მთავარი » 2017 » სექტემბერი » 12 » აირჩიეთ სიმბოლო... (ფსიქოლოგიური ტესტი)
რეკლამა
11:27 PM
აირჩიეთ სიმბოლო... (ფსიქოლოგიური ტესტი)

სიმბოლოებს თავისი მნიშვნელობა აქვს და მას ადამიანები შემთხვევით სულაც არ ირჩევენ. გაეცანით ტესტს და შეარჩიეთ სიმბოლო, რომელმაც ყველაზე მეტად მიგიზიდათ. 

 

თუ თქვენ პირველი სიმბოლო მოგწონთ...
განტვირთვისთვის ზღვის ბრიზი და მზიანი ამინდი გჭირდებათ. ყველაზე გიჟურ სიტუაციებშიც კი შეგიძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება. ყველას მოსწონხართ - იმიტომ, რომ თბილი და მეგობრული ადამიანი ხართ. 

 

 

 

თუ თქვენ მეორე სიმბოლო მოგწონთ...
ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. მათი მართვა შეგიძლიათ, მაგრამ ამ უნარს იშვიათად იყენებთ. ძალაუფლების სურვილს თქვენი ინტელექტი ებრძვის და აბალანსებს. სულიერება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავს ბედნიერად გრძნობთ  ჩაის/ყავის ჭიქასთან და საინტერესო წიგნთან ერთად. 

 

 

 

თუ თქვენ მესამე სიმბოლო მოგწონთ...
ცივი და უკარება ხართ. ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ. ზოგიერთს შიშსაც კი გვრით. კარგი ინტუიციის გრძნობა და გემოვნება გაქვთ. გყავთ ან ოდესმე მაინც გყოლიათ კატა, რომლის მიმართაც მზრუნველო და მოსიყვარულე ხართ/იყავით. 

 

 

 

თუ თქვენ მეოთხე სიმბოლო მოგწონთ...
თქვენი ცხოვრება დაუსრულებელი წვეულებაა. ადამიანებს მოსწონთ თქვენი გიჟური ბუნება. თითქმის შეუძლებელია, გამოიცნონ რას გეგმავთ. ერთი შეხედვით კომუნიკაბელური ხართ და არც აუდიტორიის წინაშე გიჭირთ გამოსვლა, სინამდვილეში კი უცნობ ადამიანებთან საუბრისას ღელავთ, არ გინდათ მათზე ცუდი შთაბეჭდლება დატოვოთ. 

 

 

 

თუ თქვენ მეხუთე სიბოლო მოგწონთ...
ნაადრევად გამოხვედით ღრუბლებში ფრენის ასაკიდან. რაციონული და პრაქტიკული ხართ. ფულის უაზროდ ხარჯვისგან თავს იკავებთ, რასაც ხშირ შემთხვევაში თქვენს სიძუნწეს მიაწერენ. რა თქმა უნდა, ხალხის ეს კატეგორია ცდება. ცოტას საუბრობთ, მაგრამ ყოველთვის ჭკვიანურად. ზოგჯერ ფიქრობთ, რომ მოსაწყენი ხართ. სინამდვილეში სასიმაოვნოა ჩამოყალიბებულ ადამიანთან ურთერთობა, რომელმაც იცის ცხოვრებისგან რა სურს. 

 

 

 

თუ თქვენ მეექვსე სიმბოლო მოგწონთ...
შეგიძლიათ ძლიერი სიყვარული და ერთგული მეგობრობა. გადარდებთ ქვეყნის ბედი და ინტერესდებით პოლიტიკით. გიყვართ მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ხშირდ ესწრებით კონცერტებს. კარგი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან.

 

FunTime.Ge

ნანახია: 510 | დაამატა: Admin | ტეგები: აირჩიეთ სიმბოლო... (ფსიქოლოგიური ტე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close