მთავარი » 2017 » სექტემბერი » 27 » ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა
რეკლამა
8:52 PM
ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა

ერთხელ მინოსეტაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელების სიის ჩამოწერა და გვარების გვერდით იმ თვისების მითითება სთხოვა, რომელიც ამ კონკრეტულ თანაკლასელში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ეს მოხდა პარასკევს. მან შაბათ-კვირას გადაამუშავა ეს სიები და ორშაბათს მოსწავლეებს დაურიგა ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველაფერი, რაც თანაკლასელებს მათში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ბავშვებმა წაიკითხეს და ჩურჩული დაიწყეს — ,,ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არც კი ვიცოდი, თუ ასე ვუყვარდი მათ.”  ეს შედეგები ხმამაღლა არ განუხილავთ, თუმცა მასწავლებელმა ზუსტად იცოდა, რომ მიაღწია მიზანს — მის მოსწავლეებს გაუჩინა საკუთარი თავის რწმენა.

ამის შემდეგ გავიდა წლები და ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დაიღუპა ვიეტნამში. ის დაკრძალეს სამშობლოში — მინოსეტაში. გამოსათხოვრად მივიდნენ მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და მასწავლებლები. დაღუპულის მამა მივიდა მათემატიკის მასწავლებელთან და გადასცა მას ფურცელი. ეს იყო იმ დადებითი თვისებების სია, რომელიც მის შვილში შეამჩიეს თანაკლასელებმა.

– დიდი მადლობა — უთხრა მასწავლებელს დედამ — ჩვენი შვილისთვის ეს ფურცელი განსაკუთრებით ძვირფასი იყო.

და აი აქ მოხდა გასაოცარი რამ, ყოფილ თანაკლასელებს ერთიმეორეს მიყოლებით მოჰქონდათ ასეთივე ფურცლები. ზოგი თავის საოჯახო ალბომშიც კი ინახავდა მას.

– ყველა ჩვენგანი ინახავს ამ სიას. განა შეიძლება ასეთი რამე დაგავიწყდეს?! — თქვა ერთთ-ერთნა მათგანმა.

ნაწყვეტი გარი ჩეპმენისა და როს კემპბელის წიგნიდან

ნანახია: 274 | დაამატა: Admin | ტეგები: ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close