მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » ერთი სხეული ორისთვის: როგორ ცხოვრობს 28 წლის სიამის ტყუპი? (ვიდეო)
რეკლამა
11:05 AM
ერთი სხეული ორისთვის: როგორ ცხოვრობს 28 წლის სიამის ტყუპი? (ვიდეო)

დებს ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელებს ერთი ტორსი, ორი ხელი, ორი ფეხი და სამი ფილტვი აქვთ. გული და კუჭი ორივეს თავ-თავისი აქვს, მაგრამ სისხლის მიმოქცევა საერთოა. ორი ზურგის ტვინი ერთ თეძოში მთავრდება და ამიტომაც წელს ქვემოთ ყველა ორგანო საერთოა.

 

საოცარია, მაგრამ გოგონებმა ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება შეძლეს.

  • ექიმებმა გააფრთხილეს გოგონები, რომ მათი დაცილების შემდეგ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალი იყო, ამიტომაც დებმა ოპერაციაზე უარი განაცხადეს და შეეცადნენ, ერთად ეცხოვრათ.

  • რაც უფრო იზრდებოდნენ გოგონები, მით უფრო მეტად განსხვავდებოდა მათი გემოვნებები. ასე, მაგალითად, ები შინაყუდაა, რომელსაც ხელოვნება უყვარს, აი, ბრიტანი კი სეირნობას აღმერთებს და მათემატიკა მოსწონს.

  • მიუხედავად სხვადასხვა ხასიათისა, გოგონები ერთ გუნდად მუშაობენ. მათ ბეტელის უნივერსიტეტი დაამთავრეს, ავტომობილის მართვის უფლება აიღეს, ახლა კი დაწყებით კლასებში მათემატიკას ასწავლიან.

  • ები სხეულის მარჯვენა მხარეს აკონტროლებს, ბრიტანი - მარცხენას.

  • დები ებიგეილ და ბრიტანი - ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორ ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით, ყველაფრის მიუხედავად!

 

წყარო

ნანახია: 509 | დაამატა: Admin | ტეგები: siamis tyupebi, rogorc cxovroben siamis tyupebi, video, ერთი სხეული ორისთვის: როგორ ცხოვრობ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close