მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » ბედნიერი ქალაქი, სადაც არასდროს ხდება დანაშაული, არ არსებობს პოლიცია და არავინ არის უმუშევარი!
რეკლამა
4:46 PM
ბედნიერი ქალაქი, სადაც არასდროს ხდება დანაშაული, არ არსებობს პოლიცია და არავინ არის უმუშევარი!

„თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ ფულს და ეგოიზმსა, შევძლებთ უზრუნველყოფილი, ბედნიერი და სამართლიანი საზოგადოების აშენებას“ - დარწმუნებულია ესპანეთის სამხრეთით, ანდალუზიის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქის მერი.

 

ერთი შეხედვით, მარინალედა არაფრით განსხვავდება რეგიონის დანარჩენი ქალაქებისგან. მწვანეში ჩაფლული ლამაზი ქალაქი კამპინას თვალწარმტაც მდელოზე მდებარეობს და მის გარშემო ზეთისხილის პლანტაციები და ხორბლის მდელოებია გადაჭიმული. ამ საოცარ ქალაქში არასოდეს ხდება დანაშაული. შესაბამისად, არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურის არსებობის აუცილებლობა. 

2008 წელს, ფინანსური კრიზისის დროს, მარინალედას მაცხოვრებლებმა მერად ოდიოზური პოლიტიკოსი ხუან მანუელ გორდილო აირჩიეს, რომელიც „ესპანელი რობინ ჰუდის სახელით არის ცნობილი. 
გორდილომ სახელი იმით გაითქვა, რომ ორგანიზებას უწევდა დამშეული ადამიანების მიერ სუპერმარკეტების ძარცვას. „ესპანელ რობინ ჰუდს“ და მის თანმხლებ პირებს მაღაზიებიდან მხოლოდ კვების პროდუქტები გამოჰქონდათ და გორდილოს თქმით, ეს ძარცვა კი არა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი იყო. 

„სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანი მშიერია და საშუალება არა აქვს, რომ პროდუქტი შეიძინოს. საკვები ის არაა, რითიც შეიძლება „ფულის ტომრებმა“ ფული აკეთონ,“ - ამბობდა გორდილო. 

იგივე რომ ამერიკაში, გერმანიაში ან რუსეთში მომხდარიყო, გორდილო აუცილებლად ციხეში აღმოჩნდებოდა, თუმცა არა ესპანეთში. ეს ადამიანი პატარა ქალაქის მერად აირჩიეს, შედეგად კი თავისი სოციალისტური უტოპიის განხორციელება და ისეთი საზოგადოების შექმნა შეძლო, სადაც საკვები და პირველადი მოთხოვნილების საგნები ყველას ყოფნის. 

ესპანეთში ამჟამად ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. მხოლოდ ანდალუზიაში ბანკებმა 690 000 ოჯახი უსახლკაროდ დატოვეს, თუმცა მარინალედაში ასეთი პრობლემა არავის აქვს. 
გორდილოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერ მსურველს დაუფინანსებს სახლის მშენებლობას, რომლის ფართობი 192 კვ.მ არ აღემატება. ოჯახს, რომელიც ქალაქის მერის წინადადებით ისარგებლებს, მხოლოდ ორი ვალდებულება ეკისრება- საერთო ფულით აშენებული სახლი სარგებლის მიღების მიზნით არ გაყიდოს და დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, მერიას ყოველთვიურად 15 ევრო გადაუხადოს. 

იმ დროს, როცა ანდალუზიაში მასობრივი უმუშევრობაა და ახალგაზრდების 55% დაუსაქმებელია, მარინალედაში მცხოვრები 2700 ადამიანიდან ყველა დასაქმებულია. ყველა მათგანი ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მუშაობს და შემოსავალი ქალაქის ყველა მაცხოვრებელზე თანაბრად ნაწილდება. თითოეული მარინალედელი თვეში, დაახლოებით, 1200 ევროს ევროს გამოიმუშავებს. რეგიონში, სადაც ყოველი მესამე უმუშევარია, ეს ფანტასტიკური მაჩვენებელი გახლავთ. 

„ჩვენ უნდა გადავხედეთ საკუთარ ფასეულობებს. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ ფულს და ეგოიზმს, შევძლებთ უზრუნველყოფილი, ბედნიერი და სამართლიანი საზოგადოება ავაშენოთ. მარინალედა ამის პატარა მაგალითია, თუმცა ჩვენ გვინდა ეს მაგალითი მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ,“ - ამბობს ესპანელი „რობინ ჰუდი“.

 

წყარო

ნანახია: 220 | დაამატა: Admin | ტეგები: სადაც არასდროს ხდება დანაშაული, ბედნიერი ქალაქი, არ არსებობს პოლიცია და არავინ არის | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close