მთავარი » 2018 » მარტი » 14 » "ევთანაზიის წინ ერთმანეთს აკოცეს" - 65-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა სიცოცხლე ერთდროულად დაასრულა
რეკლამა
2:39 PM
"ევთანაზიის წინ ერთმანეთს აკოცეს" - 65-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა სიცოცხლე ერთდროულად დაასრულა

წყვილმა , რომელმაც ერთად 65 წელი იცხოვრა, სიცოცხლე ერთდროულად დაასრულა. 91 წლის ნიკმა და ამავე ასაკის ტრის ელდერჰორსტმა ევთანაზიას მიმართეს.

independent-ის ცნობით, ისინი ნიდერლანდების ქალაქ დიდანში ცხოვრობდნენ. ბოლო ორის წლის განმავლობაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ნიკი კი 2012 წელს გადატანილი ინსულტის შედეგად, დღითიდღე კარგავდა მოძრაობის უნარს.

...დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა მის ცოლსაც, რომელსაც მეხსიერების სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ევთანაზიის დროს ელდერჰორსტები ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში იყვნენ.

წყვილის ერთ-ერთი ქალიშვილის თქმით, დედამისის ექიმი ამბობდა, რომ ტრისის ფსიქიკა მეუღლის დაკარგვას ვერ გაუძლებდა , მის მოვლას სახლში ვერ მოახერხებდნენ და კლინიკაში მოუწევდათ მისი განთავსება.

„ეს კი საშინლად არ უნდოდა. მათ ერთად სიკვდილი სურდათ“ - ამბობს წყვილის ქალიშვილი.

„ სიკვდილის წინ მათ ერთმანეთს აკოცეს , ხელები ჩასჭიდეს და სიცოცხლე ერთდროულად დაასრულეს“ - განაცხადა მეორე ქალიშვილმა.

ნიდერლანდებში ევთანაზია 2002 წლიდან ლეგალიზებულია.

 

newposts.ge

ნანახია: 348 | დაამატა: Admin | ტეგები: ევთანაზიის წინ ერთმანეთს აკოცეს - 6 | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close