მთავარი » 2017 » სექტემბერი » 6 » ბიონიკური ლინზები: ზეადამიანური შესაძლებლობები უკვე ორი წლის შემდეგ
რეკლამა
9:50 PM
ბიონიკური ლინზები: ზეადამიანური შესაძლებლობები უკვე ორი წლის შემდეგ

კიბერპროთეზირება და ადამიანის სხეულის აპგრეითი კიბერნეტიკის გამოჩენის შემდეგ ლამის ყველა ფანტასტიკურ ფილმში ჩანს. და როგორც ვხედავთ, სულ უფრო ვუახლოვდებით იმ ეპოქას, როცა კიბერნეტიკული იმპლანტანტები საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება.

 

კანადურმა კომპანია Ocumetics Technology Corporation-მა ბიონიკური ლინზების კლინიკური ტესტირება მოახდინა. ეს სამედიცინო მოწყობილობა მომავალში მთლიანად შეცვლის სათვალეს და ჩვეულებრივ ლინზებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ თვალის ქირურგების არსენალში და, შესაბამისად, პაციენტების თვალშიც ახალი ლინზები უკვე ორი წლის შემდეგ გამოჩნდება.

 

ბიონიკური ლინზა - ეს დინამიკური ლინზაა, რომელიც თვალში ბუნებრივს სრულიად ჩვეულებრივი ოპერაციის, კატარაქტული ქირურგიის მეშვეობით ცვლის. მას თვითრეგულირების უნარი აქვს და ამგვარად სხვადასხვა მანძილებზე ფოკუსირდება. ამასთანავე, მისი შესაძლებლობები უფრო ფართოა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი მხედველობა გვანიჭებს. დამატებით ის ჩვეულებრივი თვალისთვის საჭირო ენერგიის 1/100-ს ხარჯავს. შესაბამისად, შეგვიძლია, დიდხანს ვაფოკუსიროთ მხედველობა რაიმე საგანზე და თვალი არ დაგვეღალოს.

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სამ მეტრში მდებარე საათს უყურებთ და მის დეტალებს არჩევთ. ბიონიკური ლინზებით ეს მანძილი 30 მეტრამდე გაიზრდება ხოლო მოკლე მანძილებზე საერთოდ ზეშესაძლებლობებს მოგვცემს. თუკი თქვენ თვალთან მიტანილ თითს შეხედავთ, კანის უჯრედების დანახვასაც კი შეძლებთ.

 

კიდევ ისაა საინტერესო, რომ ლინზების კონსტრუქცია მისი კომპონენტების მოდიფიცირებისა და გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ბადურაზე ტელეფონის ეკრანის პროეცირება იქნება შესაძლებელი, ანდა გარჩევადობის კიდევ უფრო გაზრდა, ანდა სულაც საჭიროებისამებრ თვალის წამლის მიწოდების სისტემის ჩამონტაჟება.

 

დოქტორი ჰარტ უები, ბიონიკური ლინზის მთავარი გამომგონებელი და შემქმნელი ამბობს, რომ ერთადერთი მისი ნაკლი მისი არქონა იქნება, ვინაიდან იგი მფლობელს დიდ შესაძლებლობებს მიანიჭებს.

 

თუმცა ახლავე უნდა ითქვას, რომ ლინზა მხედველობის ყველა პრობლემას ვერ მოხსნის: ის ვერ განკურნავს დალტონიზმს, კუნთის უკმარისობას, ბადურის გენეტიკურ დაავადებებს ანდა თვალის ნერვის დაზიანებას. სამაგიეროდ, ის ადამიანს ასაკთან დაკავშირებულ, ახლომხედველობისა და შორსმხედველობის პრობლემებს სრულად მოუხსნის.

წყარო: popmech.ru

ნანახია: 309 | დაამატა: Admin | ტეგები: ბიონიკური ლინზები: ზეადამიანური შეს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close