მთავარი » 2018 » აპრილი » 12 » ბებიებისგან ნასწავლი ხრიკები
რეკლამა
12:38 PM
ბებიებისგან ნასწავლი ხრიკები

საოჯახო საქმიანობის გასამარტივებლად ბევრი ხერხი არსებობს, რომლებსაც ზოგჯერ თავად ვიგონებთ, ზოგს მეგობრები გვირჩევენ, ზოგიც ბებია-ბაბუებისგან გვაქვს გაგონილი. აი, მაგალითად, ეს ხრიკები 100 წლის წინათ მოიფიქრეს და დღესაც გამოგადგებათ...

როგორ გამოვიღოთ წვრილი ნამსხვრევი კანიდან

აავსეთ მცირე ზომის, ფართოყელიანი ქილა ცხელი წყლით, შემდეგ ქილის ყელს დააჭირეთ დაზიანებული ადგილი. ქილა კანს „შეიწოვს“, ხოლო ორთქლი ნამსხვრევის სწრაფად ამოღებაში დაგვეხმარება.
 

მცენარის ქოთანში ნიადაგი მუდმივად ტენიანი რომ იყოს

ქოთნების გვერდით წყლიანი ჭურჭელი უნდა დავდგათ. ამასთანავე, წყლის დონე ჭურჭელში უფრო მაღლა უნდა იყოს, ვიდრე ქოთნებია. 2-3 შალის ძაფი დავგრიხოთ და ერთ ბოლოზე რაიმე მძიმე ტვირთი მოვაბათ. ტვირთიანი ბოლო წყლიან ჭურჭელში ჩავუშვათ, მეორე ბოლო კი ქოთანში მიწაზე დავდოთ. ყოველ ქოთანს თავისი დაგრეხილი ძაფი დასჭირდება.


როგორ ავანთოთ ასანთი ქარში

ამისთვის ასანთზე ნაჭდევები უნდა გავაკეთოთ, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ანთებისას ცეცხლი ბურბუშელას ედება და უფრო ძლიერი ხდება.


თვითნაკეთი ცეცხლმაქრი

500 გრამი მარილი და 250 გრამი ნიშადურის სპირტი ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ და თხელკედლებიან ბოთლში ჩავასხათ. ხანძრის დროს სითხიანი ბოთლი პირდაპირ ცეცხლის ალში უნდა ჩავაგდოთ.
 

წყლის ფილტრი

ზემოდან წყალი. თუთიის სათლის ფსკერი გავხვრიტოთ, რომელშიც სუფთა წყლის გამოსადენად მცირე ზომის მილი უნდა მოვათავსოთ.

A. უბრალო წვრილი ქვიშა

В. მსხვილმარცვლოვანი ქვიშა

С. კენჭები

D. დიდი ქვები
 

როგორ შევინახოთ კვერცხები

იმისთვის რომ კვერცხები დიდი ხნის მანძილზე შევინახოთ, საკმარისია, ისინი მარილით სავსე ჭურჭელში (ქილაში ანდა ყუთში) მოვათავსოთ. კვერცხები მარილში უნდა ჩავფლათ, თანაც ისე, რომ არც სინათლე ხვდებოდეს და არც ჰაერი. კვერცხებიანი ჭურჭელი მშრალ და გრილ ადგილას უნდა დავდგათ.
 

 

როგორ მოვხარშოთ გაბზარული კვერცხი

უბრალოდ, დავუმატოთ წყალს 1-2 სუფრის კოვზი ძმარი და უკვე შემდეგ მოვათავსოთ მასში მოსახარში კვერცხი. ძმრის ზემოქმედებით კვერცხის ცილა ადრე შეიკვრება და კვერცხი ნაჭუჭიდან აღარ გამოედინება.


საცობის დაწვრილება

ზოგჯერ საცობი ბოთლის ყელს არ ერგება. ამ დროს ნუ იჩქარებთ და საცობს გვერდებს ნუ ჩამოათლით. უფრო კარგია თუ სურათზე გამოსახულ ხერხს გამოიყენებთ. ოდნავ დააბზრიალეთ საცობი ფეხსაცმლის ძირით და მორჩა (რა თქმა უნდა, საცობი ცელოფანში უნდა გაახვიოთ).
 

ზეთის საღებავებით დახატული ნახატის გაწმენდა

თავდაპირველად ნახატი მტვრისგან კარგად უნდა გავწმინდოთ. შემდეგ ფრთხილად წავუსვათ უმი კარტოფილი. კარტოფილის კვალი მშრალი რბილი ქსოვილით მოვწმინდოთ. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კარტოფილის ჭუჭყიანი ნაწილის მოჭრა. პროცედურის ბოლოს ნახატს სელის ზეთის მცირე რაოდენობა გადავუსვათ.
 

ღვინის გაციება

თუკი ხელთ ყინული არ გვაქვს, მაშინ ღვინის გასაციებლად ბოთლს ფლანელის ნაჭერი შემოვახვიოთ და გამდინარე წყლიან სათლში ჩავდოთ, ისე როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები. დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ ღვინო უკვე შეიძლება სუფრაზე მივიტანოთ.
 

როგორ მოვხარშოთ გემრიელი კარტოფილი

იმისთვის, რომ კარტოფილი არ გადაიხარშოს, წყალში ორი ნატეხი შაქარი დავუმატოთ. როცა კარტოფილი მზად იქნება, წყალი გადავღვაროთ და კვლავ ცეცხლზე შემოვდგათ. მუდმივად ვანჯღრიოთ, რომ კარტოფილი არ მიგვეწვას.
 

აირის გაჟონვის აღმოჩენა უხიფათო მეთოდით

საპნის ხსნარის სქელი მასა საეჭვო ადგილას წავუსვათ. თუ აირი მართლაც ჟონავს, მაშინ საპნის ხსნარი ბუშტებით დაიფარება.
 

როგორ დავიცვათ დიდი ლარნაკი გადმოვარდნისგან

ეს ძალიან ადვილია. ლარნაკი ნახევრად ქვიშით შეავსეთ - ესაა და ეს.

 

FunTime.Ge

ნანახია: 389 | დაამატა: Admin | ტეგები: ბებიებისგან ნასწავლი ხრიკები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close