მთავარი » 2017 » ნოემბერი » 4 » აირჩიეთ სავარცხელი და გაიგეთ, რით განსხვავდებით სხვა ქალებისგან
რეკლამა
8:32 AM
აირჩიეთ სავარცხელი და გაიგეთ, რით განსხვავდებით სხვა ქალებისგან

ქალის ხასიათი ყველაფერში ჩანს, მათ შორის იმაშიც, როგორ საგნებს არჩევს... 

 

 

1 - ნიმფა
ქალურობისა და სინაზის განსახიერება ხართ, მამაკაცისთვის - შთაგონების წყარო. ნაზი ღიმილით, წყნარი საუბრითა და კარგი მანერებით გარშემომყოფთ ატყვევებთ.  სხვის საქმეებში ჩარევა და კამათი არ გიყვართ.
ტანსაცმელი მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს თვისებებს. თქვენს გარდერობში ძირითადად ჰაეროვანი კაბები, ბლუზები და ქვედაბოლოებია. არ გიხდებათ საოფისე სამსახური, ამიტომაც ირჩევთ ხელოვნებას, ბავშვების მოვლასა და ქველმოქმედებას.

2 - დამოუკიდებელი
მკაცრი და პირდაპირი. არასდროს არ გაურბიხართ პასუხს. იცავთ საკუთარ აზრს და არ ღალატობთ საკუთარ პრინციპებს. სწორედ ამიტომ თქვენთან მეგობრობა სიამოვნებაა. მამაკაცებთან თავი თანასწორად გიჭირავთ და საკუთარი სისუსტეების გამომზეურება არ გიყვართ. საკმაოდ დამოუკიდებელი ხართ.
თქვენთვის ყველგან და ყველაფერში კომფორტი მთავარი არაა. გარდერობში ლამაზ და მოუხერხებელ ფეხსაცმელს არ აჩერებთ, ამგვარი მსხვერპლისთვის ეფექტის მოსახდენადაც კი ჯერ მზად არ ხართ. 

3 - მომხიბლავი ბუნებრიობა
სხვა ქალებისგან თქვენი სიკეთითა და გულღიაობით გამოირჩევი. მერე რა, თუ ზოგიერთს უბრალო ქალად მიაჩნიხართ, თქვენ ხომ იცით, რა ღრმა და ნათელი სულის პატრონიც ხართ. არ იმახსოვრებთ წყენას და არ აგროვებთ უარყოფით ემოციებს. ეს ჰარმონიასა და სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას გაძლევთ.
თქვენ კარგი დიასახლისი ბრძანდებით და ყოველთვის თბილად იღებთ სტუმრებს. დედობა თქვენთვის უდიდესი ბედნიერებაა. ყველა ტიპის ქალებს შორის ყველაზე ბრძენი ხართ.

4 - მინიმალისტი
იდეალური წესრიგი გიყვართ. როგორც ბინაში, ისე აზრებში ყველაფერი ლამაზად უნდა იყოს დაწყობილი. არ ავსებთ სივრცეს უაზრო ნივთებით. ფინანსებს ძალიან სწორად ანაწილებთ. მოგზაურობა, განათლება, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა - ამაზე ფული არ გენანებათ. ცხოვრების თანამგზავრსა და მეგობრებს ძალიან დაკვირვებით არჩევთ. არაფერი ზედმეტი! - აი, თქვენი დევიზი. გარდერობში მხოლოდ ხარისხიანი, პრაქტიკული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაქვთ. 

5 - ავანტიურისტი
თავისუფლება გიყვართ. რუტინას ვერ ეგუებით, ამიტომ ცდილობთ, ვითარება ხშირად შეიცვალოთ - აადგილებთ ავეჯს, გიყვართ ექსპერიმენტები გარეგნობაში. თქვენს ხასიათთან შეგუება ბევრს უჭირს, ამიტომაც გარს მხოლოდ ნამდვილი მეგობრები გახვევიათ. თუმცა, მთელი რიგი ღირსებები გაქვთ. სიკეთეს ასხივებთ და დასახმარებლად ყოველთვის მზად ხართ. 

6 - ქალი-კონსერვატორი
თქვენთვის სტაბილურობა ყველაზე მთავარია. თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენი გზით, ერთგული ხართ საკუთარი გემოვნებისა და შეხედულებების. ნებისმიერი სიახლე და ცვლილება გაღიზიანებთ. კომფორტის ზონიდან თქვენი გამოტყუება საკმაოდ ძნელია. გირჩევთ, უფრო მოქნილი გახდეთ - ეს ეხება სტილს, ყოფას, ურთიერთობებს. ამით თქვენს ყოველდღიურობას საინტერესო ელფერს შესძენთ.

7 - ბიზნესლედი
ყველაფრის გაკონტროლებას ხართ მიჩვეული. ოჯახშიც უფროსობთ. ყველამ იცის, რომ თქვენთან ხუმრობა არ შეიძლება. ამის გამო მეგობრები ცოტა გყავთ და მათ შორის უმეტესობა თქვენი მსგავსია. ტანსაცმელში სწორი და მკაცრი სილუეტები, ძვირფასი ქსოვილები და აქსესუარები მოგწონთ. ყოველთვის მოხდენილად გამოიყურებით. პირად ცხოვრებაზე დრო მუდმივად არ გყოფნით, ამიტომაც დიდხანს ხართ მარტო. პარტნიორს მაღალ მოთხოვნებს უყენებთ და ამიტომ სიყვარულს უფრო სიმწიფის ასაკში იპოვით.

 

FunTime.Ge

ნანახია: 295 | დაამატა: Admin | ტეგები: რით განსხვავდებით სხვა ქალებისგან, აირჩიეთ სავარცხელი და გაიგეთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close