მთავარი » 2017 » სექტემბერი » 3 » ეტიკეტის 12 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
რეკლამა
9:31 AM
ეტიკეტის 12 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

გარკვეულ სიტუაციებში ქცევის წესების ცოდნა ყველასთვის სასურველი და, უფრო მეტიც, სავალდებულოა. მათი ცოდნა აუცილებლად გამოიწვევს თქვენდამი პატივისცემას.
იმისთვის, რომ თავი უხერხულად არ იგრძნოთ, ჩვენ უბრალოდ შეგახსენებთ რამდენიმე წესს:

1. ტაბუდადებული თემები „სვეცკური“ საუბრების დროს: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული. უადგილო შეკითხვაზე - „რა ლამაზი კაბაა! რამდენად იყიდე?“ - გაუღიმეთ და უპასუხეთ, რომ ეს საჩუქარია და ეცადეთ თემა შეცვალოთ. თუკი მოსაუბრე დაჟინებით მოითხოვს უთხრათ თქვენი კაბის საფასური, რბილად უპასუხეთ, რომ ამ თემაზე საუბარი უბრალოდ არ გსურთ.









2. ავტომობილში შედარებით პრესტიჟულ ადგილად მძღოლის უკანა სავარძელი ითვლება, რომელიც აუცილებლად ქალბატონმა უნდა დაიკავოს. როდესაც ქალბატონი მანქანიდან გადმოდის, მამაკაცმა მას უნდა გაუწოდოს ხელი. 






3. მამაკაცი არასდროს ატარებს ქალის ჩანთას. ქალის პალტოც იმიტომ უჭირავს ხელში, რომ გასახდელამდე მიიტანოს.







4. ქალბატონებო, დაწესებულებაში შეგიძლიათ არ მოიხადოთ შლაპა და საღამოს ელეგანტური ხელთათმანები, მაგრამ ქუდი და ზამთრის თბილი ხელთათმანები - აუცილებლად გასახდელში უნდა დატოვოთ.






5. არასდროს მიხვიდეთ სტუმრად გაუფრთხილებლად. მოულოდნელი ვიზიტი ხშირ შემთხვევაში აღიზიანებს მასპინძელს.







6. სამკაულების საერთო რაოდენობა.
საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით სამკაულის საერთო რაოდენობა 13-ს არ უნდა აღემატებოდეს, თან ამ რიცხვში საიუვილერო ღილებიც შედის. ხელთათმანის ზემოდან არ იკეთებენ ბეჭედს, მაგრამ სამაჯური დასაშვებია. რაც უფრო მეტად ბნელა ქუჩაში, მით უფრო ძვირადღირებულია სამკაული. ახლგაზრდა გოგონაზე საყურე ბრილიანტის თვლებით დაახლოებით 0, 25 კარატის ზომის სავსებით დასაშვებია.






7. ნუ დაიდებთ ჩანთას მუხლებზე. მისი სკამზე დადებაც მიუღებელია.
პატარა ჩანთა (ქლაჩი) შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, ხოლო მხარზე გადასაკიდი ჩანთა - სკამის საზურგეზე გადაკიდოთ ან იატაკზე დადეთ.






8. ცელოფნის პარკების ტარება მხოლოდ სუპერმარკეტიდან გამოსვლისას არის დასაშვები, ასევეა, მუყაოს ბრენდირებული ჩანთები. მათი ჩანთის სტილში ტარება - ცუდი ტონია.






9. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი ცალკე ოთახში დაბინავდება, აუცილებლად დააკაკუნეთ კარებზე, სანამ მის ოთახში შეხვალთ. ბავშვიც იმავენაირად მოიქცევა, სანამ თქვენს საძნებელში შემოვა.





10. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ პირველი ის გამოდის, ვინც კარებთან უფრო ახლოს დგას.





11. ქოლგას არასდროს აშრობენ გაშილ მდგომარეობაში, არც ოფისში და არც სტუმრად ყოფნის დროს. დაკეცეთ, დადეთ სპეციალურ თაროზე ან დაკიდეთ.





12. საშინაო ტანსაცმელი - ეს არის შარვალი და სვიტერი, რაშიც თავს მოხერხებულად იგრძნობთ. პიჟამა და ხალათი განკუთვნილია იმისთვის, რომ დილას საძინებლიდან აბაზანამდე მიხვიდეთ და ღამე -აბაზანიდან საძინებლამდე.

 

წყარო: Dainteresdit.Ge

ნანახია: 735 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ეტიკეტის 12 წესი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close