მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 30 » ერთი შეხედვით რომელი ნივთი მოგხვდათ თვალში?
რეკლამა
12:03 PM
ერთი შეხედვით რომელი ნივთი მოგხვდათ თვალში?

ამ ტესტს ბევრი ფსიქოლოგი იყენებს, რათა განსაზღვროს, ადამიანს იმ მომენტში რეალურად რა აწუხებს, რა სურს ან რა მართავს მის ქვეცნობიერს. მაშ ასე, სარდაფში ბევრი ნივთია. კარგად დაფიქრდით, აირჩიეთ ნივთი და ნახეთ პასუხები.

 

საქანელა
ეს ეროტიკული სათამაშოს სიმბოლოა. მართალია, მხოლოდ ეროტიკული ფანტაზიაა, მაგრამ გარკვეულ აკვიატებაზეც მიგვანიშნებს.

 

თოჯინა
ის ბავშვობასთან კავშირზე მიგვანიშნებს. თქვენ გიჭირთ, რომ გაიზარდოთ და ცდილობთ, თქვენს ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

 

საღებავის გახსნილი ქილა
მიგვანიშნებს თქვენს მოთხოვნილებაზე, გზა მისცეთ ემოციებს და დაიცვათ საკუთარი პოზიციები.

 

საღებავის გაუხსნელი ქილა
თქვენში დაგროვებულ აგრესიაზე, შიშებსა და დაუცველობის შეგრძნებაზე მიუთითებს, რასაც საგულდაგულოდ მალავთ. ასეთი ჩაკეტილობა ადამიანებთან კონტაქტში ხელს გიშლით.

 

ველოსიპედი
ის თქვენს შინაგან ბალანსზე და რაღაც ახლის სურვილზე მიუთითებს. ეს შეიძლება იყოს: გარემო, ახალი ფასეულობები და ცვლილებებისკენ მისწრაფება.

 

ვაშლებიანი კალათა
ის ცოდნის, სიბრძნის, პირადი მიზნების მიღწევისა და ბედნიერების სიმბოლოა. 

 

ლურსმნები 
ეს ძალადობის ნიშანია, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ასეთი ემოციური ვითარება თქვენს პიროვნებას თრგუნავს.

 

ჩაფხუტი
ის სიმამაცესა და მებრძოლ სულზე მიგვანიშნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას იმპულსურობასაც აღნიშნავს.

 

წიგნები
ეს ცოდნისკენ მისწრაფების სიმბოლოა, მაგრამ იმის გამო, რომ წიგნები სარდაფშია ჩატანილი, არსებობის აზრის დაკარგვაზე უფრო მიგვანიშნებს.

 

ჩაქუჩი
ის ძალადობასა და რაღაცის ძალით მიღწევას ნიშნავს. ეს ძალადობა შეიძლება გარე ობიექტზე ანდა საგანზე იყოს მიმართული. ის იწვევს, ანდა შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი საკუთარ თავთან.

ნიღბები
ემოციის სიმბოლოებია. ამ ემოციებს ჩვენ სხვების მიმართ გამოვხატავთ, როგორც დადებითად ისე უარყოფითად.

ნახატი
სტაბილურობასა და ნათელ საქმეებზე მიგვანიშნებს. თქვენ პატივს სცემთ როგორც საკუთარ, ისე სხვების პოზიციებს.

 

ბორბალი
ის თქვენს გარემოცვასა და თქვენ შორის კავშირის სიმბოლოა. ერთადერთი ნეგატიური მომენტი ის არის, რომ ვინც ამ ობიექტს ირჩევს, ჩაკეტილ წრეზე ბრუნავს და ცხოვრებაში არაფრის შეცვლას არ ცდილობს.

ძეხვები
ეს უკვე თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. მას ხშირად ისინი ირჩევენ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ.

ცხაური
ჩაკეტილობისა და სიმარტოვის ნიშანია. თქვენ დეპრესიისა და შფოთვის პერიოდს გადიხართ და გიჭირთ ძალების მოკრება.

კიბე
ის წინსვლის სურვილზე მიგვითითებს. თქვენ მიზნის მიღწევას ცდილობთ, თუმცა კიბის ჩატეხილი საფეხურები იმაზე მიუთითებს, რომ მიზნისკენ გზაზე რაღაც პრობლემამ შეგაჩერათ. შესაბამისად, ახლა თქვენ წარსულსა და მომავალს შორის ხართ გაჭედილი.

ყუთები
ყუთები ჩვენი პიროვნების სიმბოლოებია, ვინაიდან ისინი ისეთი კონტეინერებია, რომლებშიც რაღაცის ჩაკეტვა შეგვიძლია. დაფიქრდით, რა დამალეთ მათში უცხო თვალისგან?

 

ცოცხი
საყვარელ ადამიანთან ინტიმური და ახლო ურთიერთობის დამყარების სურვილზე მიუთითებს.

გატეხილი სკამი
ის არასტაბილურობის, სტრესის და გადაღლილობის პერიოდზე მოგვანიშნებს.

 

გატეხილი სარკე
გვაჩვენებს, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, მაგრამ რადგან ის გატეხილია, შინაგან ბრძოლასაც აღნიშნავს. ეს ბრძოლა ორად გვყოფს და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ.

 

მაშა
ეს ობიექტი მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მიგვითითებს. თქვენ ვალდებული ხართ, რაღაც არჩევანი გააკეთოთ და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოთ.

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 301 | დაამატა: Admin | ტეგები: ras xedavt, erit shexedvit, ერთი შეხედვით რომელი ნივთი მოგხვდათ, fsiqologiuri testi | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close