მთავარი » 2018 » იანვარი » 11 » გაიგეთ, რას გვეუბნება ადამიანის ნიკაპის ფორმა
რეკლამა
4:52 PM
გაიგეთ, რას გვეუბნება ადამიანის ნიკაპის ფორმა

ნიკაპის ფორმის მიხედვით ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ადგენდნენ ადამიანის თვისებებს - რამდენად შეიძლებოდა მისი ნდობა, რამდენად შეეძლო ტყუილის თქმა და ასე შემდეგ...

 

1. კვადრატული ნიკაპი
კვადრატული ნიკაპის მქონე ადამიანი ხშირად ძალიან მიმზიდველი (თუნდაც ბრედ პიტი ან ანჯელინა ჯოლი), მაგრამ იმავდროულად, ძალიან ჯიუტია. პირდაპირ გადადის საქმეზე და არ ცდილობს მიზნის დამალვას. როცა საკითხი სასურველის მიღებას ეხება, ის ნაკლებად მიდის კომპრომისზე.

 

2. მოკლე და ვიწრო ნიკაპი
ის სხვებზე უფრო მგრძნობიარეა. პირდაპირ ნათქვამი გულს სტკენს, მაგრამ თავად არ ერიდება სხვისთვის იმის თქმას, რასაც სხვაზე ფიქრობს. ამ ნიკაპის ადამიანი სიფიცხისკენ არის მიდრეკილი. ზოგჯერ ჭორაობა უყვარს. 

3. გამოშვერილი ნიკაპი
ამ ადამიანს ბევრი ენერგია აქვს. ახალ ვითარებაში საკმაოდ თავდაჯერებულია, ხოლო მუშაობისას - ძალიან ძლიერი. როგორც წესი, ასეთები კარგი მმართველები დგებიან, თუმცა მათ ფლირტიც უყვართ და პარტნიორებსაც ხშირად ატყუებენ.

 

4. მრგვალი ნიკაპი
ის კარგი მეგობარია. მისი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ის კეთილშობილი და ოჯახზე ორიენტირებული პიროვნებაა. ბევრს მუშაობს, მაგრამ გართობაც კარგი იცის. ის გუნდური მოთამაშეა და ლიდერის როლი არ უხდება.

 

5. გრძელი ნიკაპი
ეს ადამიანი არტისტული და ემოციურია. ამასთანავე, ძალიან საიმედო, მზრუნველი და გულისხმიერი მეგობარია. თუკი მას რაიმე პრობლემით მიაკითხავთ, მთელი არსებით მზად იქნება დახმარებისთვის. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ მას უამრავი მეგობარი ჰყავს.

6. უკან დაწეული ნიკაპი
ამგვარი ნიკაპის მქონე ადამიანი, სავარაუდოდ, უნებისყოფოა, თუმცა მასში დიპლომატიურ ტალანტსა და კომპრომისების ხელოვნებასაც აღმოაჩენთ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 634 | დაამატა: Admin | ტეგები: რას გვეუბნება ადამიანის ნიკაპის ფორ, გაიგეთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close