მთავარი » 2017 » სექტემბერი » 3 » ჩვენი წინაპრების 5 უცნაური ჩვევა, რომელიც დღეს სიგიჟედ მოგეჩვენებათ
რეკლამა
11:27 PM
ჩვენი წინაპრების 5 უცნაური ჩვევა, რომელიც დღეს სიგიჟედ მოგეჩვენებათ

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი წინაპრები დღევანდელ თინეიჯერებზე ნაკლებად ექსცენტრიკულები იყვნენ, ძალიან ცდებით. თვალი გადაავლეთ მათ მოდასა და ტრადიციებს და უამრავ უცნაურობას აღმოაჩენთ. 

 


ბანაობის შიში
შუა საუკუნეებში ზოგიერთ ქვეყანაში ითვლებოდა, რომ წყლის პროცედურებს ადამიანისთვის ავადმყოფობა და უბედურება მოაქვს. ამ პერიოდის ადამიანები ჭუჭყს აღმერთებდნენ და რწყილებს „ღმერთის მარგალიტებს“ უწოდებდნენ. კასტილიის დედოფალი ისაბელ პირველი თავს იწონებდა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ იბანავა: დაბადებისას და ქორწინების წინ. ერთხელ, რომელიღაც კავალერმა მის ჭუჭყიან ხელებსა და ფრჩხილებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც დედოფალმა უპასუხა: „ეს რა არის... თქვენ ხომ ჩემი ფეხები არ გინახავთ...“

 

 

 

 

ფოტო გარდაცვლილთან
მე-19 საუკუნეში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია - გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მასთან ერთად სურათს იღებდნენ. ფოტოს გადაღების წინ ცდილობდნენ, გარდაცვლილისთვის რაც შეიძლება „ცოცხალი იერი“ მიეცათ: ბუნებრივ პოზაში სვამდნენ და დახუჭულ ქუთუთოებზე ღია თვალებს ახატავდნენ. ზუსტად ისე, როგორც ამ ფოტოზეა.

 


თვითმფრინავის სალონში სიგარეტის მოწევა
სულ რაღაც, 50-60 წლის წინათ სიგარეტის მოწევა არც ისე მავნე ჩვევად ითვლებოდა. ადამიანებს შეეძლოთ, სიგარეტი თვითმფრინავის სალონში სხვა მგზავრების თანდასწრებით გაებოლებინათ და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავდნენ. ცნობისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ირანში) ფრენის დროს მოწევა დღესაც არ იკრძალება.

 

 

 

 

საბანაო მანქანები
თანამედროვე ადამიანისგან განსხვავებით, XVIII-XIX საუკუნეებში მცხოვრებ ადამიანებს ზღვაში საბანაოდ შესვლა მხოლოდ გარკვეული პროცედურების დაცვით შეეძლოთ. ზღვაში გაგრილების მსურველებს სპეციალური, დახურული კარეტები ემსახურებოდათ, რომლებსაც ისინი ზღვის სიღრმეში, „უცხო თვალისგან“ მოშორებით შეჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ ქალებისა და კაცების საბანაო მანქანებს შორის აუცილებელი იყო დისტანციის დაცვა.

 

 

 

 

ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად... ქვა
რით არ სარგებლობდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოჩენამდე: მცენარეების ფოთლებით, სიმინდის ფუჩეჩით, ცხვრის მატყლით, ქსოვილით (ვისაც ამის საშუალება ჰქონდა) თუ, უბრალოდ, წყლით, თუმცა ძველმა ბერძნებმა ტუალეტის ქაღალდს ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ალტერნატივა მოუძებნეს. ჰიგიენური მიზნებით, ისინი ქვებს, ლოდის ნამსხვრევებს ან გატეხილი ჭურჭლის ნატეხებს იყენებდნენ. სამწუხაროდ, ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, რა მდგომარეობაში ჰქონდათ ძველ ბერძნებს სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 424 | დაამატა: Admin | ტეგები: ჩვენი წინაპრების 5 უცნაური ჩვევა, რომელიც დღეს სიგიჟედ მოგეჩვენებათ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close