მთავარი » 2017 » სექტემბერი » 14 » აირჩიეთ ჟესტი და გაიგეთ, რითი გამოირჩევით სხვებისგან
რეკლამა
9:35 PM
აირჩიეთ ჟესტი და გაიგეთ, რითი გამოირჩევით სხვებისგან

  • ჟესტი „ა“

    შენ გულის გადახსნა არ გიყვარს, ყველაფერს შიგნით ინახავ. ხშირად ეს შენში თავდაუჯერებლობას იწვევს.  შენ ყოველთვის უფრო მეტად სხვებზე ზრუნავ. თუ შეგიყვარდა, მაშინ მოუთმენელი  და შენი თაყვანისცემის ობიექტზე დამოკიდებული ხდები.

  • ჟესტი „ბ“

    გარშემომყოფებს ტაქტიკურ და გამგებიან ადამიანად მიაჩნიხარ. და არცთუ ტყუილად, ვინაიდან   მოსმენა შეგიძლია და ნდობასაც იწვევ. მეგობრული და კეთილი ხარ. სხვა ადამიანები ამას მაშინვე გრძნობენ.

  • ჟესტი „გ“

    შეიძლება ითქვას, რომ ეგოისტი ხარ. საკმაოდ მაღალი თვითშეფასება გაქვს. დიდ მიზნებს ისახავ და საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად არაფერზე იხევ უკან. ამის გამო გარშემომყოფები ფრთხილად გიყურებენ. თუკი ეს თავად არ გაღელვებს, მაშინ იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის.

  • ჟესტი „დ“

    მნიშვნელოვანი საქმეების გადადება გიყვარს და მხოლოდ მაშინ მოდიხარ აზრზე, როცა დრო თითქმის აღარ რჩება. მაგრამ ირგვლივ როგორი ქარიშხალიც არ უნდა ტრიალებდეს, შენ ყოველთვის მშვიდი რჩები. ქანცის გაწყვეტამდე მუშაობა შენი სტილი არ არის - გირჩევნია, ყველა პრობლემა მინიმალური ძალისხმევით გადაწყვიტო.

  • ჟესტი „ე“

    შემოქმედებითი ნატურა  ხარ, ცხოვრებაზე დაკვირვება უფრო მოგწონს, ვიდრე მასში აქტიური მონაწილეობა. საერთოდ, ყველაფრის  განხილვა გიყვარს, რაც ცოტა მოსაბეზრებელია. ყოველთვის ბევრი გეგმა და საქმე გაქვს, რომლებსაც საკმაოდ პედანტურად უდგები.

წყარო: interesno.cc

ნანახია: 606 | დაამატა: Admin | ტეგები: რითი გამოირჩევით სხვებისგან, აირჩიეთ ჟესტი და გაიგეთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close