვით წყნარი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა სინამდვილეში ძალიან აქტიური ხართ, ანალიტიკური გონება გაქვთ და გიჟდებით ურთიერთობებზე. 

6. თქვენ მოგზაურის სკამი აირჩიეთ. თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ, მთელი ცხოვრება ხეტიალში, თვითმფრინავებში, მანქანებსა თუ მატარებლებში გაატაროთ. გიყვართ სიახლეებთან, სხვადასხვა ქვეყნის თუ ხალხების კულტურასთან ზიარება. ფანჯარასთან ზიხართ, ახალ თავგადასავალთან შესახვედრად მიიჩქარით და ხედებით ტკბებით – აი, თქვენი ბედნიერება. ავანტიურისტი და სიახლეებს დახარბებული ადამიანი ხართ. ერთფეროვნება მალე გწყინდებათ და ცდილობთ, სულ მოძრაობაში იყოთ. ეს არის თქვენი ენერგიისა და ძალების აღდგენის საშუალება. მაშინაც კი, როცა ერთ ადგილას გიწევთ გაჩერება, გონებით შორეულ ქვეყნებზე ოცნებობთ. 

7. რომანტიკოსის სავარძელი აგირჩევიათ! ალბათ, პოეზია, ცვაიგი და რომანები მოგწონთ. გიყვართ მელოდრამა, კიდევ - თვალების დახუჭვა და ოცნება. თქვენ მეოცნებე ხართ, ძალიან კარგი წარმოსახვის მქონე, ხელოვნებისადმი მიდრეკილი ადამიანი. სპონტანურობა გახასიათებთ, არასდროს მიდიხართ იქ, სადაც თავიდან აპირებდით, ხშირად გადაუხვევთ ხოლმე გზიდან. ზოგჯერ იმდენად ეფლობით საკუთარ სამყაროში, ირგვლივ რა ხდება, გავიწყდებათ. ძალიან მრავალმხრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ცოტა გაურკვეველი იმიჯი გაქვთ, არც ისე ადვილად აღსაქმელი. ერთი შეხედვით შეუძლებელია იმის მიხვედრა, რა ტიპი ხართ. ცოტა თვითდისციპლინის განვითარებასა და ნებისყოფის გამომუშავებას თუ მოახერხებთ, თქვენგან მშვენიერი მწერალი დადგება. 

8. სწავლულის სავარძელი! შეგიძლიათ, ისეთი წიგნები იკითხოთ და ისეთ რამეებზე იფიქროთ, სხვები ტვინს რომ იღრძობენ ხოლმე. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო მეტად გაინტერესებთ. კირკიტა და პრინციპული ხართ. სანამ არ „ამოთხრით“, ვერ ისვენებთ. შეგიძლიათ, შეუსვენებლივ იმუშაოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ, რასაც აკეთებთ. რაც უფრო მეტია ინტრიგა, მით უფრო მეტად ებმებით ხაფანგში. ერთი შეხედვით შეიძლება ისეთ შთაბეჭდილებას ახდენთ, თითქოს, ბოდიში და, ფეხებზე გკიდიათ მთელი სამყარო, არადა პირიქით, ისეთი ცხოველი ინტერესის გამოჩენა შეგიძლიათ, სწავლულებს შეშურდებათ. თუკი რამემ გაგიტაცათ, საკითხს იმდენ ხანს ქექავთ, რომ დისერტაციის დაცვას მოახერხებთ, თანაც შესაძლოა, პროფესორებზე უკეთაც. წარმატებასაც მხოლოდ ისეთ სამსახურში მიაღწევთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ. 

9. ფილოსოფოსი! არა, არ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მოაზროვნის პოზაში, იდაყვით მუხლს დაყრდნობილი და სევდიანად ჩაფიქრებული. უბრალოდ, ცხოვრებასთან ძალიან ფილოსოფიური დამოკიდებულება გაქვთ. მიგაჩნიათ, რომ ყველაზე ძვირფასი და მთავარი მონაპოვარი ადამიანის ბედნიერებაა. ცდილობთ, ყველაფრით იხაროთ, პატარ-პატარა რამეებით დატკბეთ, მაქსიმალური მიიღოთ ყველაფრისგან. ცხოვრება თქვენთვის გართობაა, ტკბობაა. თქვენ ირგვლივ სხვა ადამიანებსაც არ აძლევთ მოწყენის საშუალებას. დიდი პოზიტივი ხართ, მხიარული და განსაკუთრებული. თქვენი ორიგინალურობისა და უნიკალურობის გამო გარშემომყოფებში ექსცენტრიკული, თუმცა საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 848 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ სავარძელი (ფსიქოლოგიური ტეს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close