მთავარი » 2018 » ივლისი » 19 » არასოდეს შეინახოთ ეს 3 რაღაც სახლში!
რეკლამა
6:54 PM
არასოდეს შეინახოთ ეს 3 რაღაც სახლში!

ისეც ხდება, რომ ადამიანს აქვს კარგი და მყუდრო სახლი, მაგრამ თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობს. ჩინელები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი, შეიძლება დაბინძურებული სივრცე იყოს. სივრცეს სხვადასხვა ნივთები აბინძურებენ, მაგრამ მათ შორის, ყველაზე სახიფათო 3 ნივთია, რომელიც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს სახლის ატმოსფეროზე. იმისთვის, რომ სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაიწმინდოს, საჭიროა ამ სამი ნივთის თავიდან მოშორება.

ხელოვნური ყვავილები
...ხელოვნური ყვავილები — მკვდარი ყვავილებია. ეს ყვავილები, ყველა სხვა ნივთებზე უფრო ნეგატიურად მოქმედებს სახლის აურაზე. ხელოვნური ყვავილის ყველაზე დახვეწილი ნამუშევარიც კი, ვერ შეცვლის უბრალო, პატარა თაიგულის ენერგეტიკას. ყველაზე ჩვეულებრივი ცოცხალი ყვავილი ქოთანში, სიცოცხლის ენერგიას ავრცელებს სახლში. ასე, რომ, ქოთანში ჩარგეთ ორქიდეა, ფიკუსი ან თუნდაც უბრალო ბალახი. ხოლო უსიცოცხლო ყვავილებისგან, თავი შორს დაიჭირეთ.

გაბზარული ჭურჭელი
სახლში არც გაბზარული და თუნდაც ოდნავ პირმოტეხილი ჭურჭლის გაჩერება შეიძლება. მნიშვნელობა არა აქვს, მისგან სითხე ჟონავს, თუ არა. სწორედ ბზარი, როგორც ჩინელები ამბობენ, — სახლში არსებული ნეგატიური ენერგიის, ყველაზე სტაბილური აკუმულატორი არის. ასეთი ჭურჭელიც უნდა მოიშოროთ, რომ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, ხიფათი ააცილოთ თავიდან! სახლში მხოლოდ ისეთი ჭურჭელი უნდა გქონდეთ, რომელიც სახლსაც გაალამაზებს და თქვენც სიამოვნებით მოიხმართ.

ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
გაცვეთილი, ნახმარი (თუნდაც ერთხელ ჩანაცვამი), უხმარი (შეძენილი ან ნაჩუქარი, რომელიც ვერ მოირგეთ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც არ ხმარობთ, არ უნდა გააჩეროთ სახლში. ისინი თქვენ კარგს არაფერს მოგიტანენ. უმჯობესი იქნება, თუ გაცვეთილს გადაყრით, ხოლო დანარჩენს – უსახლკაროებს და ღარიბ ადამიანებს მისცემთ. ამ შემთხვევაში, ნახმარი ნივთები, თქვენც სარგებელს მოგიტანთ და მათაც, ვისაც გადასცემთ.
და აი კიდევ რა: თუ ახალ ნივთზე ოცნებობთ — რაც შეიძლება მალე მოიცილეთ ძველი. და მაშინ, ვაკანტურ ადგილზე, აუცილებლად “მოვა" ახალი ფეხსაცმელი, პალტო, კაბა...

ნანახია: 205 | დაამატა: Admin | ტეგები: naxshirojangi, yvavilebi, arasodes ar sheinaxot es sami ragac, არასოდეს შეინახოთ ეს 3 რაღაც სახლში | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close