მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » ამ კოსმეტიკის საშუალებებიდან რომელ ერთს აირჩევდით? - განსაკუთრებულად ქალური ტესტი!
რეკლამა
9:42 PM
ამ კოსმეტიკის საშუალებებიდან რომელ ერთს აირჩევდით? - განსაკუთრებულად ქალური ტესტი!

მართალია, მხოლოდ ერთზე არჩევანის შეჩერება ცოტა რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთია ტესტის მკაცრი პირობა, ქვემოთ კი საინტერესო პასუხები გელით... კოსმეტიკას თქვენ შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. 

 

თუკი აირჩიეთ #1 და მხოლოდ ტუჩების შეღებვა გადაწყვიტეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეც ვერ გაძლებთ ყურადღების გარეშე. თქვენთვის მთავარია, ყველა თქვენ შემოგყურებდეთ და თანაც აღტაცებით. თქვენ პომადისთვის მყვირალა ფერებს არჩევთ, რათა ტუჩებს კიდევ უფრო მაცდური და მიმზიდველი იერი მისცეთ. თქვენ ვნებიანი ქალი ხართ, რომელსაც 100%-იანი თავისუფლება უყვარს.

თუკი თქვენ #2 აირჩიეთ და წამწამები შეიღებეთ, მაშინ თქვენ ბუნებრიობა გიყვართ. ტუში კოსმეტიკის ერთადერთი ატრიბუტია, რომელსაც გარეგნობაში დიდი წვლილი შეაქვს, მაგრამ იმავდროულად მომაბეზრებელი არაა. თქვენ ღია და პატიოსანი ადამიანი ხართ, რომელიც მეტისმეტი მიამიტობისთვის ისჯება. თქვენ კეთილი და მშვიდობისმოყვარე ხართ, ამიტომაც ადამიანები, როგორც წესი, თქვენკენ მოიწევენ.

თუკი თქვენ #3 აირჩიეთ და ტონალური მალამო წაისვით, მაშინ თქვენთვის საკუთარ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ჰქონია. როცა კანზე რაიმე ხინჯს ამჩნევთ, მაშინვე კომპლექსდებით. ცხოვრებაში ხშირად წვრილმანებზე ნერვიულობთ. ამ ჩვევას ებრძვით, მაგრამ ყოველთვის წარმატებით ვერ ახერხებთ. თქვენ მეტი თავდაჯერებულობა გესაჭიროებათ.

თუკი თქვენ #4 აირჩიეთ და გაიპუდრეთ, მაშინ მეტისმეტად ქალური ხართ! თავისუფლად შეგიძლიათ უკოსმეტიკოდ ყოფნა, ვინაიდან მაკიაჟის გარეშეც საზოგადოების გულად გრძნობთ თავს. უბრალოდ, მაკიაჟი თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, რომელიც თქვენს ქალურობას ავსებს. თქვენ ზომიერად პრანჭია, მომღიმარი და ეშმაკი ქალი ხართ.

თუკი თქვენ #5 აირჩიეთ და ლოყები აიღაჟღაჟეთ, მაშინ ადამიანი-პოზიტივი ყოფილხართ! დარწმუნებული ხართ, რომ ქალის სახე მუდამ უნდა ღვიოდეს და ამით საკუთარ კარგ ჯანმრთელობასა და ენერგიას ხაზს უსვამდეს! ცხოვრებაში ძალიან მხიარული და მოლაპარაკე ხართ. ადამიანებს პოზიტიურ მაგნიტად მიაჩნიხართ, მათ ხომ თქვენთან არასდროს სწყინდებათ.

 

თუკი თქვენ #6 აირჩიეთ და ქუთუთოებზე ჩრდილები დაიდეთ, მაშინ ძველმოდური შეხედულებების მიმდევარი ყოფილხართ! ეს ცუდი არ არის. თქვენ ძალიან ნაკითხი, განათლებული და გაწონასწორებული პიროვნება ხართ. თქვენთვის შინაგანი სამყაროს გამდიდრებაა მთავარი, რომელშიც არავის უშვებთ. და მაინც, ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იციან, რომ თქვენთან ყოფნა ძალიან საინტერესოა.

 

 

წყარო: prelestno24.ru

ნანახია: 595 | დაამატა: Admin | ტეგები: ამ კოსმეტიკის საშუალებებიდან რომელ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close